სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გიორგი (გია) ნოზაძე 1971-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ხაშური ქართლი გიორგი (გია) ნოზაძე 1971-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ხაშური ქართლი გიორგი (გია) ნოზაძე 1971-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ხაშური ქართლი

1971-1993 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ნოზაძე სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

გიორგი (გია) ნოზაძე 1971-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ხაშური ქართლი

გიორგი ნოზაძე ავთანდილის ძე დაიბადა 1971 წლის 12 მაისს ქ. ხაშურში. 


1977 წელს სასწავლებლად შევიდა  ქ. თბილისის 124-ე საშუალო სკოლაში.  8 კლასის დამთავრების შემდეგ 1986 წელს სწავლა გააგრძელა  ქ. თბილისის # 71 -ე  საშუალო პროფესიულ  სასწავლებელშიმ სადაც დაეუფლა „მხატვრული ავეჯის“ დურგლის სპეციალობას.  1990 წელს მუშაობა დაიწყო თსსგ „განთიადში“. 

     1991 წლის 14 ივლისს გაიწვიეს ეროვნული გვარდიის რიგებში სამგორის რაიონის კომისარიატში, საიდანაც გაანაწილეს ქ.ქუთაისის გარნიზონის  მე-8 ბატალიონის მე-9 ასეულის პირველ ოცეულში.


    იბრძოდა  სამაჩაბლოს კონფლიქტში სოფ. ნიქოზში.

აფხაზეთის კონფლიქტის პირველივე დღიდანვე მონაწილეობდა სოხუმში, ოჩამჩირის რაიონის სოფლებში (ბესლახუბა, მერკულა, ლაბრა) გამართულ ბრძოლებში.

1993 წლის 13 თებერვლიდან მსახურობდა დასავლეთ საქართველოს სამხედრო პოლიციის სამმართველოში, ზემდეგის წოდებით, სამმართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმის სამხედრო პოლიციელად.

გიორგი ვაჟკაცურად დახვდა 1993 წლის 2 ივლისს დესანტის გადმოსხმას სოფ. ტამიშში.  სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდა კბილებამდე შეიარაღებული ბოევიკების წინააღმდეგ, ექვსი დღის განმრავლობაში დღე და ღამე, ერთი წუთითაც არ მოუსვენებია. გმირულად დაეცა ფრონტის წინა ხაზზე სოფ. შრომასთან. იქვე გაუთხარეს საძმო სასაფლაო, მაგრამ 14  აგვისტოს მოხერხდა მისი გადმოსვენება და დაკრძალულია ძმათა სასაფლაოზე.

გიორგი ნოზაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის  ორდენით.

გიას მამას- ავთანდილმა ვერ გადაიტანა უბედურება და 1995 წელს გარდაიცვალა. 






კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.08.2021
ბოლო რედაქტირება 30.07.2023
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0