სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
 ამირან ხურცილავა 1956-93წწ. გარდ. სოფ. ქვემო ეშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. სალხინო მარტვილი სამეგრელო  ამირან ხურცილავა 1956-93წწ. გარდ. სოფ. ქვემო ეშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. სალხინო მარტვილი სამეგრელო
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ხურცილავა სია

მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

33       ბეჭდვა

ამირან ხურცილავა 1956-93წწ. გარდ. სოფ. ქვემო ეშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. სალხინო მარტვილი სამეგრელო

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

ამირან  ქიშვარდის  ძე  ხურცილავა  დაიბადა 1956  წლის  9  მარტს  მარტვილის  რაიონის  სოფელ  სალხინოში. სკოლის  დამთავრების  შემდეგ  მსახურობდა  საბჭოთა  არმიის   რიგებში. სამხედრო-სავალდებულო  სამსახურის  მოხდის  შემდეგ  დაამთავრა ქალაქ  სოხუმის  ინდუსტრიული  ტექნიკუმი  და  მუშაობა   დაიწყო სოხუმის  სამშენებლო  კომბინატში.  1978   წელს  ამირანი  დაქორწინდა,შეეძინათ  სამი  შვილი (მურთაზი,მანონი  და  ნიკა). ოჯახი  ბედნიერად  ცხოვრობდა ზღვისპირა  სოხუმში  და  სამომავლო  გეგმებს  ალაგებდა,მაგრამ  1992  წლის  14  აგვისტოს ომმა  შეცვალა  ხურცილავების  ოჯახის  მშვიდობიანი  ცხოვრება. ამირანი  მეგობრებთან  ერთად  სამშობლოს  დამცველთა  რიგებში  ჩადგა.


  1992  წლის  20  სექტემბრიდან  ამირან  ხურცილავა  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  მე-6  სატანკო  ბატალიონის  პირველ  ასეულში  რიგით  მებრძოლად.იგი  თანამებრძოლებთან  ერთად  ვაჟკაცურად  იგერიებდა  მტრის  შემოტევებს  ბატალიონის  დისლოკაციის  ადგილზე-სოფელ  ქვემო  ეშერასთან.საბედისწერო  აღმოჩნდა  მისთვის  1993  წლის  4  ივლისი.  დილის  02:00  საათზე  საარტილერიო  დაბომბვის  ხმამ  შეძრა  სოხუმი,მტერმა  მორიგი  შეტევა  დაიწყო  ქალაქზე. ამირანი  მე-6  ბატალიონის  პირველი  ასეულის  მეომრებთან  ერთად  ჩაერთო  მტრის  სადაზვერვო  ჯგუფთან  უთანასწორო  ბრძოლაში  და  გმირულად  დაიღუპა  ბრძოლის  ველზე.

    საქართველოს  პრეზიდენტის   განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი   გმირობის, ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  ამირან  ხურცილავა,სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III    ხარისხის  ორდენით.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.06.2021
ბოლო რედაქტირება 28.12.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 09.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0