სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვიტალი ბერულავა 1966-93წწ გარდ. 27 წლის, აფხაზეთში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ლეინტენატი. დაბ. სოხუმი ვიტალი ბერულავა 1966-93წწ გარდ. 27 წლის, აფხაზეთში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ლეინტენატი. დაბ. სოხუმი ვიტალი ბერულავა 1966-93წწ გარდ. 27 წლის, აფხაზეთში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ლეინტენატი. დაბ. სოხუმი

1966-1966 წწ. გარდ. 0 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბერულავა სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

ვიტალი ბერულავა 1966-93წწ გარდ. 27 წლის, აფხაზეთში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ლეინტენატი. დაბ. სოხუმი

ვიტალი ვაჟას ძე ბერულავა დაიბადა 1966 წლის 18 სექტემბერს, ქალაქ სოხუმში.


1983 წელს დაამთავრა ქალაქ სოხუმის მეცამეტე საშუალო სკოლა, საშუალო სკოლის

დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში და

მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა ორგნაოებში, სადაც თავი გამოიჩინა მინდობილი

საქმის პირნათლად, მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებით, რის გამოც

დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა თანამშრომლებსა და სამინისტროს

ხელმძღვანელობას შორის. გახლდათ ოჯახის მზრუნველი მამა და მეუღლე, თავისი

პატარა ვაჟიშვილის გიორგის დაფრთიანებაზე ოცნებობდა, მაგრამ აფხაზეთში

დატრიალებულმა ტრაგედიამ მრავალთა მსგავსად მისი ოცნებაც დაამსხვრია. ვიტალი

თავის თანამშრომლებთან ერთად უყოყმანოდ დადგა სამშობლოს ერთიანობის

დამცველთა გვერდით.


იბრძოდა მამაცურად, თავგანწირვით. აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გეცემულ დოკუმენტში აღნიშნულია: ვიტალი ვაჟას ძე ბერულავა აფხაზეთის ომის პირველი დღეებიდანვე აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მტრის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში, იბრძოდა უშიშრად: კამანში, ზეგანზე, თავისუფლებაში, შრომაში, გუმისთის ხაზზე. როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ომის წინ მიენიჭა ლეიტენანტის, შემდეგ კი, ომის პერიოდში, განსაკუთრებული საბრძოლო დამსახურებებისათვის, ვადაზე ადრე მიენიჭა პოლიციის უფროსი ლეიტენანტის წოდება. 1993 წლის 13 ივნისს, ერთ-ერთი მორიგი საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს ვიტალი ბერულავა სასიკდვილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა მეორე დღეს, თოთხმეტ ივნისს. ვიტალი ბერულავა გამორჩეული იყო მეგობრებში და მებრძოლებში პატრიოტიზმით, თავისი კუთხის და სამშობლოს სიყვარულით.

ვიტალი ბერულავას დარჩა ოჯახი, მეუღლე და ვაჟიშვილი. დაე, შენი საყვარელი ადამიანების დანთებულმა სანთლებმა გაგინათოს მარადიული სასუფველი ვალმოხდილო მამულიშვილო! ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი

ვაჟკაცური სული!


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.08.2021
ბოლო რედაქტირება 28.03.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 31.08.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0