გვარი შონია მე-16 საუკუნიდან მოიხსენიება. ლეგენდის თანახმად მიფიშქვინა ჩარკვიანს და მის ორ ძმას სვანეთიდან სისხლის აღების შემდეგ სამეგრელოსათვის შეუფარებიათ თავი.მიფიშქვინა წალენჯიხის სოფელ ფახულანში დასახლებულა.მეგრული მიმართვიდან "შონი რე", "შონი ყოფე" -უწარმოებიათ გვარი შონია(სვანია).სწორედ მისგან მომდინარეობენ ჩვენი წინაპრები. მიფიშქვინას ძმებიდან ერთი ჯორჯოკიად,ხოლო მეორე დემურიად ჩაწერილა.ისინი სოფელ ნარაზენში დასახლებულან.შონიების გვარში ერთ-ერთი სახელგანთქმული პიროვნება ყოფილა ღეჯია შონია,რომლისთვისაც გამოჩენილი ვაჟკაცობისათვის სვანეთის მთავარს-დადეშქელიანს "ოხაჩქუეს" მთა უჩუქებია. ეს გენეალოგია კოსტა და ფარნა შონიების გადმოცემის მიხედვით შეუდგენიათ 1960 წელს აკაკი(კაკო) და ალექსანდრე(ღუდა) შონიებს.1986 წელს რაბო,ტარიელ,ალექსანდრე(ალიკა),ვახტანგ შონიებმა და ლოთია ჭანტურიამ განაახლეს. 2005 წელს გენეალოგია განაახლა ტარიელ აკაკის ძე შონიამ,(რომელიც არჩეულ იქნა 1990 წლის 15 სექტემბერს შონიების საგვარეულოს შეკრებაზე "შონიების გამგებლად",სადაც ესწრებოდა შონიები და მათი ნათესაობა 6 000 კაცი(სამურზაყანო,ქ.გალის რაიონის ფეხბურთის სტადიონი)).
შონია ირაკლი რევაზის ძე დაბ. ხობი 1978წ. დედა ეკლესიის ქომაგი
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 10
![]() შონია ირაკლი რევაზის ძე დაბ. ხობი 1978წ. დედა ეკლესიის ქომაგი სრულად ნახვა |
|
|
|
|
|
|
|
|
|