სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
მაიაკოვსკის სასიყვარულო ისტორია, რომელიც ლეგენდად იქცა
ბმულის კოპირება

სიახლეები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

მაიაკოვსკის სასიყვარულო ისტორია, რომელიც ლეგენდად იქცა

მათ არაფერი ჰქონდათ საერთო. 22 წლის კეთილშობილი და დახვეწილი, პუშკინსა და ტიუტჩევზე აღზრდილი, პარიზში მცხოვრები რუსი ემიგრანტი ქალბატონი სრულიად არ აღიქვამდა სერიოზულად მასზე 3 წლით უფროსი პოეტის უხეშ, "დაგლეჯილ", მიკიბ-მოკიბულ ლექსებს. არც რეალურ ცხოვრებაში უგდებდა ყურს მის სიტყვებს. შმაგი, ფიხცი, მებრძოლი ხასიათის ახალგაზრდა ქალს აშინებდა თავისი აღვირახსნილი ვნებით. იგი ვერც ძაღლურმა ერთგულებამ მოალბო, ვერც სიტყვამ. ქალი გულგრილი დარჩა. და მაიაკოვსკი მარტო გაემგზვრა მოსკოვში.

ამ მყისიერად დაბადებული და არშემდგარი სიყვარულისგან დარჩა მხოლოდ საიდუმლო დარდი, თაობებს კი შემორჩათ ლექსი - "წერილი ტატიანა იაკოვლევას", სიტყვებით: «Я все равно тебя когда-нибудь возьму - Одну или вдвоем с Парижем!.......ქალს კი დარჩა ყვავილები...... პარიზში მოღვაწეობისას მიღებული მთელი ჰონორარი მაიაკოვსკიმ გადარიცხა ცნობილი ყვავილების მაღაზიის ანგარიშზე ერთადერთი მითითებით: კვირაში რამდენჯერმე უნდა მიეტანათ ტატიანა იაკოვლევასათვის თაიგული, რომელიც შედგებოდა ყველაზე უჩვეულო და ლამაზი ყვავილებისგან - ჰორტენზიების, პარმის იების, შავი ტიტების, ჩაის ვარდების, ორქიდეების, ასტრებისა ან ქრიზანთემებისგან. პარიზული ფირმა, რომელსაც საკმაოდ კარგი რეპუტაცია ჰქონდა, ზედმიწევნით ასრულებდა შეშლილი კლიენტის ამ უცნაურ თხოვნას - და მას შემდეგ, მიუხედავად ამინდისა თუ წელიწადის დროისა, კვირაში რამდენჯერმე ტატიანა იაკოვლევას სახლის კარზე ისმოდა კაკუნი, კურიერს შეჰქონდა ულამაზესი თაიგული და ამბობდა: "მაიაკოვსკისგან". 1930 წელს პოეტი გარდაიცვალა - ამ ამბავმა ქალს თავზარი დასცა... ის უკვე მიეჩვია იმას, რომ შეშლილი პოეტი გამუდმებით იჭრებოდა მის ცხოვრებაში; შეეჩვია იმ აზრს, რომ სადღაც იქ მასზე შეყვარებული მამაკაცია და ყვავილებს უგზავნის. დიახ, ისინი ერთამანეთს საერთოდ არ ხვდებოდნენ, მაგრამ ის ფაქტი, რომ არსებობდა ადამიანი, რომელსაც ასე ძალიან უყვარდა, გავლენას ახდენდა ყველაფერზე, რაც ქალის ცხოვრებაში ხდებოდა: ისევე, როგორც მთვარე ახდენს გავლენას ყველაფერზე, რაც დედამიწაზე არსებობს, მხოლოდ იმიტომ, რომ გამუდმებით ტრიალებს მის ახლოს.


