სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ომარ მეშველიანი 1950-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ნაღომარი ლენტეხი სვანეთი ომარ მეშველიანი 1950-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ნაღომარი ლენტეხი სვანეთი ომარ მეშველიანი 1950-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ნაღომარი ლენტეხი სვანეთი

1950-1993 წწ. გარდ. 43 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მეშველიანი სია

ლენტეხი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

319       ბეჭდვა

ომარ მეშველიანი 1950-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ნაღომარი ლენტეხი სვანეთი

ომარ მეშველიანი


დაიბადა სვანეთში სოფელ ნაღომარში 1950 წლის 14 აგვისტოს. სკოლის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა ქ. თბილისში, სადაც ამთავრებს თსუ იურიდი ულფაკულტეტს. მუშაობდა ვაკის რაიონის შინაგან საქმეთა ქვეგანყოფილების უფროსად, პოლიციის მაიორი. ''ჯოკია''--ეს იყო მისი ზედმეტი სახელი.

ქ თბილისის ვაკის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი პოლიციის მაიორი ომარ მიშველიანი 1993 წლის 24 თებერვალს სხვა პოლიციელებთან ერთად გაგზავნილ იქნა აფხაზეთში, კერძოდქ. ოჩამჩირეში. 3 მარტს მეშველიანმა სხვა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა საომარ მოქმედებებში სოფელ ლაბრასთან.


იგი გარდაიცვალა სამსახურეობრივი მოვალეობის დროს საქართველოს მთლიანობისათვის ლაბრის მიდამოებში მიმდინარე ბრძოლებში 1993 წლის მარტის თვეში.

ქალაქის გარნიზონის 140 თანამშრომელი ლაბრას იცავდა, გარდუვალი იყო პოზიციების შენარჩუნება, როც აჯგუფმა უკან დაიხია, ომარი მროგორც უფროსსმა, ორი თანამშრომელი ვერ ნახა, მიხვდა ისინი იქ დარჩენილიყვნენ. მაშინვე მოსაძებნად დაბრუნდა, მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა ის დაბრუნება.

დაჯილდოებულია საქართველოს შს მინისტრის ბრძანებით-ბაფთიანის ამკერდე ნიშნით და მედლით '' მხედრული მამაცობისათვის''--სიკვდილის შემდეგ.

ომარ მეშველიანი თბილისის ვაკის რაიონის შინაგან საქმეთა ქვეგანყოფილების უფროსი,პოლიციის მაიორი.

განათლებით იურისტი, კომპეტენტური პროფესიონალი, საოცრად გაბედული პიროვნება.

„ჯოკია“ – ასე ეძახდნენ მას.

საოცრად უყვარდა შვილები, ხარობდა მათი წარმატებებით...

გიორგი და თამუნა ისევ ელოდებიან მამას... ვერ გაიცნობიერეს ბავშვებმა მისი დაღუპვა...

სამაჩაბლოდან მოყოლებული ყველა ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას და საღსალამათი უბრუნდებოდა ოჯახს... ლაბრასთან უღალატა ბედმა.

ვაკის რაიონის პოლიციის განყოფილებამ (ხელმძღვანელი თემურ ანჯაფარიძე)ომარ მეშველიანის სახელობის ფონდი შექმნა. ბანკში ბავშვების სახელზე გახსნეს ანგარიშები, თითოეული თანამშრომელი ყოველთვიურად ხელფასის ერთ პროცენტს გაიღებს.


მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.07.2021
ბოლო რედაქტირება 07.08.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0