სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნუგზარ შანავა 1955-1991წწ გარდ. 36 წლის, სამოქალაქო ომი შავნაბადა თბილისი დაბ. ზუგდიდი. ნუგზარ შანავა 1955-1991წწ გარდ. 36 წლის, სამოქალაქო ომი შავნაბადა თბილისი დაბ. ზუგდიდი. ნუგზარ შანავა 1955-1991წწ გარდ. 36 წლის, სამოქალაქო ომი შავნაბადა თბილისი დაბ. ზუგდიდი.

1955-1991 წწ. გარდ. 36 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი შანავა სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

ნუგზარ შანავა 1955-1991წწ გარდ. 36 წლის, სამოქალაქო ომი შავნაბადა თბილისი დაბ. ზუგდიდი.

ნუგზარ შანავა გვარდიის კაპიტანი საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ზუგდიდის მე-16-ე ბატალიონის ასმეთაური


დაიბადა 1955 წლის 7 ნოემბერს, ზუგდიდში; იგი ერთ-ერთი პირველი ჩაერთო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. 1989 წლის 15 ივნისს, აფხაზეთში მცხოვრები ქართველების დაცვისას, სეპარატისტების მიერ ნასროლი ტყვიით, მდინარე ღალიძგასთან მძიმედ დაიჭრა. ნუგზარ შანავა აქტიურად იცავდა სამაჩაბლოს ქართულ სოფლებს ოსი ექსტრემისტებისგან; დანიშნული იყო კომენდანტის საათის უფროსად. საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების დროს,1991 წლის 4 ოქტომბერს, იგი თბილისის ზღვაზე დაბანაკებულ დაპირისპირებულ მხარესთან მოსალაპარაკებლად მიდიოდა, უნდოდა, თავისი შესაძლებლობები და ავტორიტეტი გამოეყენებინა, რათა ძმათა შორის სისხლი არ დაღვრილიყო... მაგრამ სასიკვდილოდ დაიჭრა...


ზაზა შანავა, ნუგზარ შანავას ვაჟი_ 8 წლის ვიყავი მამა რომ გარდაიცვალა... ძალიან მტკივა უმამოდ გატარებული ჩემი ბავშვობა... დღესაც ვერ ვიხსენებ უემოციოდ, რას განვიცდიდი, როცა ჩემს თანატოლებს,გვერდით, მამები მოჰყვებოდნენ.. მით უფრო, როცა მეუბნებოდნენ, რომ ვაჟკაცი მამა მყავდა. უფროსი დები მყავს_სამნი ვართ; დედასთვის არ იყო ადვილი,ამხელა ტკივილთან ერთად, სამი ობლის მარტო გაზრდა. ჩვენ ათი წელი, საქართველოში აღარ ვცხოვრობდით და როცა დავბრუნდი, უკვე სხვა გონებით და ცნობიერებით გავაანალიზე ყველაფერი; მივედი იმ ადამიანებთან, ვინც მამას საპირისპირო მხარეს იდგნენ და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველა მათგანს სინანულის დიდი განცდა აქვს მომხდარის გამო... მამას ყველა ვაჟკაც კაცად ახასიათებს... ერთხელ, სუფრაზე ერთი დვანელი კაცი გავიცანი, რომელმაც ჩემი სახელი და გვარი რომ გაიგო, თვალებზე ცრემლი მოადგა_ მამაჩემი იმხელა სიყვარულით გაიხსენა.. წასულა და დვანელებისთვის უთქვამს, ნუგზარის ბიჭი გავიცანიო..მეორე დღეს, მთელი სოფელი მირეკავდა და მთხოვდა, მათთან ჩავსულიყავი, რომ ახალგაზრდებისთვის გაეცნოთ ჩემი თავი...

...გვარდია რომ ჩამოყალიბდა, ერთ-ერთი პირველი გვარდიელი იყო, ვინც ფიცი დადო... ავნევში,16 ტყვიით დაჭრილი გადარჩა, რომ ისევ ბრძოლაში ჩაბმულიყო... არავის ეგონა,საერთოდ თუ შესძლებდა გავლას, მაგრამ შესძლო...იმხელა ტანჯვა გამოიარა, რეაბილიტაციის დროს, მაგრამ ფეხზე მაინც დადგა და ისევ საქართველოს დასაცავად აიღო იარაღი ხელში და დარწმუნებული ვარ, რომ დასცლოდა, ყველა ბრძოლაში წინა ხაზზე იქნებოდა...

