სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11215

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვახტანგ ჯამჯულია (ჯანჯულია) 1952-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ოქუმი გალი აფხაზეთი ვახტანგ ჯამჯულია (ჯანჯულია) 1952-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ოქუმი გალი აფხაზეთი ვახტანგ ჯამჯულია (ჯანჯულია) 1952-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ოქუმი გალი აფხაზეთი

1952-1993 წწ. გარდ. 41 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჯამჯულია სია

გალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

ვახტანგ ჯამჯულია (ჯანჯულია) 1952-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ოქუმი გალი აფხაზეთი

ვახტანგ ჯამჯულია დაიბადა 1952 წელს გალის რაიონის სოფ. ოქუმში. ჯანჯულიების ოჯახი საცხოვრებლად გადავიდნენ ოჩამჩირეში. 



ვახტანგ ჯანჯულიამ თავისი ბედი ქ. ტულაში შექმნა, სამშენებლო ინსტიტუტში სწავლობდა, ხოლო ქ-ნი მზიური მომავალ ბიოლოგად ყალიბდებოდა. ისინი ზრდიდნენ სამ ლამაზ ვაჟკაცებს. 



ვახტანგ ჯანჯულია მეორე საარმიო კორპუსის ს/ნ 20254 რიგითი, მონაწილეობას იღებდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. შიში, შეშფოთება იგრძნობოდა ქ. ოჩამჩირესა და მის შემოგარენში, როგორც მთელს აფხაზეთში. ფრონტის ხაზი უფრო და უფრო უახლოვდებოდა ქალაქს - სულ უფრო ხშირად და მკვეთრად ისმოდა ჭურვების აფეთქების ხმა, არტრილერიის გრუხუნი. 

ვახტანგ ჯანჯულია - იხსენებენ თანამებრძოლები: ცხოვრებას უბრალო, თავმდაბალი, მორიდებული, სამშობლოს მოყვარული დადგა იქ, სადაც თავის ქალაქს ესაჭიროებოდა.. . მისი იარაღი მედიკამენტები და წითელი ჯვრის მანქანა იყო. მიზანი კი . . . დაჭრილების შველა. 

ომი  . . . თავზარდამცემი, სიკვდილის ცელით, როგორ ამახინჯებს და ანგრევს ყველაფერს თავის გზაზე, მას არ ელოდება, არ ინდობს, არად დაგიდევს, რომ შენი ბედნიერი ცხოვრება ერთ წამში ჯოჯოხედად იქცევა. 

1993 წლის ივლისს სოფ ტამიშში მოწინააღმდეგე მხარეს ზღვის მხრიდან დესანტი გადმოსხეს. მეორე დღეს კი 03 ივლისი ოჩამჩირის სამხედრო ჰოსპიტალს, სადაც ვახტანგი სანიტრად მსახურობდა, შეტყობინება მიუღია, რომ სასწრაფო დახმარება ესაჭიროება მრავალ დაჭრილ ქართველს. წამითაც არ დაყოვნებულა, მიუხედავად საშიში იყო იმ ტერიტორიაზე გასვლა. მტერმა ამოიღო მიზანში ქართველთა იმედად მოსული მანქანა და რამოდენიმე წამში იგი ალში გაეხვია. იმ იმედის მანქანაში ისხდა ორი ძმადნაფიცი ვახტანგი და ბორისი, ერთნაირი შემართებით გულანთებულნი დაიღუპნენ . . .

ვახტანგ ჯანჯულია სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია ვახტანგ გორფასლის 1 ხარისხის ორდენით. დაკრაძალულია ილორში. 

ვახტან ჯანჯულია არ მომკვდარა მისი ოჯახისათვის, ქვეყნისათვის, მეგობრებისათვის, რადგანაც მან საუკეთესო შვილები, ლამაზი ოჯახი და სამშობლოს დიდი მაგალითი დატოვა. მისი სახე და საქმეები მის  შვილებში ცოცხლობს, რომლებიც ბოლომდე მიიყვანებენ იმ საქმეს, რისთვისაც მათმა მამამ სოცოცხლე გასწირა.      



მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.08.2021
ბოლო რედაქტირება 16.10.2022
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 30.06.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0