«არაერთხელ მონაწილეობდა საბრძოლო ოპერციებში.
თავი გამოიჩინა როგორც მამაცმა და უდრეკმა უმცროსმა მეთაურმა. 1987 წლის 11 აპრილს,
კოლონას, რომლის შემადგენლობაშიც ის იმყოფებოდა, თავს დაესხა დუშმანთა რაზმი.
პირველადი მონაცემების სწრაფად დადგენის შემდეგ, ნაღმტყორცნელებმაა
მტერს ცეცხლი გაუხსნეს. შანავა მოქმედებდა სწრაფად და გადამწყვეტად. ამ ბრძოლაში სასიკვდილოდ
დაიჭრა თავში.»
ავღანეთის ომი (1979–1989) — სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.
წიგნი "სადაურსა სად წაიყვან" 1992 გამოცემა ავტორი ბონდო მაცაბერიძე
ბონდო მაცაბერიძე, მწერალი. დაბადებულია 20 მარტი 1959 წელს, სამტრედია
მადლობა მხარდაჭერისათვის: გურამ ნოდარის ძე ალავიძე დაბადებულია 13 მარტი 1959 წელი ქალაქი ამბროლაური, ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, საქართველოს ავღანელთა კავშირის ვიცე პრეზიდენტი
მადლობა მხარდაჭერისათვის ალექსანდრე ქობელაშვილი (ავღანელი)