სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
სამეფო ოჯახი
ნინო ჭავჭავაძე გრიბოედოვისა, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი. რუსი დიპლომატისა და დრამატურგის ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე 1812-57წწ გარდ. 45 წლის. თავადის ასული წარმ. სოფ. წინანდალი თელავი ნინო ჭავჭავაძე გრიბოედოვისა, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი. რუსი დიპლომატისა და დრამატურგის ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე 1812-57წწ გარდ. 45 წლის. თავადის ასული წარმ. სოფ. წინანდალი თელავი

1812-1857 წწ. გარდ. 45 წლის

ბმულის კოპირება

სამეფო ოჯახი

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

692       ბეჭდვა

ნინო ჭავჭავაძე გრიბოედოვისა, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი. რუსი დიპლომატისა და დრამატურგის ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე 1812-57წწ გარდ. 45 წლის. თავადის ასული წარმ. სოფ. წინანდალი თელავი

თავადის ასული ნინო ჭავჭავაძე გრიბოედოვისა (დ. 4 ნოემბერი1812 — გ. 28 ივნისი1857) — ქართველი პოეტისა და თავადის ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი, რუსი დიპლომატისა და დრამატურგის ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე. დაწყებითი განათლება სახლში მიიღო. მოგვიანებით იგი დადიოდა პრასკოვია ნიკოლაევნა არსენიევა-ახვერდოვას პანსიონში, სანქტ-პეტერბურგში. აქ მათ ზოგადი განათლება მიიღეს, ისწავლეს უცხო ენები, ხატვა და მრავალი სხვადასხვა საგანიც აითვისეს.


შესავალი

ნინო ჭავჭავაძე იყო წარმოსადეგი, შავთმიანი, შავთვალება ქალიშვილი, რომელიც თავისი სილამაზითა და მომხიბვლელობით უამრავი ადამიანის ყურადღებას იპყრობდა. აი, რას ვკითხულობთ ერთ-ერთ ლიტერატურულ ნარკვევში ნინო ჭავჭავაძის შესახებ: "ნინო იყო შეუდარებელი მუსიკოსი, მომღერალი, მოცეკვავე, ოჯახური სპექტაკლების რეჟისორი და მსახიობი-შემსრულებელი, აგრეთვე ხატვაც ეხერხებოდა. იგი დიდებული მქარგველი, ცხენზე მოჯირითე და ლიტერატურის ჭეშმარიტად მოტრფიალე ადამიანი გახლდათ. იგი პირველივე დანახვისთანავე ერთნაირად ხიბლავდა ქალებსაც და ყველა ასაკისა და ეთნიკური წარმოშობის მამაკაცებსაც, როგორც ქართველებს, ასევე აზიელებს, რუსებსა და ევროპელებსაც."



ნინო დაიბადა თბილისში 1812 წლის 4 ნოემბერს. მისი დაბადების პატივსაცემად ჭავჭავაძეების ოჯახმა დიდი ნადიმი გადაიხადა. ნინოს დაბადების აღსანიშნავად მამამისმა ალექსანდრემ სპეციალურ ჭურში ღვინოც კი შეინახა, რომელიც ნინოს ქორწილზე უნდა შეესვათ.


ნინომ დაწყებითი განათლება სახლში მიიღო. მოგვიანებით იგი დადიოდა პრასკოვია ნიკოლაევნა არსენიევა-ახვერდოვას პანსიონში, სანკტ-პეტერბურგში. პრასკოვია ახვერდოვას სასწავლებელში დიდგავროვანი ოჯახების შვილები სწავლობდნენ და ამან დიდი როლი შეასრულა როგორც ნინოს, ასევე მისი და-ძმების ცხოვრებაში. აქ მათ ზოგადი განათლება მიიღეს, ისწავლეს უცხო ენები, ხატვა და მრავალი სხვადასხვა საგანიც აითვისეს. განმანათლებლის მოღვაწეობასთან ერთად, პრასკოვია ახვერდოვა ძლიერი გონებისა და შთამბეჭდავი ხასიათის მქონე პიროვნება იყო; 1810-1820-იან წლებში იგი აწყობდა შეხვედრებს, რომლის დროსაც საზოგადო მოღვაწეები, მწერლები და სხვა ქართველი, რუსი თუ ევროპელი ინტელექტუალები საჭირბოროტო საკითხებზე ერთმანეთს აზრებს უზიარებდნენ. (ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლები თბილისში და წინანდალშიც იგივე ფუნქციას, ანუ კულტურული და ინტელექტუალური ურთიერთობების დამყარებას ემსახურებოდა)


