ვაჩეიშვილი გიორგი დაბ. 1972წ. დეკანოზი ანაკლიის წმ. ნიკოლოზის ტაძრი დაბ. ზუგდიდი
დეკანოზი გიორგი ვაჩეიშვილი
დაიბადა 1972 წლის 10 აპრილს. სწავლობდა ქ. ზუგდიდის N14 საშუალო
სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ 1990 წელს ჩააბარა ქუთაისის მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკურ
სასწავლებელში, კვების ტექნოლოგიაზე.
1993 წლიდან 1998 წლამდე მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში,
1998 წლიდან 2008 წლამდე _ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციაში.
1998 წლიდან იყო ანჩისხატის ტაძრის მრევლი, შემდგომ მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მსახურობდა ზუგდიდში სტიქაროსნად, მედავითნედ, იყო მგალობელი და მეუფის სტიქაროსანი.
2008 წელს მეუფე გერასიმემ ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის ტაძარში აკურთხა დიაკვნად.
2010 წლამდე მსახურობდა კორცხელის ღმრთისმშობლის მიძინებისა და ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის ტაძრებში.
2010 წლის 28 აგვისტოს ცაიშის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აკურთხეს მღვდლად.
2010 წლიდან 2012 წლამდე მსახურობდა ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის ტაძარში, 2012 წლიდან 2016 წლამდე _ ჯიხაშკარის ხარების ტაძარში.
2016 წლიდან იგი ანაკლიის წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარია.
2017 წელს მიენიჭა დეკანოზის ხარისხი და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.