სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გვარი შონია მე-16 საუკუნიდან მოიხსენიება.ლეგენდის თანახმად მიფიშქვინა ჩარკვიანს და მის ორ ძმას სვანეთიდან სისხლის აღების შემდეგ სამეგრელოსათვის შეუფარებიათ თავი.მიფიშქვინა წალენჯიხის სოფელ ფახულანში დასახლებულა.მეგრული მიმართვიდან "შონი რე", "შონი ყოფე" -უწარმოებიათ გვარი შონია(სვანია).სწორედ მისგან მომდინარეობენ ჩვენი წინაპრები. მიფიშქვინას ძმებიდან ერთი ჯორჯოკიად,ხოლო მეორე დემურიად ჩაწერილა.ისინი სოფელ ნარაზენში დასახლებულან.შონიების გვარში ერთ-ერთი სახელგანთქმული პიროვნება ყოფილა ღეჯია შონია,რომლისთვისაც გამოჩენილი ვაჟკაცობისათვის სვანეთის მთავარს-დადეშქელიანს "ოხაჩქუეს" მთა უჩუქებია. ეს გენეალოგია კოსტა და ფარნა შონიების გადმოცემის მიხედვით შეუდგენიათ 1960 წელს აკაკი(კაკო) და ალექსანდრე(ღუდა) შონიებს.1986 წელს რაბო,ტარიელ,ალექსანდრე(ალიკა),ვახტანგ შონიებმა და ლოთია ჭანტურიამ განაახლეს. 2005 წელს გენეალოგია განაახლა ტარიელ აკაკის ძე შონიამ,(რომელიც არჩეულ იქნა 1990 წლის 15 სექტემბერს შონიების საგვარეულოს შეკრებაზე "შონიების გამგებლად",სადაც ესწრებოდა შონიები და მათი ნათესაობა 6 000 კაცი(სამურზაყანო,ქ.გალის რაიონის ფეხბურთის სტადიონი)).

http://sashonio.blogspot.com/2011/11/blog-post.html