.. ზუგდიდში ვცხოვრობდით. სამაჩაბლოში საომარი მოქმედებები რომ დაიწყო,თითქმის არასოდეს იყო სახლში, ორ კვირაში ერთხელ,ღამე მოვიდოდა, დაგვხედავდა და დილას ისევ უკან ბრუნდებოდა სამაჩაბლოში... როცა დაჭრილი, სახლში მკურნალობდა, მახსოვს, ერთხელ ბებია და ბაბუა მოვიდნენ_მამას მშობლები და ემუდარებოდნენ, შვილო,აღარ წახვიდე,დარჩი, ოჯახს მიხედეო. მან კი გადაჭრით უთხრა_ საქართველოს ახლა უჭირს და გვერდზე ვერ გავდგები,ჩემს თავზე უკვე აღებული მაქვს ქვეყნის დაცვის ტვირთი და სანამ ცოცხალი ვარ, უნდა ვზიდოო. მახსოვს, მათ ისე ეტკინათ გული,რომ მამას მანქანაშიც არ ჩაუსხდნენ, ფეხით დაბრუნდნენ სოფელში... თავისი ბატალიონი შავნაბადაზე ყავდა, ჩვენ ზუგდიდში ვიყავით, მამა,თითქმის, სულ თბილისში იყო... აგვისტოში, პრეზიდენტის განკარგულებით, გვარდიამ რეორგანიზაცია განიცადა, გვარდიის ნაწილი მას არ დაემორჩილა და სამწუხაროდ, ჯარი ორად გაიყო... მამა პრეზიდენტის მხარეს დარჩა;  იყო დაძაბულობა, დაპირისპირება, რაზედაც მამა ძალიან წუხდა, რადგან მეორე მხარესაც მისი ახლობლები და მეგობრები იყვნენ; არ უნდოდა, ეს განხეთქილება, უფრო გაღრმავებულიყო და სისხლისღვრამდე მისულიყო.  სწორედ ამიტომ ავიდა მოსალაპარაკებლად თბილისის ზღვაზე, იარაღი დადო, ხელები აწია და ისე გაემართა მათკენ, მაგრამ სნაიპერის ტყვია მოხვდა... ამ ერთ საბედისწერო გასროლას მოყვა ორმხრივი სროლა, რამაც მეორე მხრიდან, ორი მეომრის სიცოცხლეც შეიწირა... რამდენჯერაც არ უნდა ვიფიქრო ამაზე, იმდენჯერ საშინლად მტკივა გული_ არც იქითა მხარეს დაღუპული ბიჭები იქნებოდნენ მამაზე ნაკლები ვაჟკაცები! ამ ვაჟკაცებს არა ერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ ერთად, საქართველოსთვის უნდა ებრძოლათ! მაგრამ მაშინ, ალბათ, არავის ეყო გონიერება, საქმე აქამდე რომ არ მიეყვანა და ძმებს ერთმანეთის სისხლი არ დაეღვარათ! 30 წელი გავიდა ამ საბედისწერო მოვლენების შემდეგ და დღესაც გახლეჩილ ქართველებს რომ ვხედავ, მამის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი ერთი ორად მიმძაფრდება_ ერთმანეთის არც ახლა გვესმის, არც ახლა გვინდა, განსხვავებული აზრი ზიზღის გარეშე მოვისმინოთ. ასე მგონია, დენთის სუნი ტრიალებს ჰაერში და ისევ ის მესამე ძალა ხეირობს, რომელმაც 30 წლის წინ, ყველაფერი იღონა, რომ ქვეყანა ძმათამკვლელ ომში გახვეულიყო...  1991 წლის 4 ოქტომბერს, როცა მამა შესარიგებლად ავიდა თბილისის ზღვაზე, დალაპარაკება რომ დასცლოდა, რისი მომხრეც, დარწმუნებული ვარ, იქითა მხარესაც იქნებოდნენ, იქნებ, აღარ მომხდარიყო ის ავბედითი პროცესები ქვეყანაში, რაც შემდგომ განვითარდა და რის შედეგებსაც დღემდე მწარედ ვიმკით!.. არავინ დარჩა მოგებული... ჩვენი ქვეყანა, ჩვენ, ყველა ერთად დავმარცხდით! გულით ვისურვებდი, რომ 30 წლის წინ, მოძმის ტყვიით დაღუპული მამაჩემი და მისნაირები, განხეთქილებასა და უსიყვარულობაში, შუღლში გახვეული ჩვენი ქვეყნის უკანასკნელი მსხვერპლნი ყოფილიყვნენ და აღარასოდეს ეხეიროს იმ ძალას, რომელიც მუდამ იმას ცდილობდა, საქართველო გახლეჩილი და დაქუცმაცემული ყოფილიყო... ჩვენ არა ერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ ერთად, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რადგან სხვა გზა არც ჩვენ და არც ჩვენს ქვეყანას უბრალოდ, არ აქვს!"

