სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ლეილა შონია 1974-1992წწ გარდ. სოხუმი დაბ. სოფ. წარჩე გალი აფხაზეთი. ლეილა შონია 1974-1992წწ გარდ. სოხუმი დაბ. სოფ. წარჩე გალი აფხაზეთი. ლეილა შონია 1974-1992წწ გარდ. სოხუმი დაბ. სოფ. წარჩე გალი აფხაზეთი.

1974-1992 წწ. გარდ. 18 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი შონია სია

გალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

ლეილა შონია 1974-1992წწ გარდ. სოხუმი დაბ. სოფ. წარჩე გალი აფხაზეთი.

ლეილა შონია


სამუშაოდან გასვლის წინ მოინახულა ყველა მისი ავადმყოფი. განსაკუთრებული ყურადღება შეაჩერა სამ მძიმედ დაჭრილ მეომარზე, რომელთაც რამდენიმე დღის წინ საკუთარი სისხლი გადაუსხა. ამათგან ორი თბილისელი ქართველი, ერთი კი სოხუმელი აფხაზი იყო. ისინი თავს უკეთესად გრძნობდნენ და ახლა გაწეული სიკეთისათვის მადლობას უხდიდნენ ლეილას. გოგონამ მებრძოლები გაამხნევა, ჯანმრთელობა უსურვა და დაემშვიდობა. ვინ იცოდა, რომ ეს მათი უკანასკნელი საუბარი იქნებოდა.


ლეილამ თეთრი ხალათი გაიხადა და შინ ტრანსპორტით გაემგზავრა. ავმა ბედისწერამ მას გზაში მოუსწრო. მდინარე გუმისთის მხრიდან აფხაზი ექსტრემისტების მიერ გასროლილი ნაღმი ტროლეიბუსის თავზე გასკდა და ელექტროხაზი დააზიანა. თავის გადასარჩენად ხალხი კარებს მიაწყდა, მაგრამ მგზავრების საშინელი ალიაქოთი ჩაახშო მეორედ გასროლილმა ნაღმმა, რომელმაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის ლეილა შონიაც იყო.


    გოგონას ტრაგიკული სიკვდილის ამბავი სოხუმის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში ყველაზე ადრე გაიგეს. მედპერსონალის ჭირს არაფრით ჩამოუვარდებოდა სამი დაჭრილი მეომრის მოთქმა: „ჩვენი გულები ლეილას სისხლით მოძრაობენ, მისი გული კი სამუდამოდ გაჩერებულა! ვაი ასეთ სამართალს!..“ ლეილა გიორგის ასული შონია დაიბადა აფხაზეთის რესპუბლიკის გალის რაიონის სოფელ წარჩეში, პედაგოგების ოჯახში, I974 წლის 9 სექტემბერს.

    წარჩეს მეორე საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძო ჯაფარიძის სახელობის სოხუმის მედსასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1984 წელს. 1985 წლიდან სიკვდილამდე მუშაობდა ოსტროუმოვის სახელობის სოხუმის # 1 კლინიკურ საავადმყოფოში მედმუშაკად.

    ვერაგულად მოკლული ლეილა გიორგის ასულ შონიას ცხედარი ღიღი პატივით დაკრძალეს მშობლიურ სოფელში „წმინღა გორაღ“ წოდებულ სასაფლაოზე.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.07.2021
ბოლო რედაქტირება 03.04.2026
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 19.07.2023
სულ რედაქტირებულია 1


შონია

1 0

გურამ შონია 1955-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ოქუმი, გალი

2 0


მამუკა შონია 1974-1993წწ. გარდ. ფუნიკულიორთან სოხუმი, აფხაზეთი დაბ. სოფ. წებელდა, გულრიფში, აფხაზეთი

1 0

მამუკა შონია 1974-93 წწ გარდ. 19 წლის, შრომა, სოხუმი დაბ. სოფ წებელდა გულრიფში აფხაზეთი

2 0


მელენტი შონია 1927-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. წალენჯიხა სამეგრელო

2 0


რომინო შონია გარდ. 1992წ. აფხაზეთში დ. სოფ. დრანდა გულრიფში აფხაზეთი

2 0


ავთანდილ შონია 1964-1997წწ. გარდ. გულრიფში აფხაზეთი დაბ. სოფ. წყურგილი ოჩამჩირე აფხაზეთი.

2 0


ემირ შონია 1950-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. გალი, აფხაზეთი.

3 0

ფრიდონ შონია 1968-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. აჩიგვარა, გალი, აფხაზეთი.

4 0

მურთაზ შონია 1965-1993წწ. გარდ. სოფ. ათარა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი.

2 0


შონია ლუკა, კიკბოქსინგი

2 0

6 2 0

ლევან შონია მსოფლიო პრიზიორი სამბო

1 0

0 0 1