მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-5 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
რომინო შონია - დრანდა, ზემო-ფშაფი. დაიღუპა კოდორის ხიდის დაბომბვისას 1992 წლის 10 დეკემბერს.
რომან იროდის ძე შონია დაიბადა 1958 წლის 9 მარტს გულრიფშის რაიონის სოფელ ზემო ფშავში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ხონის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში რიგითად.
რომან შონია დაიღუპა 1992 წლის 10 დეკემბერს, მტრის ავიაციის მიერ კოდორის ხიდის პოზიციების დაბომბვის დროს.