დაიბადა 1967 წლის 14 აპრილს ცხინვალის რაიონის სოფელ თამარაშენში.ამ სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ცხინვალის # 4 საშუალო სკოლაში, 1985 წელს გაიწვიეს სამხედრო–სავალდებულო სამსახურში, 1987 წელს მუშაობა დაიწყო ქ. ცხინვალის წყალთა მეურნეობის სამმართველოში, მისი ოცნება იყო სწავლა გაეგრძელებინა უმაღლეს სასწავლებელში მექანიზაციის ფაკულტეტზე, მაგრამ. სამაჩაბლოში. დატრიალებულმა კონფლიქტმა მას აზრი შეუცვალა. 1991 წელს შევიდა ქ. თბილისის მილიციის უმაღლეს სკოლაში, რომლის დამთავრებას ვეღარ მოესწრო. პირველი კურსის სტუდენტი მის ბიძაშვილთან ერთად 1991 წლის 5 აპრილს იმსხვერპლა ოსების მიერ განხორციელებულმა თავდასხმამ.
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი