გენო რეზოს ძე ბოჭორიშვილი დაიბადა 1960 წლის 19 იანვარს ადიგენის რაიონის სოფელ ყარათუბანში.
1977 წელს დაამთავრა ადიგენის რაიონის სოფელ ლელოვნის საშუალო სკოლა.
1979 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. რუსთავში ავტოსკოლა.
1979 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. მსახურობდა გერმანიაში – სპეციალური დანიშნულების ბატალიონში.
1981-85 წლებში მუშაობდა ადიგენის რაიონის ავტოსატრანსპორტო საწარმოში მექანიკოსად.
1985 წელს გენო ბოჭორიშვილმა გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი და იგი საცხოვრებლად გადავიდა ოჯახითურთ თავისმშობლიურ ქალაქში ტყიბულში.
1985 წლიდან იგი მუშაობდა ტყიბულის ავტოსატრანსპორტო საწარმოში.
1992 წლიდან დაღუპვის დღემდე მსახურობდა ტყიბულის გ. გიორგაძის სახელობის ბატალიონში ოფიცრის წოდებით.
1992 წლის 25 სექტემბერს გენო ბოჭორიშვილი დაიღუპა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში.
მას დარჩა მეუღლე და ორი შვილი,
მეუღლე – იზო ამბროლაძე მუშაობს 31-ე საშუალო სკოლაში,
ქალიშვილი – დიანა ბოჭორიშვილი 8 წლისაა.
ვაჟი – დათო ბოჭორიშვილი 5 წლისაა.
გენო. ბოჭორიშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.