ვალერი ცაავა ნოდარის ძე დაიბადა 1962 წლის 27 ოქტომბერს გულრიფშის რაიონის სოფ. განახლებაში.
შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობდა 1965 წლიდან. მან მუშაობის პერიოდში თავი გამოიჩინა, როგორც მამაცმა, პრინციპულმა, ერუდირებულმა მუშაკმა. გამოირჩეოდა დისციპლინით, შინაგანი ინტელექტით, კეთილსინდისიერებითა და საქმის ცოდნით. იგი უშიშრად ებრძოდა ყოველგვარ დანაშაულს, უხამსობასა და ბოროტებას, ვალერმა თავი შესწირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
პოლიციის სერჟანტი ვალერი ცაავა დაცვის პოლიციის ბატალიონის სამსახურეობრივი შესრულების დროს დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს.