სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მურმან ბერულავა 1952-93წწ. გარდ. სოფ. ბესლეთი სოხუმი დაბ. სოფ. ბესლეთი სოხუმი აფხაზეთი მურმან ბერულავა 1952-93წწ. გარდ. სოფ. ბესლეთი სოხუმი დაბ. სოფ. ბესლეთი სოხუმი აფხაზეთი

1952-1993 წწ. გარდ. 41 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბერულავა სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

მურმან ბერულავა 1952-93წწ. გარდ. სოფ. ბესლეთი სოხუმი დაბ. სოფ. ბესლეთი სოხუმი აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

მურმან   დიანოზის  ძე  ბერულავა  დაიბადა  1952  წელს , სოხუმის  რაიონის  სოფელ  ბესლეთში.

  1992  წლის  ნოემბრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  კავშირგაბმულობის  23-ე ბრიგადაში. მე-4  ასეულის  პირველი  ოცეულის  რიგით  მეომრად  ( რომელიც  შემდგომ მე-8  ბატალიონად  გადაკეთდა). იბრძოდა  მდინარე  გუმისთის   პოზიციებზე,სოფელ  შრომაში, ცუგუროვკის  სიმაღლეზე. უშიშარი  და   თავდაუზოგავი  ვაჟკაცი  მაგალითი  იყო  თანამებრძოლებისთვის.

   მურმან  ბერულავა (მეტსახელად „ხვიშტი“) მშობლიური  ქალაქის  დასაცავად  იბრძოდა  ბოლო  წუთამდე. სოხუმის  დაცემის  დღეს , 27  სექტემბერს, თავისი  სოფლის  განაპირას ,გვარდის  მთაზე  შემოღწეულ  მტერს  საღამომდე  მედგარ  წინააღმდეგობას  უწევდა  თანამებრძოლებთან  ერთად. ღირსეული  მეომარი  ცოცხალი  ვერ თმობდა  მშობლიურ  კუთხეს,მამა-პაპისეულ  კერას. ბოლოს  კი, დარჩენილი  უკანასკნელი  ყუმბარის  ნაღმტყორცნში  ჩაგდება  არ  დასცალდა,სნაიპერის  ტყვიამ  გამოასალმა  სიცოცხლეს  დაუოკებელი  მებრძოლი. სოფელში  მტრის შემოჭრის  გამო  შეუძლებელი გახდა  მისი  დატირება  და  გულრიფშის  რაიონის   სოფელ  მერხულაში ,გზის  განაპირას, მიწას  მიაბარეს  სამშობლოსთვის  ანთებული  შვილის  გული.

  საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს   ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა  და   თავგანწირვისათვის  მურმან  ბერულავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა  მედლით   „მხედრული  მამაცობისთვის“.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.06.2021
ბოლო რედაქტირება 13.10.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0