ალექსანდრე გრიბოედოვი

ალექსანდრე გრიბოედოვი

ალექსანდრე გრიბოედოვზე გათხოვება

ნინომ მეუღლე, რუსი პოეტი ალექსანდრე გრიბოედოვი (1795-1829), პრასკოვია ახვერდოვას სასწავლებელში გაიცნო. გრიბოედოვი განსაცვიფრებელი ინტელექტისა და უკიდეგანო განათლების მქონე ადამიანი გახლდათ. იგი პერსტიჟულ მოსკოვის უნივერსიტეტში მიიღეს, სადაც სამწერლო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და 1812 წელს მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი მიიღო. მან სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო და აქაც იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა. შემდგომი კარიერა რუსულ დიპლომატიურ სამსახურში განაგრძო და აქედან, 1813 წელს, ის სპარსეთში მოხვდა. ამასობაში მან რამდენიმე უცხო ენა შეისწავლა (ფრანგულის, ინგლისურის, იტალიურის, არაბულისა და სპარსულის ჩათვლით) და ლექსების, პიესებისა და მუსიკის წერაც დაიწყო.


გრიბოედოვს ახვერდოვებთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა და მათი მეშვეობით ჭავჭავაძეებთანაც დაამყარა ურთიერთობა. პრასკოვია ახვერდოვას ქალიშვილი დარია ახვერდოვა მოგვითხრობს, რომ " ალექსანდრე გრიბოედოვმა ნინო ჭავჭავაძე გამოარჩია. იგი ნინოს მუსიკას ასწავლიდა, ფრანგულად ელაპარაკებოდა და მისგან ქართულს სწავლობდა; ხანდახან ცხენებითაც სეირნობდნენ" თანდათანობით, მათი მეგობრობა ემოციურ ურთიერთობაში გადაიზარდა და, საბოლოოდ, სიყვარულითა და ქორწინებით დასრულდა.


ნინო ჭავჭავაძე და ალექსანდრე გრიბოედოვი 1828 წლის 22 აგვისტოს სიონის ეკლესიაში დაქორწინდნენ. საქორწინო ცერემონიალი და ნადიმი წინანდლის მამულში გაგრძელდა, სადაც ჭავჭავაძეების ოჯახი ზაფხულობით ცხოვრობდა. სწორედ იქ გახსნა ალექსანდრე ჭავჭავაძემ ქვევრი, რომელშიც ნინოს ქორწინებამდე თექვსმეტი წლით ადრე ღვინო ჰქონდა გადანახული..


ახალდაქორწინებული წყვილი წინანდალში შესანიშნავ დროს ატარებდა: აწყობდნენ და მასპინძლობდნენ ელეგანტურ სალონურ საღამოებს და მუსიკაში საერთო ინტერესებს ამჟღავნებდნენ. ნინო შესანიშნავი პიანისტი გახლდათ და მეუღლის მუსიკალური ნაწარმოებების შესრულებაც ისწავლა, რომლებსაც ხანდახან სტუმრებისათვისაც უკრავდა. წყვილს წინანდლის ბაღებში სეირნობა უყვარდა, განსაკუთრებით იმ ჩრდილიან ხეივანში, რომელსაც "სიყვარული" შეარქვეს. ამ ხეივანში ხშირად შეიძლებოდა მათი ხილვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, სიყვარულის სკამზე ჩამომჯდარნი, საუბარში იყვნენ გართულნი.


როდესაც ამას მოვალეობა მოითხოვდა, ალექსანდრე ხან აღმოსავლეთში, ხან მშობლიურ სანკტ-პეტერბურგში მიემგზავრებოდა, მაგრამ ძალიან უჭირდა მეუღლის საქართველოში დატოვება. ერთ-ერთ წერილში იგი მეუღლეს ჰპირდებოდა, რომ სპარსეთში დიპლომატური მისიის დასრულებისთანავე ისინი წინანდლის მამულში სამუდამოდ დასახლდებოდნენ.


სამწუხაროდ, ბედნიერი დრო, რომელიც ნინომ და ალექსანდრემ ქორწინებაში გაატარეს, მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდა. 1828 წელს, მათი ქორწინებიდან ოთხი თვის შემდეგ, როდესაც ნინო უკვე ბავშვს ელოდა, გრიბოედოვი კვლავ სპარსეთში გაემგზავრა. 1829 წლის თებერვალში იგი თეირანში მოკლეს, რადგან იმ პერიოდისათვის სპარსეთში ანტირუსული განწყობა მძვინვარებდა. წასვლის წინ, თითქოსდა წინათგრძნობის კარნახით, გრიბოედოვმა მეუღლეს დაუბარა: " თუკი სპარსეთში დავიღუპები, ჩემი სხეული იქ არ დატოვო. თბილისში, მამადავითის მონასტერში დამასაფლავეთ. " ქმრის სიკვდილმა ნინოზე წარმოუდგენლად მძიმედ იმოქმედა; ტრაგიკული ამბის გაგებიდან მეორე დღესვე მან ნაადრევად იმშობიარა და ვაჟი გააჩინა, რომელიც რამდენიმე საათში გარდაიცვალა.


