სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10636

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნუგზარ (ნუკრი) მარშანიშვილი 1966-29/08/92წწ. გარდ. 26 წლის გაგრა, აფხაზეთი დაბ. თბილისი ნუგზარ (ნუკრი) მარშანიშვილი 1966-29/08/92წწ. გარდ. 26 წლის გაგრა, აფხაზეთი დაბ. თბილისი ნუგზარ (ნუკრი) მარშანიშვილი 1966-29/08/92წწ. გარდ. 26 წლის გაგრა, აფხაზეთი დაბ. თბილისი ნუგზარ (ნუკრი) მარშანიშვილი 1966-29/08/92წწ. გარდ. 26 წლის გაგრა, აფხაზეთი დაბ. თბილისი ნუგზარ (ნუკრი) მარშანიშვილი 1966-29/08/92წწ. გარდ. 26 წლის გაგრა, აფხაზეთი დაბ. თბილისი ნუგზარ (ნუკრი) მარშანიშვილი 1966-29/08/92წწ. გარდ. 26 წლის გაგრა, აფხაზეთი დაბ. თბილისი ნუგზარ (ნუკრი) მარშანიშვილი 1966-29/08/92წწ. გარდ. 26 წლის გაგრა, აფხაზეთი დაბ. თბილისი

1966-1992 წწ. გარდ. 26 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მარშანიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

ნუგზარ (ნუკრი) მარშანიშვილი 1966-29/08/92წწ. გარდ. 26 წლის გაგრა, აფხაზეთი დაბ. თბილისი

გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე

ნუგზარ (ნუკრი) ილიას ძე მარშანიშვილი დაიბადა 1966 წლის 25 თებერვალს ქ. თბილისში.


1983 წელს დაამთავრა 39-ე საშუალო სკოლა. 1984 წელს მოულოდნელად გარდაეცვალა დედა, რომელზეც ფიქრი არ ასვენებდა მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე. მის თვალებში უცნობიც კი შეამჩნევდა ნაღველს,რომელიც დედის მონატრებით იყო გამოწვეული.

1985 წელს სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, საიდანაც გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, რასაც იგი გულისხმიერებით და პასუხისმგებლობით ასრულებდა. იყო ოცეულის მეთაური.


1986 წელს ნუკრი დაუბრუნდა ინსტიტუტს, სადაც ისწავლა სამ წელიწადს.

1989 წელს ეროვნული მოძრაობის ტალღამ მასაც გადაუარა, ააფორიაქა და ერის სამსახურში ჩააყენა. იმავე წელს საკუთარი სურვილით და მოწოდებით გამოცდები ჩააბარა მილიციის უმაღლეს სკოლაში, ასე თვლიდა საჭიროდ:ჩემს ტანჯულ ქვეყანას – საქართველოს იქ უფრო გამოვადგებიო. მუდამ იქ იყო, სადაც მამულს უჭირდა. გმირულად იცავდა სამაჩაბლოს და აფხაზეთს...

„სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენს ნურვინ შეგვეცილებაო“, – იტყოდა და. რისხვა ჩაუდგებოდა საოცრად კეთილ თვალებში,

1990 წელს სოხუმელმა პატარძალმა შეაღო მისი სახლის კარი და ამდენ ხანს ქალის ხელს მონატრებულ ოჯახში სითბო და სიხარული შეიტანა. სულ. მალე მამობის სიხარულმა გაუთბო გული, მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა. ახალგაზრდა ოჯახის ბედნიერება. 

მიუხედავად ავადმყოფობისა, მეგობრებს ვერ უღალატა და 1992. წლის აგვისტოში კიდევ ერთხელ ჩადგა მამულის დამცველთა რიგებში. „ნუ გეშინიათ ტყვიას ხელით ვიჭერო“ – დაამშვიდა ასლობლები. „ნათიას მიხედეო მავედრებელი თვალებით შეხედა მეუღლეს, მერე აღელვებულმა გამოიხურა კარი.


ლიფტს აღარ დაელოდა, კიბეები ისე ჩაირბინა, იგი იმ დღესაც, ისეთი იყო როგორც ყოველთვის: ყოყმანი და უკანდახევა არ ჩვეოდა. ქართული საბრძოლო სული ბობოქრობდა მასში. ჩვეული შემართებით დაადგა გზას,თურმე მარადისობისა და უკვდავებისაკენ მიჰყავდა.

29 აგვისტოს, გაგრაში კოლხიდის საბჭოს სოფელ წითელ ჯვარში, მანდარინის ბაღებიდან გორაკებზე განლაგებულ პოზიციებზე ვერაგულად დახოცეს თბილისის მილიციის უმაღლესი სკოლის 8 კურსანტი, მათ შორის იყო ჩვენი ნუკრიც.

