სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გიორგი თაქთაქიშვილი 1969-1992წწ  02/07/92წწ. გარდ. სოფ. კინდღი, ტამიში. ოჩამჩირე აფხაზეთი, ავაზა დაბ. თბილისი. გიორგი თაქთაქიშვილი 1969-1992წწ  02/07/92წწ. გარდ. სოფ. კინდღი, ტამიში. ოჩამჩირე აფხაზეთი, ავაზა დაბ. თბილისი. გიორგი თაქთაქიშვილი 1969-1992წწ  02/07/92წწ. გარდ. სოფ. კინდღი, ტამიში. ოჩამჩირე აფხაზეთი, ავაზა დაბ. თბილისი.

1969-1992 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი თაქთაქიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

35       ბეჭდვა

გიორგი თაქთაქიშვილი 1969-1992წწ 02/07/92წწ. გარდ. სოფ. კინდღი, ტამიში. ოჩამჩირე აფხაზეთი, ავაზა დაბ. თბილისი.

გიორგი (გერა) გივის ძე თაქთაქიშვილი დაიბადა 1969 წლის 8 სექტემბერს თბილისში. გარდაიცვალა 09 ივლისი 1993 წელს ტამიში აფხაზეთი.


1986 წელს დაამთავრა თბილისის 33-ე საშუალო სკოლა. ამავე წელს მუშაობა დაიწყო დიდუბის რაიონის სასკოლათაშორისო საცურაო აუზის თანამშრომლად.

1992 წელს, მარტში მოხალისედ შევიდა პირველი საარმიო კორპუსის პირველი ბრიგადის მე-3 სპეცდანიშნულების ბატალიონში.

სწრაფი რეაგირების კორპუსის პირველი ბრიგადის მე-3-ე ბატალიონის მებრძოლი გიორგი თაქთაქიშვილი გმირულად დაეცა მტერთან შეტაკებისას  სოფელ ძველ კინდღში.

დარჩა მეუღლე და ერთი წლის შვილი ნინო,

მსუბუქი იყოს მისთვის საქართველოს მიწა.



დაიბადა 1969 წლის 8 სექტემბერს
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

მსახურობდა I საარმიო კორპუსის მე-4 ბატალიონში ოცმეთაურად. 1993 წლის 2 ივლისს, ტამიშში რუსული დესანტის გადმოსხმის დროს, მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში, ძველი კინდღის მიდამოებში.
დაიღუპა 1993 წლის 9 ივლისს, დესანტის განადგურების საბრძოლო ოპერაციებში...

1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან, აფხაზურმა მხარემ, რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას, პირველი დარტყმა, ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდნენ აფხაზური ფორმირებები. მოწინააღმდეგემ, ქართული შენაერთების ნაწილს, ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ბრძოლაში ჩაერთო ყველა ქართული საბრძოლო შენაერთი; ქართულმა მხარემ, რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა მებრძოლებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს. სერიოზული დანაკარგების მიუხედავად, ქართველებს, საბრძოლო თვალსაზრისით, სტრატეგიული ზონა მაშინ არ დაუთმიათ. 10-11 ივლისს, ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა. ტამიშში რუსული დესანტის გადმოსხმა სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ, ეს გეგმა, რამდენიმე თვით გადაწია. აფხაზეთის ომის ერთ-ერთი ეპიზოდის - 1993 წლის ივლისის ბრძოლები, საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვისა და გმირობის უდიდესი მაგალითი...
შვილი ნინია (ნინო) თაქთაქიშვილი

ნინია თაქთაქიშვილი, გიორგი თაქთაქიშვილის ქალიშვილი: "მამა რომ დაიღუპა, ერთი წლის ვიყავი. მისი პიროვნების პორტრეტი, ჩემს გონებაში, დედისა და მამის მეგობრების მოგონებებმა, ფოტო ალბომებმა და მისი გმირობის შესახებ მონათხრობმა ისტორიებმა შექმნეს. ვიცი, რომ ძალიან კეთილი და ძალიან გაბედული იყო. როდესაც მას აღწერენ, ვხვდები, რომ ჩემს გონებაში შექმნილი მამაკაცის იდეალი, ზუსტად გიორგი იყო.
...მახსოვს, პირველად რომ მოვისმინე მისი გმირობის ისტორია, ძალიან გავბრაზდი. ვიფიქრე, როგორ უნდა გადადო საკუთარი სიცოცხლე, როდესაც სახლში პატარა შვილი და მეუღლე გელოდება-მეთქი. ცოტა ხანში, სიბრაზემ გადამიარა და გულისწყვეტა ვიგრძენი, ვფიქრობდი, არაფრის გამო დაიღუპა, თავი შესწირა იმას, რაც მაინც დავკარგეთ-მეთქი. მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მივხვდი, რომ მამამ მიწის კვადრატული მეტრებისთვის კი არა, ახლობლების სიცოცხლის, ჩემი ბედნიერი მომავალის და სამშობლოს ერთიანობისთვის გაწირა თავი...
..ჩემი საქართველო სიყვარულითა და ბედნიერებით სავსე წარმომიდგენია, სადაც არავის შია, სადაც ყველას აქვს ჭერი თავზე, სადაც არ არსებობს სიძულვილი და ადამიანების მთავარი მამოძრავებელი ძალა სიკეთეა. რა თქმა უნდა, ეკონომიკურად განვითარებული და მყარი ქვეყანა მინდა იყოს ჩემი სამშობლო. და ისეთი ქვეყანა მინდა, სადაც ყველა გმირი და ვეტერანი, რომელიც სწორედ ამ მიზნებისთვის იბრძოდა, იქნება დაფასებული და პატივცემული საზოგადოების და სახელმწიფოს მხრიდან. თითოეულის ვალია, ვიაზრებდეთ, რა გამოიარეს ამ ადამიანებმა იმისათვის, რომ მოვსულიყავით იქამდე, სადაც დღეს ვართ."


