სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10700

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გია შიხიაშვილი 1968-1993წწ. გარდ. 25 წლის, აფხაზეთი დაბ. თბილისი გია შიხიაშვილი 1968-1993წწ. გარდ. 25 წლის, აფხაზეთი დაბ. თბილისი გია შიხიაშვილი 1968-1993წწ. გარდ. 25 წლის, აფხაზეთი დაბ. თბილისი გია შიხიაშვილი 1968-1993წწ. გარდ. 25 წლის, აფხაზეთი დაბ. თბილისი

1968-1993 წწ. გარდ. 25 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი შიხიაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

გია შიხიაშვილი 1968-1993წწ. გარდ. 25 წლის, აფხაზეთი დაბ. თბილისი

გია შიხიაშვილი



დაიბადა 1968 წლის 7 მაისს ქ. თბილისში. დაამთავრა ქ. თბილისის 85-ე საშუალო სკოლა, სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე, დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის საბაზრო-ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე. ამავე პერიოდში მუშაობდა რკინიგზის გასამხედროებულ დაცვის სამსახურში.

უფროსი ლეიტენანტი შიხიაშვილი გია ნიკოლოზის ძე იბრძოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 1 საარმიო კორპუსის 1 ბრიგადის 11 ბატალიონ “თეთრი არწივის“ შემადგენლობაში. 


უძრვავად თესავდა სიკეთეს, ყველასათვის ყველაფერში დახმარებას ახერხებდა, გაჭირვებაში ჩავარდნილი უცხო ადამიანისათვის კი დაუფიქრებლად შეეძლო თავის გაწირვა. პირნათლად იხდიდა ადამიანურ ვალს და როცა საქმე პატრიოტული ვალის მოხდაზე მიდგა, უკან არც კი დაიხია. 

უნებართვოდ და ჯიუტად სულ ბრძოლის წინა ხაზისკენ მიიწევდა, იმიტომ კი არა, რომ სისხლი წყუროდა, არა, ის ქრისტიანი იყო, სხვაგვარად მას არ შეეძლო. 1993 წლის 10 იანვარს ვაჟკაცურად დაეცა ბრძოლის ველზე ზეციურად ამაღლებული. 

ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო. 

საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობისათის აფხაზეთში გმირულად დაღუპულ მებრძოლს, საფეხბურთო კლუბ “კავკასიონი“-სა და კრწანისის სპორტ-სკოლის მწვრთნელ-მასწავლებელს გია შიხიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილია მე-8 ტრადიციული საქალაქო ტურნირი, მინი-ფეხბურთში 1988-89 წ.წ. დაბადებულ ჭაბუკების შორის. 

სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის 1 ხარისხის ორდენით.     


ძალიან ძნელია შენზე რაიმეს დაწერა,იმდენად კარგი და დიდებული იყავი,სიტყვების პოვნა ჭირს ამის გამოსახატავად. ვარდობის თვეში დაბადებულს ყველასათვის უდიდესი სითბოს და სიყვარულის მინიჭება შეგეძლო. ხუთი წლის ასაკიდან მამით ობოლს, უკაცო

ოჯახში გაზრდილს ძლიერი მამაკაცური ხასიათი გქონდა. უზღვავად თესავდი სიკეთეს, ყველასთვის ყველაფერში დახმარებას ახერხებდი, გაჭირვებაში ჩავარდნილი უცხო ადამიანისთვისაც კი დაუფიქრებლად შეგეძლო თავის გაწირვა.

ისე ადვილად უახლოვდებოდი ადამიანებს, ახლად გაცნობილთაც დიდი ხნის ნაცნობად და მეგობრად მიაჩნდი. რაღაც სასწაულად ყველგან დროულად ყოფნას და ყველასთვის სიამოვნების მინიჯებას ახერხებდი. შენ ხომ პატარა კაცთმოყვარე ვაჟკაცი იყავი, რომლისთვისაც მეგობრის კი არა, უბრალოდ, უცნობი ადამიანის ღალატიც უცხო იყო, არც სიტყვის გატეხვა და უკან დახევა გჩვეოდა. ყოველთვის პირნათლად იხდიდი შენს ადამიანურ ვალს და როცა საქმე პატრიოტული ვალის მოხდაზე მიდგა, უკან არც აქ დაიხიე. თუმცა ძლიერ განიცდიდი, რომ გადადგმული ნაბიჯით გულს ტკენდი უსაყვარლეს დედას,დებს, ახლობლებს. დედას, რომელმაც ყველაფერი გაწირა და გააკეთა იმისთვის,რომ შენ უმამობა არ გეგრძნო, ბედნიერი და უზრუნველყოფილი ბავშვი ყოფილიყავი,


კარგ ადამიანად ჩამოყალიბებულიყავი. შენ არამარტო შენი მშობლების, არამედ შენი ქვეყნის ღირსეული შვილი იყავი. თავად სიცოცხლის განსახიერებამ სამშობლოსთვის სიკვდილს ლამაზად, უშიშრად შეხედე თვალებში.უნებართვოდ და ჯიუტად სულ ბრძოლის წინა ხაზისკენ მიიწევდი, იმიტომ კი არა, რომ სისხლი გწყუროდა, არა, შენ ქრისტიანი იყავი, უბრალოდ, სხვაგვარად არ შეგეძლო. ვაჟკაცურად დაეცი ბრძოლის ველზე ზეციურად ამაღლებული. სულ ოცდაოთხ გაზაფხულს დაესწარი, ოჯახის შექმნა ვერ მოასწარი, საკუთარი შვილი არ გყავდა, საკუთარ დისშვილებს საკუთარი შვილებივით უვლიდი, განა ყველა ბავშვი შენი შვილი არ იყო? შენ ხომ უზომოდ გიყვარდა ბავშვები. აი, შენი ბოლო სიტყვები, რომელიც ტელევიზიით მოვისმინეთ: „მე აქ ჩვენი ბავშვების მომავლისთვის

ვარ“. მერე, ჩვეულებისამებრ, ყველას ლამაზად გაგვიღიმე, ხელი აგვიწიე.სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

მეგობრების სახელით ირინე ვაჭარაძე


 

მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.08.2021
ბოლო რედაქტირება 07.05.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0