სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
 ავთანდილ შონია 1964-1997წწ. გარდ. გულრიფში აფხაზეთი დაბ. სოფ. წყურგილი ოჩამჩირე აფხაზეთი.  ავთანდილ შონია 1964-1997წწ. გარდ. გულრიფში აფხაზეთი დაბ. სოფ. წყურგილი ოჩამჩირე აფხაზეთი.

1964-1997 წწ. გარდ. 33 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი შონია სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

ავთანდილ შონია 1964-1997წწ. გარდ. გულრიფში აფხაზეთი დაბ. სოფ. წყურგილი ოჩამჩირე აფხაზეთი.

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

ავთანდილ  შაქროს  ძე  შონია  დაიბადა  1964  წლის  18  თებერვალს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  წყურგილში. გარდაიცვალა გულრიფშის რაიონში 29 ივნისი 1997 წელი.


ახალი  კინდღის  საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ  ავთანდილმა  სწავლა  განაგრძო  ქალაქ  სოხუმის  კულინარიულ  ტექნიკუმში. მოიხადა  სამხედრო  სავალდებულო  სამსახური . დემობილიზაციის  შემდეგ  მუშაობა დაიწყო  გულრიფშის  რაიონულ  სავადმყოფოში - ექსპედიტორად.


     1993 წლის  30  მაისიდან  ავთანდილ   შონია  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო კორპუსის  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  მე-6  სატანკო  ბატალიონის მე-3  ასეულის მე-7  ოცეულში ტანკის  მეთაურის  თანამდებობაზე.


    აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს  ავთანდილმა   თავი  გამოიჩინა , როგორც  საქართველოს  ერთიანობისთვის  თავდადებულმა მებრძოლმა. იგი აქტიურად  მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  ჩატარებულ  ყველა საბრძოლო  ოპერაციაში. პირნათლად  ასრულებდა   მეთაურის  საბრძოლო  დავალებებს.  მებრძოლებში  სარგებლობდა  კარგი  ავტორიტეტით.


    აფხაზეთის  დაცემის  შემდეგ  ავთანდილ  შონიამ  სამსახური  განაგრძო შინაგან  შინაგან საქმეთა  სამინისტროს  აფხაზეთის  შსს  სპეცდანიშნულების  ასეულში.  1997  წლის  ივლისში  ავთანდილ  შონია  გმირულად  დაიღუპა  გულრიფშის  რაიონში, ერთ-ერთი   საბრძოლო  დავალების  შესრულებისას. ავთანდილ  შონიას   დარჩა  მეუღლე და ორი  შვილი.


    საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით   სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,  ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  ავთანდილ  შონია, სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის   II  ხარისხის  ორდენით.

ქეთევან ქანთარია გივის ასული დაბადებულია ზუგდიდში. მეუღლე

ითანამშრომლა: სალომე შონია (შვილი)

                                                                     ***

დღეს  ბერმუხები  დაბლა  ხრიან

ტოტებს  მეხიანს,

გიორგი,მალხაზ,

რატი,გოა,

ბესიკ, ვეფხვია!

და  თქვენზე  სწუხან  -

ლევან   და  სულხან-

ირაკლი,ზურაბ,

არჩილ,თემურ,

ზაზა,მამუკა!

და  თქვენს  სახელებს-

ქართველთათვის  ასე  სანუკვარს,

უჩურჩულებენ  ლოცვასავით

სამშობლოს  მიწას,

რომელსაც  თქვენი  სისხლი  დასდის

გულით  მძიმეთი

და  არის  ლოცვა,

არის  ცრემლი,

არის  იმედი.

                                                        თამარ   ერისთავი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.06.2021
ბოლო რედაქტირება 03.03.2023
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.07.2023
სულ რედაქტირებულია 1


შონია

1 0

გურამ შონია 1955-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ოქუმი, გალი

2 0


მამუკა შონია 1974-1993წწ. გარდ. ფუნიკულიორთან სოხუმი, აფხაზეთი დაბ. სოფ. წებელდა, გულრიფში, აფხაზეთი

1 0

მამუკა შონია 1974-93 წწ გარდ. 19 წლის, შრომა, სოხუმი დაბ. სოფ წებელდა გულრიფში აფხაზეთი

2 0


მელენტი შონია 1927-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. წალენჯიხა სამეგრელო

2 0


რომინო შონია გარდ. 1992წ. აფხაზეთში დ. სოფ. დრანდა გულრიფში აფხაზეთი

2 0


ლეილა შონია 1974-1992წწ გარდ. სოხუმი დაბ. სოფ. წარჩე გალი აფხაზეთი.

3 0


ემირ შონია 1950-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. გალი, აფხაზეთი.

3 0

ფრიდონ შონია 1968-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. აჩიგვარა, გალი, აფხაზეთი.

4 0

მურთაზ შონია 1965-1993წწ. გარდ. სოფ. ათარა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი.

2 0


შონია ლუკა, კიკბოქსინგი

2 0

6 2 0

ლევან შონია მსოფლიო პრიზიორი სამბო

1 0

0 0 1