პაატა ჯახაია დაიბადა 1976 წლის 19 აგვისტოს ქ. გალში.
ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, და ბედნიერ მომავალს გეგმავდა გალელი ბიჭი, რომელიც უზომოდ შეყვარებული იყო თავის კუთხის, მას ვერ წარმოედგინა სხვაგან ცხოვრება უაფხაზეთოდ. მას დიდი გეგმები ჰქონდა, რათა თავისი მომავალი სამშობლოსათვის მიეძღვნა. იყო ბეჯითი, უშიშარი, სამართლიანი, სხვისი არასდროს არ უნდოდა, მაგრამ თავისას ინარჩუნებდა და უფრთხილდებოდა.
1992 წელს, როცა აფხაზეთში ომი დაიწყო, დიდი სურვილი ჰქონდა ეომა მტრის წინააღმდეგ და ქართველ ბიჭებთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ პატარა წლოვანების გამო არ გააფორმეს. მიუხედავად იმისა, ის მაინც იყო მებრძოლების გვერდით.
გაიზარდა ჯახაია პაატა, აფხაზეთი დაიკარგა, მაგრამ მას თავისი მშობლიური კუთხე გალი არ მიუტოვებია. გალში გრძელდებოდა პარტიზანული ომები, სადაც მონაწილეობას ღებულობდა და მამაცურად იცავდა თავის კუთხეს, ხალხს. ეთრ-ერთ პარტიზანული შეტაკების დროს დაიღუპა.
სიკვდილი მაინც არ ასცდა პაატას, ის იმდენად იყო გამწარებული და განადგურებული, მას ერჩივნა თავის სამშობლოსთვის შეეწირა თავი.
ასე წავიდა ამ ქვეყნიდან ჯახაია პაატა. მისი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს სიყვარული იყო, რის გამოც მას პატრიოტული, სუფთა სიცოცხლე აჩუქა.
დასანანია, რომ ასეთი პიროვნება ცოცხალთა რიგებში აღარ არის და რომ მას ასეთი სიკვდილი ერგო. ნათელში ყოფილიყოს მისი სული.
სიკვდილი - სიცოცხლის გზაგასაყართან კიდევ ერთხელ დებენ ფიცს ქართველი ვაჟკაცები, ერთ მუშტად შეიკრიბებიან, სადაც სამშობლოს ზვარაკად შეწირული ბიჭები ელოდებიან. მსუბუქი ყოფილიყოს ის მიწა, რომლის სიყვარულსაც სიცოცხლე აჩუქე, ქართველო ვაჟკაცო.