ვახტანგ იპოლიტეს ძე ხურცილავა დაბ. 1965 წელს სოხუმში გარდაიცვალა 16 სექტემბერი 1993 წელს სომხუმში. შინაგანი ჯარი
აფხაზეთში მიმდიონარე საომარი მოქმედებების დროს ვახტანგ ხურცილავა ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის I მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში, მეთაურთა დავალებას ასრულებდა, დროულად და პირნათლად, თანამებრძოლთა შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.
ვახტანგ ხურცილავა, 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმში, (კიროვისა და კარლ-მაქსის ქუჩის გადაკვეთაზე) ერთ ერთი შემოტევის დროს, ჭურვის აფეთქებამ იმსხვერპლა. თანამებრძოლებმა კარლ-მაქსის ქუჩაზე მდებარე ბაღში დაკრძალეს.