ზურა ჟღენტი_ ბატალიონ „შავი ავაზას“ მებრძოლი, გერა თაქთაქიშვილის თანამებრძოლი: " ჩვენ, 1992 წლის ნოემბერში, დაახლოებით, გაგრის დაცემის შემდეგ ერთ-ერთი ქვედანაყოფი შემოგვიერთდა; მაშინ გავიცანი გერა. ძალიან მეგობრული ბიჭი იყო, მხიარული, ვაჟკაცური აზროვნების, გამორჩეული პიროვნება... თავიდანვე გმირობისკენ იყო მიდრეკილი. მეტყვიამფრქვევე გახლდათ. სულ ვაკვირდებოდი, ასაკით პატარა ვიყავი, მაგრამ მეთაური გახლდით და გამოცდილება მქონდა. გერას რომ ვუყურებდი, სულ ყოველთვის მინდოდა, გავფრთხილებოდი, მის უშუალო მეთაურსაც ვუთხარი ერთხელ მის შესახებ_ გერამ იცოდა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის, ინიციატივის აღება საომარი მოქმედებების დროს, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად და ვთხოვე, ყურადღება მიექცია მისთვის. სამწუხაროდ, ჩემი წინათგრძნობა გამართლდა. ეს არ იყო შემთხვევითობა, მან ეს გამიზნულად ჩაიდინა...

...ხევში რომ მოვხდით და ახალციხის ბატალიონის მისაშველებლად გავემართეთ, გზაზე, რელიეფის გამო, სტრატეგიულად ძალიან ცუდ პოზიციაში აღმოვჩნდით; ტრიალი მინდორი იყო, მტერს ჩვენზე უკეთესი პოზიცია ეკავა. ვეღარც წინ მივდიოდით, ვეღარც უკან. როცა ბატალიონს დასჭირდა ისეთი მანევრის გაკეთება, რომელიც მას რთული მდგომარეობიდან გამოიყვანდა, გერა თაქთაქიშვილმა სწორედ მაშინ ჩაიდინა გმირობა და მთელი დანაყოფი იხსნა უცილობელი სიკვდილისგან! მას, თავისი გადაწყვეტილება, არავისთან შეუთანხმებია _ადგა და თავი გაწირა! საკვამლე კოჭა გახსნა, ჩვენი ერთი დაჭრილი მეგობრის ხელის ტყვიამფრქვევი აიღო და ყურადღების გადასატანად, მტრისკენ სროლით გაემართა, ჩვენ კი, მანევრირების საშუალება მოგვეცა!
იმ 70 კაციდან, ვინც იქ ვიყავით, ეს ვიღაცას უნდა გაეკეთებინა... მაგრამ მან ერთმა შესძლო... ზუსტად ვიცი, გერამ ეს გადაწყვეტილება, პირველ ყოვლისა, ჩვენი დაჭრილი თანამებრძოლების გადასარჩენად მიიღო, რომლებიც სისხლისგან იცლებოდნენ და რომელთათვისაც ყოველი წუთი ძვირფასი იყო...ასე გმირულად დაასრულა სიცოცხლე... არ გამკვირვებია, რადგან გმირობა მის ხასიათში იდო."

კობა დიასამიძე, ბატალიონ „ შავი ავაზას“ მეთაური: „ გერა გამორჩეული ადამიანი იყო, ახალგაზრდა 22 წლის, მეგობრული და ძალიან გულანთებული მებრძოლი. უზომოდ შეყვარებული თავის სამშობლოსა და ოჯახზე.
ტამიშის დესანტის განადგურების ერთ-ერთი ბოლო ბრძოლა იყო, 9 ივლისს. ტამიშის დესანტი რომ გადიოდა მივიღეთ ბრძანება, რომ მივყოლოდით, სხვა დანაყოფებს სხვა მიმართულებიდან უნდა შეეტიათ და ალყაში უნდა მოგვექცია. ერთ-ერთ მონაკვეთში, ტყის მასივი _ძალიან ცუდი ადგილმდებარეობა იყო ჩვენთვის. ქვემოდან ზემოთ ვუტევდით. მოწინააღმდეგეებმა საცეცხლე წერტილი მაღლობზე განალაგეს და ჩაგვისაფრდნენ. დაახლოებით 60-70 მეტრი მიგვიშვეს ახლოს და ცეცხლი გაგვიხსნეს. ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით, იმიტომ რომ რელიეფმა ერთად შეგვყარა, ვერ გავიშალეთ და სამკუთხედში მოგვაქციეს. მოწინააღმდეგის ჯარისკაცები ტყვიამფრქვევით, ავტომატებით, ყუმბარებით გვიტევდნენ. ამ დროს, ვიღაცას თავი უნდა გამოეჩინა, რომ მტრის ყურადღება გადაეტანა, რა თქმა უნდა, გერას ვერავინ დაასწრო... საკვამლე კოჭები გახსნა, ტყვიამფრქვევი აიღო და გადავიდა შეტევაზე. ჩვენ კვამლმა დაგვფარა და, რა თქმა უნდა, მანევრირება შევძელით, თვითონ გერა კი გმირულად შეეწირა ამ ბრძოლას...“

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.07.2021
ბოლო რედაქტირება 27.08.2022
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 18.07.2023
სულ რედაქტირებულია 2



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0