მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
ვახტანგ ალექსის ძე ბერულავა დაიბადა 1966 წლის 22 აპრილს, სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთში. მიიღო საშუალო ტექნიკური განათლება.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ვახტანგ ბერულავა 1993 წლის 2 იანვრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის კავშირგაბმულობის ბატალიონში - საკაბელო ასეულის პირველი ოცეულის ელექტრიკოსის თანამდებობაზე.1993 წლის 25 ივნისიდან კი, მე-8 ბატალიონის მე-2 ასეულის პირველი ოცეულის მეთაურად დაინიშნა. იბრძოდა მდინარე გუმისთის პოზიციებზე-ცუგუროვკაში. 16 სექტემბერს,მოწინააღმდეგის შემოტევის მოსაგერიებლად ბირცხის მთაზე (ზღვის დონიდან 560 მ.) ასეულ რაზმთან ერთად ასრულებდა საბრძოლო დავალებას.
მრავალრიცხოვან მომხვდურს ტყვიამფრქვევით იგერიებდა, როდესაც სნაიპერის ტყვიამ ბრგე ვაჟკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ვახტანგ ბერულავა დაკრძალულია სოფელ ბესლეთში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვახტანგ ბერულავა , სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.