   მარინა ზვერიშვილი_ ექიმი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი_  მე,ბატონი ნუგზარი ამ მძიმე დროს გავიცანი, როცა ქართულ-ოსური ურთიერთობები დაძაბული იყო. ქარელის რაიონში, დირბის სასოფლო თემში_ ტახტიძირსა და დვანში ექიმად ვმსახურობდი. როცა ნუგზარი ქარელის საავადმყოფოში შემოვიდოდა, ყველა ექიმს სურვილი ჰქონდა, რომ მასთან ემეგობრა, ურთიერთობა ჰქონოდა.. საოცარი პიროვნული ხიბლი ჰქონდა... ნუგზარ შანავას პირველივე შეხვედრაზე შეატყობდი, რომ ძალიან კეთილშობილი ადამიან იყო, სამართლიანად უდგებოდა თითქმის ყველა საკითხს;, პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული, ყოველთვის ცდილობდა, გაჭირვებული ადამიანის დახმარებას, იმის მიუხედავად, მის კომპეტენციაში შედიოდა ეს, თუ არა. ნებისმიერი სოფლის მცხოვრების გამო შეეძლო, ყველა კარი გაეღო, ყველასთან მისულიყო და განსაცდელში მყოფი ადამიანისთვის დახმარების გზა მოენახა... მე ბრძოლის ველზე მასთან ერთად არ ვყოფილვარ, მაგრამ მისი თანამებრძოლებისგან ვიცი, რომ ძალიან უშიშარი იყო, წინა ხაზზე ყოველთვის თავად გადიოდა. ადგილობრივები ეუბნებოდნენ, ჩვენ უფრო კარგად ვიცით აქაური ადგილები და წინ ჩვენ წავალთო, მაგრამ მაინც  თავად მიდიოდა_ თავისი გადაწყვეტილებების თუ მეომრული ალღოს წყალობით, მის მიერ დაგეგმილი ყველა ოპერაცია წარმატებით მთავრდებოდა. მისი გამბედაობის, ვაჟკაცობის წყალობით, სოფლებში უშიშრად დავდიოდით...

ერთ დილას მძღოლი მოვიდა და მითხრა,რომ ნუგზარი დაჭრილი იყო და ქარელის საავადმყოფოში იმყოფებოდა. სოფელ ავნევში რომ შედიოდნენ, ოსურმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა, მანქანა გადაბრუნდა, მისი სამი თანამებრძოლი_ რომან ბენდელიანი, პაატა ყურწუა და ჯანო რაფავა დაიღუპნენ; ნუგზარს ვკითხე, ასე მძიმედ დაჭრილმა, როგორ შეძელი, გამოგეღწია ცეცხლმოდებული მანქანიდან-მეთქი, მიპასუხა, დანით ბრეზენტი გავჭერი და გამოვხოხდი, სროლას მაინც არ ვაჩერებდი, როცა მოწინააღმდეგეები ჩემსკენ ისროდნენ, რადგან არ მინდოდა, ეფიქრათ, რომ ყველანი დავიხოცეთო. ასე ტანჯვით და სროლით გამოუღწევია, სადღაც ხეს მიეყრდნო და ისევ ისროდა, თურმე, ცალ ხელში კი ‘’ლიმონკა’’ ჰქონდა_ ოსები თუ გამოჩნდებოდნენ, გავხსნიდი, თავს ავიფეთქებდი, მათ ცოცხალი მაინც არ ჩავბარდებოდიო. ადგილობრივებმა იცოდნენ, რომ ოს სეპარატისტებს ნუგზარის ხელში ჩასაგდებად, ჯილდოდ, საკმაოდ სოლიდური თანხა ჰქონდათ დაწესებული. პირველადი დახმარება ადგილობრივმა მოსახლეობამ გაუწია თურმე...

