სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10669

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თამაზ ბოჯგუა 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. გაგრა აფხაზეთი თამაზ ბოჯგუა 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. გაგრა აფხაზეთი თამაზ ბოჯგუა 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. გაგრა აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბოჯგუა სია

გაგრა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

28       ბეჭდვა

თამაზ ბოჯგუა 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. გაგრა აფხაზეთი

თამაზ ბოჯგუა


საქართველოს ისტორიას ქართველ თავდადებულთა ბევრი მაგალითი შემოუნახავს, რომელთა კოხორტას თამამად დაამშვენებდა გაგრელი თამაზ ბოჯგუა და კოჩარელი თამაზ ხუხუას სახელები. ამ ორმა სამშობლოსათვის გულანთებულმა ვაჯკაცმა, რომელთათვისაც საფიცარი და უწმინდესი საქართველო იყო, ომის ტრაგიკულად დამთავრების შემდეგ არ მიატოვეს აფხაზეთი და დადგნენ იქ, სადაც “სისხლიანი დგას ანგელოზი“, რათა დაემკვირებინათ ვაჟკაცური სული და მხედრული შემართება. მათი გმირობის მოწმე თანამებრძოლები და ღმერთია მხოლოდ. ისინი გამოირჩეოდნენ მაღალ პროფესიულობითა და შინაგანი სულიერი სიმტკიცით. 


გაგრელმა და კოჩარელმა გმირებმა ბევრ აფსუა და გადამთიელ ბოევიკებს დაუბნელეს მზე, ბევრი ქართველის სიცოცხლე იხსნეს სიკვდილისაგან. ღმერთი ყოველთვის მათ მხარეს იყო ამ არეულ  და მტრობა-ღალატით სავსე წუთისოფელში, მაგრამ  . . . ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას ისინი ალყაში მოექცნენ . . . საშინელი წამებით სიკვდილი გარდუვალი იყო. სეხნიებმა ერთმანეთს თვალებში ჩახედეს, უსიტყვოდ გაესაუბრნენ ერთმანეთს და საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანეს, თუმცა მანამდე გზაააბნეულ აფხაზებს შოთა ნიშნიანიძის ლექსი კუდევ ერთხელ შეახსენეს:

“შენ სულ აფხაზობ, რაც არსებობს ეს, საქართველო . . . 

და რაღას სწუხარ . . .  აგწეწია სული რაღაზე? 

         ღმერთი და რჯული! საქართველო სანამ იქნება, 

        შენ სულ აფხაზი იქნები და სულ იაფხაზებ.

        ბაგეზე ლოცვა შეჰყინვიათ ილორის ხატებს

         და მათი გმინვა გარდიგარდმო ესმით მეზობლებს.

        აფხაზო კაცო, შენს დაწიხლულ, უიღბლო გამდელს - 

       შენს საქართველოს ჩეჩნის ტყვია როგორ ესროლე?!   

მაგრამ აფხაზთა სულში ბოროტი და ეშმა იყო ჩაბუდებული, მათთვის ამ სტრიქონების გახსენება მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავდა. ალყაში მოქცეულებმა “შავლეგო“შემართებით დასჭექეს ისე, როგორც მერაბ კოსტავას სჩვეოდა, იგრძნეს მერაბის ნათელი გადმოვიდა მათზე . . . დიდი ვაჟას უკვდავი სიტყვები, ტირილ-სიცილში არეული, მთელ არემარეს ფარავდა ქართული ჰანგებით გაჟღენთილი



“სამშობლოს არვის წავართმევთ, 

ჩვენს ნურვინ შეგვეცილება, 

                თორემ ისეთ დღეს დავაყრით, 

                 მკვდარსაც კი გაეცინება“.


შუბები არ ჰქონდათ, ერთმანეთისთვის რომ ეძგერებინათ. ბოლო ტყვიები ერთმანეთს დაახალეს და ჩახუტებულებმა დალიეს სული. . . მტერიც შეაშინა მათმა ვაჟკაცურმა საქციელმა და რამდენიმე საათი ვერ გაბედეს მათთან მიახლოება, შემდეგ კი ძლივს დააშორეს ერთმანეთს სამშობლოსათის გულანთებული ვაჟკაცები.   

ასეთ ადამიანებს შეცოდება არ სჭირდებათ, რადგანაც მათი სული უკვდავია, სხვა ყველაფერი წარმავალია. ახლა მათი სულები აფხაზეთს იცავენ, დაბრუნებისათვის დღესაც იბრძვიან, დაბრუნებას კი მომავალი გააჩნია. . . ღმერთი სამართლიანია! 



მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2021
ბოლო რედაქტირება 16.11.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 23.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0