სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვახტანგ კვესიტაძე 1956-92წწ. გარდ. 36 წლის სოფ. კოლხიდა გაგრა აფხაზეთი დაბ. სოფ. ბოსლევი ზესტაფონი ვახტანგ კვესიტაძე 1956-92წწ. გარდ. 36 წლის სოფ. კოლხიდა გაგრა აფხაზეთი დაბ. სოფ. ბოსლევი ზესტაფონი ვახტანგ კვესიტაძე 1956-92წწ. გარდ. 36 წლის სოფ. კოლხიდა გაგრა აფხაზეთი დაბ. სოფ. ბოსლევი ზესტაფონი

1956-1992 წწ. გარდ. 36 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კვესიტაძე სია

გაგრა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

ვახტანგ კვესიტაძე 1956-92წწ. გარდ. 36 წლის სოფ. კოლხიდა გაგრა აფხაზეთი დაბ. სოფ. ბოსლევი ზესტაფონი

ვახტანგ კვესიტაძე დაიბადა 1957 წელს 13 მაისს. 



საქართველოს უშიშროების უმაღლესი სკოლის კურსის უფროსის პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ვახტანგ ოთარის ძე კვესიტაძე შს ორგანოებში მუშაობდა 1984 წლიდან. მუშაობის პერიოდში თავი გამოიჩინა შრომისმოყვარეობით, რის გამოც სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა კოლექტივის წევრებს შორის. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა შს განყოფილების წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტილებაში, იბრძოდა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლაში.

1992 წლის აგვისტოს თვეებში, აფხაზეთში შექმნილ ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების უმაღლესი

სკოლის ოფიცერთა და მსმენელთა ერთი ჯგუფი მივლინებული იქნა ქ. გაგრის დასაცავად, სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთად ძირითადად განლაგებული იყო ქ. გაგრის მისადგომებთან, კერძოდ სოფელ კოლხიდასთან.

1992 წლის 26 აგვისტოს აფხაზი სეპარატისტების და ჩრდილო კავკასიელ გადამთიელთა კბილებამდე შეიარაღებული შენაერთები, ცეცხლის შეწყვეტაზე მიღებული შეთანხმების მიუხედავად, თავს დაესხდნენ ჩვენს ნაწილებს. უთანასწორო ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ უმაღლესი სკოლის მასწავლებელი მეთოდისტი პოლიციის მაიორი მირიან ივანეს ძე თეთრაძე და კურსი სუფროსი პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ვახტანგ ოთარის ძე კვესიტაძე.

კაპიტანი, კურსის უფროსი ოთარ კვესიტაძე დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ღირსების მედლით. სიკვდილის შემდეგ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის ბრძანებით დაჯილდოებულია შსს აკადემიის მედლით   


         ვახტანგ   (ჯუნგლი) კვესიტაძე დაიბადა 1957 წლის 13 მაისს ზესტაფონის რაიონის სოფელ რკვიაში.1963 შევიდა სოფ. რკვიის რვაწლიანი სკოლის პირველ კლასში.აღნიშნული სკოლის არასრული კურსი ფრიადებზე დაამთავრა 1971 წელს და სწავლა გააგრძელა თბილისში კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში,რომელიც დაამთავრა 1974 წელს.იმავე წელს გახდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის  სტუდენტი.მეორე კურსზე იყო როდესაც საბჭოთა არმიაში გაიწვიეს.ორი წელი მსახურობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.დემობილიზაციის შემდეგ კვლავ ინსტიტუტში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად.ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქ. თბილისში,შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მასწავლებლად.

         საქართველოში შიდა კონფლიქტების დაწყებისთანავე აქტიურად ჩაება სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში,იბრძოდა სამაჩაბლოში 1992 წლის 28 აგვისტოს ა. კვანტალიანის სპეცნაწილი,რომლის წევრიც ვახტანგ კვესიტაძე გახლდათ,გაგრაში გადაისროლეს.დაიღუპა 29 აგვისტოს სოფ. კოლხიდასთან.ვახტანგ კვესიტაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა    ,,ღირსების მედლით“.ზესტაფონის რაიონის სოფელ რკვთის არასრულ საშუალო სკოლას მიენიჭა მისი სახელი.ვახტანგის აღმზრდელი პედაგოგები იგონებენ:  ,,ვახტანგი იყო ჯანსაღი,მკვირცხლი ხასიათის ბავშვი.გატაცებული იყო წიგნების კითხვით,კარგად სწავლობდა,სისტემატურად ხუთებს ღებულობდა.თუ რომელიმე დღეს ხუთიანს ვერ მიიღებდა,სახლში მოწყენილი მიდიოდა და დედა მაშინვე შეატყობდა რომ იმ დღეს ხუთიანი ვერ მიიღო,დასანანია,რომ ოჯახის ერთადერთმა სანატრელმა შვილმა ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო“.

         ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქალბატონი მარგარიტა ჭუმბურიძე იგონებს: ,,ვახტანგი სისტემატიურად მომზადებული მიდიოდა სკოლაში,მუდამ წესრიგში ჰქონდა ტანსაცმელი და სასწავლო ნივთები.მის კუთვნილ სასწავლო სახელმძღვანელოს ხმარება არ ეტყობოდა,ისე უვლიდა.წერით დავალებებს ასრულებდა სუფთად და ლამაზად.გადმოცემის კარგი უნარი ჰქონდა.მის დღიურში ხუთიანის გარდა სხვა ნიშანს ვერ ნახავდით....“

         რით შეიძლება ანუგეშო საყვარელი შვილის დამკარგავი მშობლები.ნუგეშის სიტყვა უმწეოა მათი ხვედრის შესამსუბუქებლად.დაჰკარგეს შვილი,რომელსაც თვითონ უნდა დაეტირა და თვალი დაეხუჭა მშობლებისთვის.



                                                      

     


მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


ტექსტის აკრეფაში ითანამშრომლა მარიამ გიორგის ასული მანჯგალაძე, დაბადებულია 2003 წელს ბათუმში





ითანამშრომლა დიმიტრი ქათამაძე რამაზის ძე 1988 წელი დაბ. ზესტაფონი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.08.2021
ბოლო რედაქტირება 16.11.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0