 ქარელის საავადმყოფოში, ნუგზარი, უგონო მდგომარეობაში დამხვდა_ 16 ტყვიიდან, ერთი პირდაპირ შუბლში ჰქონდა მოხვედრილი და საფეთქლის ძვალთან იყო გამოსული, თითქმის მთელი სხეული დაცხრილული ჰქონდა_სახე, კიდურები, გულმკერდი... კიდურებზე კუნთები ტყვიებისგან ამომწვარი ჰქონდა. ასეთი დაცხრილული გადარჩა მაშინ, თუმცა, მაინც ეტყობოდა, რომ მარჯვენა ხელსა და ფეხზე ფუნქციები ბოლომდე აღმდგარი ვერ იყო... ოსების 16 ტყვიისგან სიკვდილს გადაურჩა და აქ, ქართველის მიერ ნასროლმა ერთმა საბედისწერო ტყვიამ დაასრულა მისი ამქვეყნიური სიცოცხლე...

..აქ, თბილისის ზღვაზე, 1991 წლის 4 ოქტომბერს, როცა ის ზურგიდან ნასროლი ტყვიით, ბეჭის არეში დაიჭრა, მაშინდელ მერვე საავადმყოფოში მიიყვანეს; მე რომ მივედი, უკვე მეორე ოპერაციიდან გამოჰყავდათ. კარდიოქირურგს ველაპარაკე, მითხრა, მაქსიმალურად გავაკეთეთ ყველაფერიო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს მისი სიცოცხლის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა... მთელი ღამე საავადმყოფოში გავატარე, დილას, გამთენიას წამოვედი, რადგან ექიმებმა თქვეს_ სისხლი გადავუსხათო. მივედი პარლამენტის შენობასთან, სადაც ნუგზარის მეგობრებიც იყვნენ, ვუთხარი, რომ ის ცუდად იყო და სისხლი სჭირდებოდა;  როცა საავადმყოფოში მივბრუნდი, დილის 10 საათისთვის, 5 ოქტომბერს, ნუგზარი უკვე ცოცხალი აღარ იყო; ექსპერტიც მინდოდა ჩამეყვანა, როცა ნუგზარი გადაასვენეს სამეგრელოში; აქ მივედი, ნაძალადევის რაიონის პროკურორი ლაური ჯანაშია გახლდათ, რომ ვუთხარი, ნუგზარ შანავა გარდაიცვალა-მეთქი, გეფიცებით, თავზე შემოირტყა ხელები და ამხელა კაცმა იტირა! ეს რა კაცი დავკარგეთო! ამ კოლხმა ბიჭმა, ყველას შეაყვარა თავი თავისი სამართლიანობით და ვაჟკაცობით! დღესაც კი,ქართლის იმ სოფლების ადგილობრივ მოსახლეობა_ყველა დიდი სიყვარულით იხსენებს მას..

მე ბედნიერი ვარ, რომ ნუგზარ შანავას ვიცნობდი, მან ჩემში წარუშლელი კვალი დატოვა და არა მხოლოდ ჩემში, არამედ ყველაში, ვინც მას ახლოს იცნობდა. ის იყო ჩემთვის ვაჟკაცობის ეტალონი! ჩვენი ნაცნობობის იმ მოკლე პერიოდში (მარტში გავიცანი და ოქტომბერში გარდაიცვალა) მან მოასწრო, ეჩვენებინა, როგორი უნდა იყოს ქართველი კაცი! მას არასოდეს ეშლებოდა ადამიანური ურთიერთობები_რაინდი იყო, რაინდული სულით... მისი გახსენება, ჩემთვის, 30 წლის შემდეგაც უდიდესი ტკივილია. სამშობლოს ასეთი ვაჟკაცები არ უნდა უკვდებოდნენ, მით უფრო, მოძმის ხელით! “

   2019 წელს, ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას, ნუგზარ შანავას სახელი მიენიჭა; მისივე სახელობისაა მის მშობლიურ ზუგდიდში ერთ-ერთი ქუჩაც. 

   2017 წელს, პრეზიდენტის განკარგულებით, ნუგზარ შანავა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

წყარო  სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

სტატიის ავტორი შორენა გურის ასული სიხარულიძე  წარმომავლობა სოფელი შუაგანახლება ჩოხატაური



მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.08.2021
ბოლო რედაქტირება 01.07.2022
სულ რედაქტირებულია 9

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.06.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0