სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10732

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზაქარია ვეშაპური 1969-92წწ. გარდ. 23 წლის გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი ზაქარია ვეშაპური 1969-92წწ. გარდ. 23 წლის გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი ზაქარია ვეშაპური 1969-92წწ. გარდ. 23 წლის გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი ზაქარია ვეშაპური 1969-92წწ. გარდ. 23 წლის გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი

1969-1992 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ვეშაპური სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

90       ბეჭდვა

ზაქარია ვეშაპური 1969-92წწ. გარდ. 23 წლის გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი

ზაქარია ვეშაპური დაიბადა 1969 წლის 1 აპრილს ქალაქ თბილისში მექანიკოს გიორგი ვეშაპურის ოჯახში.


საბავშვო ბაღის შემდეგ ზაქარია 1975 წელს შეიყვანეს  თბილისის მე-4 საშუალო სკოლაში,სადაც გამოირჩეოდა ნიჭიერებითა და გონებამახვილობით,განსაკუთრებულ სიყვარულს იჩენდა უცხო ენებისადმი,ძალიან უყვარდა გერმანული ენა და გერმანელი ერი.

1976 წლიდან ზაზა ვარჯიშობდა ნაძალადევის. მოჭიდავეთა კლუბში.ნიჭიერი ახალგაზრდა მალე შეამჩნიეს და გადაიყვანეს ფალავანთა კლუბში,ყველა გამოსვლას ხალიჩაზე მაყურებელი ყოველთვის შეძახილით ხვდებოდა,„მიდი, ვეშაპ, მიდი...“ ასე შემორჩა მეტსახელად „ვეშაპა“, ზაზა ვეშაპური დაჯილდოებული იყო სიგელებით, დიპლომებით, მონაწილეობა მიღებული. აქვს სხვადასხვა რანგის შეჯიბრებაში, კიევში, ხარკოვში, ბაქოში, ერევანში, მოსკოვში, საიდანაც ყოველთვის 1 და II ხარისხის დიპლომებით ბრუნდებოდა

1987 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. 1988 წელს მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება, ხოლო 1989 წელს ჩააბარა მილიციის უმაღლეს სკოლაში. იმავე წლის 23 ნოემბრიდან იგი სამშობლოს სადარაჯოზე იდგა

ცხინვალის რეგიონში, სადაც განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩეოდა.

1990 წლის ოქტომბერში დაოჯახდა, 1991 წლის 23 აგვისტოს შეეძინა ვაჟი, რომელსაც თავისი გარდაცვლილი ძმის სახელი –- თემური დაარქვა.


1992 წლის 25 აგვისტოს აფხაზეთში, გაგრაში წასვლა გადაწყვიტა.

საღამოს მეგობრების წრეში საქართველოზე, მის მომავალზე ლაპარაკობდა, თავისი პატარა თემური ჩააბარა ბავშვობის მეგობრებს: „ბიჭებო, მე ისეთ ცხელ წერტილში მივდივარ, შეიძლება ვერ დავბრუნდე და, თქვენ იცით, არავის დააჩაგვრინოთ ჩემი შვილებიო“, 26 აგვისტოს გამოეთხოვა ფეხმძიმე მეუღლეს და გაგრაში წავიდა. ისე წავიდა, რომ მშობლებს არ გამოეთხოვა. იფიქრა გავეპარებიო. არ წაიყოლა დედის ალერსი, დედის ლოცვა.


საბედისწერო გამოდგა მისთვის საქართველოს ეს ლამაზი ქალაქი. 29 აგვისტოს გაგრაში გათენდა მისთვის უკანასკნელი დილა. კოლხიდაში, საბრძოლო პოზიციის დაცვისას, გმირულად დაეცა ზაზა ვეშაპური. გააფთრებული ებრძოდა თურმე ვერაგულად, ზურგიდან შემოპარულ მტერს, როგორც მისი თანამებრძოლები ჰყვებიან, ტყვიანაკრავი მაინც ვაჟკაცური იბრძოღა „პირველკურსელები გააცილეთ აქაურობას, ჩვენ არაფერი გვიჭირსო,..“ მუხანათურად ზურგიდან მიუშვეს ავტომატის ჯერი. ასე მარტო, უპატრონოდ იწვა სამი დღის განმავლობაში, მტრის გარემოცვაში, თბილისში კი... თბილისში მის ჩამოსვენებას ელოდნენ გამწარებული დედ-მამა და ახლობლები, სამი დლის შემდეგ დახურული კუბოთი ჩამოასვენეს, მშობლებმა ვერ ნახეს მათი გმირულად დაღუპული ვაჟკაცის სახე, დედა ველარ მოეფერა უკანასკნელად.

წავიდა და თან წაიყოლა თავისი  ერთი წლის „ბომბორას“ დარდი. მისი ჯერ. დაუაბადებული პაწიას სიხარული, როგორც თვითონ ამბობდა, „პატარა ზაზა“... და ტირის ზაზა ვეშაპურის დედა თავის ორ. ვაჟკაცს და ერთადერთი, რაც მის ცხოვრებას აზრს და მიზანს უბრუნებს, ის არის პატარ ზაზა, ვეშაპურის ჯიში და, ჯილაგი რომ უნდა გააგრძელოს და გაამრავლოს!


მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.07.2021
ბოლო რედაქტირება 28.04.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0