„და კიდევ ერთ ოჯახში გაისმა გლოვის ზარი. კიდევ ერთი მშობელი გაუბედურდა, გაუბედურდა ქვრივი მამა. დაქვრივდა ახალგაზრდა ქალი და და ობლდა პატარა ნათია, რომელიც ამაყად ივლის საქართველოს მიწაზე. იმ მიწაზე, რომლისთვისაც თავი გასწირეს ნუკრიმ და ქართველი ერის სხვა საუკეთესო შვილებმა. რამდენი ჩანაფიქრი, ოცნება და მიზანი დარჩა განუხორციელებელი... მაგრამ, ამასთანავე, დარჩა. საქართველოსთვის გმირულად შეწირული ლამაზი სახელი, რომელსაც ჰქვია ნუკრი მარშანიშვილი.



მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


ნუგზარ (ნუკრი) მარშანიშვილი

ნუგზარ (ნუკრი) ილიას ძე მარშანიშვილი დაიბადა 1966 წლის 25 თებერვალს ქ.

თბილისში.

1983 წელს დაამთავრა 39-ე საშუალო სკოლა. 1984 წელს მოულოდნელად

გარდაეცვალა დედა, რომელზეც ფიქრი არ ასვენებდა მთელი თავისი ხანმოკლე

ცხოვრების მანძილზე, მის თვალებში უცნობიც კი შეამჩნევდა ნაღველს, რომელიც

დედის მონატრებით იყო გამოწვეული.

1985 წელს სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, საიდანაც

გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, რასაც იგი გულისხმიერებით და

პასუხისმგებლობით ასრულებდა. იყო ოცეულის მეთაური.

1986 წელს ნუკრი დაუბრუნდა ინსტიტუტს, სადაც ისწავლა სამ წელიწადს.

1989 წელს ეროვნული მოძრაობის ტალღამ მასაც გადაუარა, ააფორიაქა და ერის

სამსახურში ჩააყენა. იმავე წელს საკუთარი სურვილით და მოწოდებით გამოცდები

ჩააბარა მილიციის უმაღლეს სკოლაში, ასე თვლიდა საჭიროდ: ჩემს ტანჯულ ქვეყანას

– საქართველოს იქ უფრო გამოვადგებიო. მუდამ იქ იყო, სადაც მამულს უჭირდა.

გმირულად იცავდა სამაჩაბლოს და აფხაზეთს… „სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც

ნურგვინ შეგვეცილებაო“, – იტყოდა და რისხვა ჩაუდგებოდა საოცრად კეთილ

თვალებში.

1990 წელს სოხუმელმა პატარძალმა შეაღო მისი სახლის კარი და ამდენხანს ქალის

ხელს მონატრებულ ოჯახში სითბო და სიხარული შეიტანა. სულ მალე მამობის

სიხარულმა გაუთბო გული, მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა ახალგაზრდა ოჯახის

ბედნიერება.

მიუხედავად ავადმყოფობისა, მეგობრებს ვერ უღალატა და 1992 წლის აგვისტოში

ერთხელ კიდევ ჩადგა მამულის დამცველთა რიგებში. „ნუ გეშინიათ, ტყვიას ხელით

ვიჭერო“ – დაამშვიდა ახლობლები. „ნათიას მიხედეო“ – მავედრებელი თვალებით

შეხედა მეუღლეს, მერე აღელვებულმა გამოიხურა კარები, ლიფტს აღარ დაელოდა,

კიბეები ისე ჩაირბინა, იგი იმ დღესაც ისეთი იყო, როგორც ყოველთვის: ყოყმანი და

უკანდახევა არ ჩვეოდა. ქართული საბრძოლო სული ბობოქრობდა მასში. ჩვეული

შემართებით დაადგა გზას, რომელსაც თურმე მარადისობისა და უკვდავებისაკენ

მიჰყავდა.

29 აგვისტოს, გაგრაში კოლხიდაში მანდარინის ბაღებიდან, გორაკებზე განლაგებულ

პოზიციებზე ვერაგულად დახოცეს თბილისის მილიციის უმაღლესი სკოლის 8

კურსანტი, მათ შორის იყო ნუკრი მარშანიშვილიც.

… და კიდევ ერთ ოჯახში გაისმა გლოვის ზარი. კიდევ ერთი მშობელი გაუბედურდა,

გაუბედურდა ოჯახი. დაქვრივდა ახალგაზრდა ქალი და დაობლდა პატარა ნათია,

რომელიც ამაყად ივლის საქართველოს მიწაზე. იმ მიწაზე, რომლისთვისაც თავი

გასწირეს ნუკრიმ და ქართველი ერის სხვა საუკეთესო შვილებმა. რამდენი ჩანაფიქრი,

ოცნება და მიზანი დარჩა განუხორციელებელი… მაგრამ, ამასთანავე, დარჩა

საქართველოსთვის გმირულად შეწირული ლამაზი სახელი, რომელსაც ჰქვია ნუკრი

მარშანიშვილი.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.07.2021
ბოლო რედაქტირება 30.12.2022
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0