სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ემირ შონია 1950-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. გალი, აფხაზეთი. ემირ შონია 1950-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. გალი, აფხაზეთი. ემირ შონია 1950-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. გალი, აფხაზეთი.

1950-1993 წწ. გარდ. 43 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი შონია სია

გალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

27       ბეჭდვა

ემირ შონია 1950-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. გალი, აფხაზეთი.

დაიბადა 1950 წლის 26 აგვისტოს ქ. გალში. მშობლიურ ქალაქში დაამთავრა N3 საშუალო სკოლა.

სწავლა განაგრძო ქ. სარატოვის სასაფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, პარალელურად სწავლობდა ქ. სარატოვის  მილიციის უმაღლეს სკოლაში. უმაღლესის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს გულრიფშის შს რაიონულ განყოფილებაში, უბნის ინსპექტორად. ერთი წლის შემდეგ გადადის ქ. გალში შს რაიგანყოფილებაში, საკუთრების დაცვის წინაარმდეგ მებრძოლი განყოფილების უფროსს ინსპექტორად. 1975 წლიდან კი ქ. სოხუმის შს განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს უფროს ინსპექტორად. 



1985 წლიდან მუშაობას იწყებს ქ. სოხუმის სადგურის მილიციის სახაზო განყოფილებაში სისხლის სამართლის სამძებროს უფროს ინსპექტორის თანამდებობაზე. 

რთულ და საპასუხისმგებლო მუშაობის წლები კეთილსინდისიერად განვლო ემირ შონიამ. ამ წლების მანძილზე ჩამოყალიბდა საქმის მცოდნე პროფესიონალურ მუშაკად. დაჯილდოვებული და წახალისებული იყო შს სამინისტროს და დეპარტამენტის ხელმძღვანელობების მიერ. დაჯილდოვებული იყო მილიციის წარჩინებულის სანმკედრო ნიშნით და სამართალდამცავ ორგანოებში თხუთმეტი წლის უმწიკვლო სამსახურისათის. 

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდანვე, ემირ შონია აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათის ბრძოლაში. 


საბრძოლო ოპერაციის დროს დაიჭრა, მაგრამ გამოჯამრთელობის შემდეგ კვლავ თავისი თანამებრძოლების გვერდით დადგა. 

1993 წლის 27 სექტემბერს, აფხაზი ექსტრემისტების მიერ სოხუმზე გააფთრებული იერიშის დროს ალყაში მოჰყვა. მომხდურებმა არ აპატიეს ქართველი ვაჟკაცისათვის დამახასიათებელი სამშობლოს სიყვარული, სიამაყე და ვერაგულად დახვრიტეს. დაკრძალულია ქ. გალის მზიურის ციტრუსების მერნეობასთან არსებულ სასაფლაოზე. 

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და თავგანწირვისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სატრანსპორტო პოლიციის სოხუმის სახაზინო განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ინსპექტორი, პოლიციის ვიცე-მაიორი ემირ შონია დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის 11 ხარისხის ორდენით (სიკვდილ8ს შემდეგ).

დიახ, ემირ შონია ის პიროვნება გახლდათ, რომელსაც ვერ წარმოედგინა მტრისათვის როგორ უნდა დაეტოვებინა საკუთარი მიწა-წყალი. მართალია დაიღუპა, მაგრამ არასოდეს წაიშლება საქართველოს გმირების სიიდან. 

მას დარჩა სასახელო ოჯახი, რომლებიც აგძელებენ ემირ შონიას სახელს. 

შენი ხსოვნის პატივსაცემად ანთებულმა სანთლებმა გაგინათოს გზა მარადიულ სასუფეველში ემირ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული.        


მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.08.2021
ბოლო რედაქტირება 04.03.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 03.07.2023
სულ რედაქტირებულია 1


შონია

1 0

გურამ შონია 1955-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ოქუმი, გალი

2 0


მამუკა შონია 1974-1993წწ. გარდ. ფუნიკულიორთან სოხუმი, აფხაზეთი დაბ. სოფ. წებელდა, გულრიფში, აფხაზეთი

1 0

მამუკა შონია 1974-93 წწ გარდ. 19 წლის, შრომა, სოხუმი დაბ. სოფ წებელდა გულრიფში აფხაზეთი

2 0


მელენტი შონია 1927-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. წალენჯიხა სამეგრელო

2 0


რომინო შონია გარდ. 1992წ. აფხაზეთში დ. სოფ. დრანდა გულრიფში აფხაზეთი

2 0


ლეილა შონია 1974-1992წწ გარდ. სოხუმი დაბ. სოფ. წარჩე გალი აფხაზეთი.

3 0


ავთანდილ შონია 1964-1997წწ. გარდ. გულრიფში აფხაზეთი დაბ. სოფ. წყურგილი ოჩამჩირე აფხაზეთი.

2 0


ფრიდონ შონია 1968-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. აჩიგვარა, გალი, აფხაზეთი.

4 0

მურთაზ შონია 1965-1993წწ. გარდ. სოფ. ათარა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი.

2 0


შონია ლუკა, კიკბოქსინგი

2 0

6 2 0

ლევან შონია მსოფლიო პრიზიორი სამბო

1 0

0 0 1