27. ვაჩეიშვილი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე - დაიბადა 1960 წლის 31 ოქტომბერს თბილისში.
გარდაიცვალა 1992 წლის 15 აგვისტოს ლესელიძე. გაგრაში დაჭრილის გამოყვანის დროს დაიღუპა. დაკრძალულია საბურთალოს საძმო სასაფლაოზე. შავნაბადას ბატალიონი. მედალი - მხედრული მამაცობისთვის.
ალექსანდრე (სანდრო) კონსტანტინეს ძე ვაჩეიშვილი – მხატვარი. დაიბადა თბილისში 1960 წ, 31 ოქტომბერს.
მამა – იურისტი. დედა – ისტორიკოსი.1977 წ. დაამთავრა თბილისის 53-ე საშ. სკოლა.
1977 წ. შევიდა და 1984 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, ფერწერის რესტავრაციის სპეციალობით,
1984 წლიდან – საქართველოს ახალგაზრდა მხატვართა კავშირის წევრი.
1984 1987 წლებშა – მცხეთის რაიონის სოფ. ძველი ქანდის საშუალო სკოლის სახვითი ხელოვნების მასწავლებელი.
1989 წლიდან – პუშკინის სახელობის (1990 წლიდან სულხან-საბა ორბელიანის სახ,) სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ხატვის კათედრის პედაგოგი,
1991 წ. დეკემბერს მოხალისედ იბრძოდა სამაჩაბლოში.
1992 წ. 13 აგვისტოს მოხალისედ წავიდა აფხაზეთში.
15 აგვისტოს ლესელიძესთან, დაბა. განთიადში. .. პირველი საზღვაო დესანტის გადასხმის დროს გმირულად დაიღუპა,
ჰყავს ცოლი და შვილი,
მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში:
1981 წ. – თბილისის სახელმწიფო” სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა გამოფენა,
1983 წ. საქართველოს სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა. (ბავშვთა მუზეუმის შენობაში).
1987 წ. აპრილში – საქართველოს მხატვართა რესპუბლიკური საგაზაფხულო გამოფენა (მხატვრის სახლში).
1987 წ. ოქტომბერში – საქართველოს მხატვართა რესპუბლიკური სამოდგომო გამოფენა (მხატვრის სახლში). თბილისში.
1988 წ. ივლისი – გამოფენა ქ. ძნელაძეში.
1988 წ. ივლისი – გამოფენა მოსკოვში.
1988 წ. სექტემბერი – ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.
გაყიდვა მოსკოვში („მზიურში“),
1991 წ. თებერვალ-მარტი – ავანგარდისტ მხატვართა გამოფენა თბილისში(მხატვრის სახლში).
1990 წ. – გამოფენა ქ. ზაგრებში (იუგოსლავია).
1990 წ. – გამოფენა ვენაში (ავსტრია, ფირმა „დარაბა“).
ალექსანდრე ვაჩეიშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1984 წელს.
1984-1987წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სოფ. ძველი ქანდის (ახლანდ. მცხეთის მუნიციპალიტეტი) საშუალო სკოლაში და 1987-1992წწ. თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში: საქართველოს მხატვართა რესპუბლიკური საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენები (1987, თბილისი, მხატვრის სახლი); საქართველოს ახალგაზრდა მხატვართა გამოფენა (1988, თბილისი, აბანოთუბანი); საქართველოს მხატვართა გამოფენა (1988, მოსკოვი, მანეჟი); ავანგარდისტ მხატვართა გამოფენა (1991, თბილისი, მხატვრის სახლი); პერსონალური გამოფენა (1993, თბილისი, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი); "გამოფენა-კონტრასტი"(1999, თბილისი, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა); პერსონალური გამოფენა (2001, თბილისი, გალერეა "TMS-ი"). მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია აზრის გადმოცემის სიცხადე და ფაქიზი კოლორიტი, ფორმის ძიების თვალსაზრისით ის ნოვატორია. შექმნილი აქვს პორტრეტების, აბსტრაქციების, მონუმენტურ-დეკორატიული კომპოზიციების ვრცელი სერიები. მთავარი თემა ადამიანის ჰარმონიულობაა. გამოცემულია მისი ნამუშევრების ალბომი-კატალოგი (2001, თბილისი). მოხალისედ იბრძოდა სამაჩაბლოსა (1991 წლის დეკემბერი) და აფხაზეთში (1992); დაიღუპა დაბა განთიადში მოწინააღმდეგის პირველი საბრძოლო დესანტის გადასხმის დროს. ფერმწერი, გრაფიკოსი.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.206
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1995 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (სიკვდილის შემდეგ)