ტატიანამ უკვე აღარ იცოდა როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება - ცხოვრება ამ გიჟური, ყავილებში ჩაფლული სიყვარულის გარეშე. მაგრამ მითითებაში, რომელიც პოეტმა პარიზულ საყვავილეს დაუტოვა, მის სიკვდილზე არაფერი იყო ნათქვამი. ამიტომ, პოეტის გარდაცვალების მეორე დღეს ქალის სახლის ზღურბლზე ისევ გამოჩნდა კურიერი ულამაზესი თაიგულით ხელში და ისევ გაისმა უცვლელი სიტყვა: "მაიაკოვსკისგან".


ამბობენ, დიდი სიყვარული სიკვდილზე ძლიერიაო, მაგრამ ყველა როდი ახერხებს ამ ყოველივეს რეალობაში განხორციელებას. ვლადიმირ მაიაკოვსკიმ კი ეს შეძლო. გადიოდა წლები, ყვავილები კი მოჰქონდათ და მოჰქონდათ...


მეორე მსოფლიო ომის წლებში, როცა პარიზი გერმანელების მიერ იყო ოკუპირებული, ტატიანა იაკოვლევასთვის თავის რჩენის ერთადერთი საშუალება იყო ბულვარში ამ ულამაზესი თაიგულების გაყიდვა. რამდენიმე წლის მანძილზე მაიაკოვსკის სიყვარული ქალს შიმშილით სიკვდილისგან თავის დახსნაში ეხმარებოდა. შემდეგ პარიზი გაათავისუფლეს. ტატიანა სხვებთან ერთად ბედნიერებისგან ტიროდა და ომის დამთავრებას ზეიმობდა. თაიგულები კი მოჰქონდათ და მოჰქონდათ...


კურიერები იზრდებოდნენ ქალის თვალწინ, ძველებს ახლები ცვლიდნენ. და ამ ახლებმა უკვე იცოდნენ, რო დიდი ლეგენდის ნაწილი ხდებოდნენ. და რაღაც პაროლივით, რომელიც თითქოს უსასრულობაში შესასვლელ საშვს იძლეოდა, მომღიმარი სახით ამბობდნენ: "მაიაკოვსკისგან". მაიაკოვსკისგან გამოგზავნილი ყვავილები პარიზის ისტორია გახდა.


და მაინც, რა იყო ეს - ლამაზი ლეგენდა თუ ნამდვილი ამბავი? ერთხელ, 70-იანი წლების ბოლოს პარიზში მოხვდა საბჭოთა ინჟინერი არკადი რივლინი, რომელსაც ახალგაზრდობაში ეს ამბავი დედისგან ჰქონდა გაგონილი. ტატიანა იაკოვლევა ისევ ცოცხალი იყო და სიამოვნებით მიიღო თანამემამულე, ჩაით გაუმასპინძლდა და დიდხანს ისაუბრეს.


მის მყუდრო სახლში ყველგან ყვავილები იყო. არკადი რივლინს ცოტა ეუხერხულებოდა ასეთი კეთილშობილი, მოხუცი ქალბატონისთვის ახალგაზრდობის დროინდელ რომანზე ეკითხა. მაგრამ თავი მაინც ვერ შეიკავა და შეეკითხა, მართალი იყო თუ არა, რომ მაიაკოვსკის გამოგზავნილმა ყვავილებმა ომის დროს მას სიცოცხლე შეუნარჩუნა? თუ ეს მხოლოდ ლამაზი ზღაპარი იყო? ხომ წარმოუდგენელია, რომ ამდენი წლის მანძილზე... - მიირთვით ჩაი, - უპასუხა ტატიანამ, - მიირთვით ჩაი. ხომ არსად გეჩქარებათ?


და ამ დროს კარზე ზარი გაისმა... საბჭოთა ინჟინერს ცხოვრებაში მანამდე არასოდეს ენახა ასეთი ძვირფასი თაიგული, რომლის უკან თითქმის არ ჩანდა კურიერი, თაიგული ოქროსფერი იაპონური ქრიზანთემებისა, რომლებიც მზის სხივებს ჰგავდა. და მზეზე მბრწყინავი ამ სილამაზის მიღმა კურიერის ხმამ წარმოთქვა: "მაიაკოვსკისგან".


-თათა მურაჩაშვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0