გურამ სოლოღაშვილი დაიბადა 1959 წლის 9 მარტს ქ. თბილისში.
აქვე დაამთავრა 123-ე საშუალო სკოლა. სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა უკრაინაში. სახლში დაბრუნების შემდეგ სწავლა განაგრძო კვების მრეწველობის ტექნიკუმში.მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში.ჰყავდა ოჯახი.
აფხაზეთის ომის დროს შევიდა ეროვნულ გვარდიაში. დაინიშნა სატანკო ბატალიონის კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსის თანაშემწედ.
გურამს თანამებრძოლები ახასიათებენ ზედმიწევნით ხათრიან, კეთილ და, ამავე დროს, დისციპლინირებულ ადამიანად.
გურამის ძმა, ანდროც იბრძოდა აფხაზეთში, ბატალიონ „ავაზას“ შემადგენლობაში.
1993 წლის 9 ივლისს, ტამიშში ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს,გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
კაპიტანი გურამ დავითის ძე სოლოღაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.