სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10630

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ბიძინა მგალობლიშვილი 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. მარანი აბაშა სამეგრელო ბიძინა მგალობლიშვილი 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. მარანი აბაშა სამეგრელო ბიძინა მგალობლიშვილი 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. მარანი აბაშა სამეგრელო
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მგალობლიშვილი სია

აბაშა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

ბიძინა მგალობლიშვილი 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. მარანი აბაშა სამეგრელო

დაიბადა აბაშის რაიონის სოფ. მარანში. 



1946 წელს დაამთავრა ქ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. 

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. თბილისის მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტში აკადემიკოს ავ. ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით. 

1951 წლიდან გაგზავნილი იყო ქ. სოხუმში ფსიქიატრიული სამსხურის ჩამოსაყალიბებლად. 

1968-1970 წლებში მუშაობდა მოსკოვში ფსიქიატრიის ინსტიტუტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ბიძინა მგალობლიშვილი არის 40-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომის ავტორი, სარგებლობდა უდიდესი ავტორიტეტით აფხაზეთის მოსახლეობაში. იგი აქტიურად იღწვოდა ქართველთა და აფხაზთა შორის ინსპირირებული კონფლიქტის ჩასახშობად. თავის გამოსვლაში მოუწოდებდა მიმტევებლობისაკენ, კონსტრუქციული დიალოგისაკენ. 


აფხაზეთში ომის დაწყების დღიდან იგი აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის სამსახურის მუშაობაში. მას ერთი დღითაც არ დაუტოვებია თავისი სამუშაო ადგილი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა სულით ავადმყოფთა ევაკუაცია. ბატონი ბიძინა თავისი ვაჟკაცური, პატრიოტული და მაღალმოქალაქეობრივი ქმედებით მაგალითს აძლევდა სოხუმის დამცველებს. 

სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, იგი ვერაგულად იქნა დახვრეტილი გადამთიელი ბოევიკების მიერ, როგორც წინააღმდეგობის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი. 

დიდი გულისა და ფაქიზი სულის კაცი იყო ბიძინა, დიდი სიყვარული დარჩა გასაცემი, დიდი სიკეთე - გაუნაწილებელი. ჭარმაგმა მამამ, ერთ-ერთი თავის ლექსში ასე მიმართა შვილებს: 

“კვლავ იგიზგიზებს ბუხარი ჩემი, 

უძილო თვალთა დანთებულ ცეცხლით,

სიკეთისა და სიცოცხლის წვეთი - 

იმედი ახლად მოფრენილ მტრედის“. 

ბიძინა მგალობლიშვილმა საქართველოს აღუზარდა შვიდი შვილი. შვიდივე ჩააყენა სამედიცინო სამსახურში. 


საქართველოს საზოგადოება გამოხატავს თავის მოწიწებას ამ დიდი ქართველი პატრიოტის ხსოვნის მიმართ.   

 




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.08.2021
ბოლო რედაქტირება 23.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 04.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0