ალექსანდრე სერგეის ძე გრიბოედოვი დ. 15 იანვარი [ძვ. სტ. 4 იანვარი]1795 — გ. 11 თებერვალი [ ძვ. სტ. 30 იანვარი]1829თეირანი; დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდიის პანთეონში) — რუსი მწერალი და დიპლომატი.

1829 წლის ივლისში ალექსანდრე გრიბოედოვი თბილისში, მთაწმინდაზე, წმინდა მამა დავითის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. ნინომ მისი საფლავის ქვაზე შემდეგი სიტყვები ამოაკვეთინა:" შენი აზრები და საქმენი რუსი ერის მეხსიერებაში სამარადჟამოდ აღიბეჭდება, მაგრამ რატომ აღმოჩნდა ჩემი შენდამი სიყვარული  შენზე უფრო დღეგრძელი? " მოგვიანებით ნინომ თავის სიძეს დავით დადიანს უთხრა:


ალექსანდრე გრიბოედოვის მიმართ ჩემს სიყვარულზე უფრო დიდ ბედნიერებას ვერც კი წარმოვიდგენდი, მაგრამ ვაი, რომ ეს სიყვარული მომტაცეს და მან ჩემი ბედნიერებაც თან გაიყოლა. ახლა ჩემი სიყვარული მთაწმინდაზე ასვენია და ჩემი სიყვარულით ანთებული გულიც მასთან ერთად საფლავში წევს, … როდესაც ეს სიყვარული გაქრება, მეც მოვკვდები, ფიზიკურად და მორალურადაც,…… ბევრი ადამიანი არსებობს, რომლებსაც ასეთი რამ ვერც კი წარმოუდგენიათ; ასეთები ნამდვილად მაცვიფრებენ. ალბათ, მათ არასოდეს არავინ ჰყვარებიათ და, ალბათ, ვერც ვერავის შეიყვარებენ.


ალექსანდრე გრიბოედოვის სიკვდილის შემდეგ

თუმცა, როდესაც ალექსანდრე გრიბოედოვი მოკლეს, ნინო მხოლოდ 16 წლის იყო და გარს უთვალავი თაყვანისმცემელი ეხვია, აღარ გათხოვილა, ამის სანაცვლოდ, მან ყურადღება თავის ოჯახზე, მეგობრებსა და გაჭირვებულ ადამიანებზე გადაიტანა.


მამა ალექსანდრე ჭავჭავაძე 1786-1846წწ პოეტი რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. წინანდალი თელავი

მშობლების გარდაცვალების შემდეგ, 1846-1847 წლებში, მთელ მამულს ნინო მართავდა. როდესაც მისი და ეკატერინე გათხოვდა, ნინო ზრდიდა უმცროს დას, სოფიოს, რომელიც იმ დროისათვის 10 წლის იყო. როგორც კი მისი ძმის, დავითის შვილები წამოიზარდნენ, ნინომ მათი აღზრდა და გუვერნანტობა იკისრა. იგი აგრძელებდა ოფიციალური და არტისტული საღამოების მოწყობას თბილისში, როგორც ჭავჭავაძეების სალონში, ასევე საქართველოს გუბერნატორის სასახლეშიც.


ახლახან გამოქვეყნებული მასალებიდან ჩანს, რომ იგი სახელმწიფო საქმეებშიც იყო ჩართული და, როდესაც მისი და, ეკატერინე სამეგრელოს დედოფალი იყო, სამეგრელოს (ხშირად ამ რეგიონს “მინგრელიასაც” უწოდებენ) რეგიონის მართვაშიც მონაწილეობდა. მაგალითად, მურავიოვ-კარსკი, საქართველოს გუბერნატორი, რომელმაც სამეგრელო 1854 წელს მოინახულა, წერდა:" ნინო ჭავჭავაძემ საკმაოდ იღვაწა სამეგრელოს კეთილდღეობისათვის. როდესაც თურქეთმა ეს რეგიონი დაიპყრო და ომარ ფაშას არმიას მეგრული პარტიზანული რაზმები დაუპირისპირდნენ, ნინო ჭავჭავაძე თავის დასთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდა. " როდესაც რუსეთის იმპერიულმა სასამართლომ სამეგრელოს სამეფო გააუქმა, რუსეთის მთავრობამ ნინოს სთხოვა დახმარება, რათა ეკატერინე დაერწმუნებინა, რომ ამ გადაწყვეტილებას დამორჩილებოდა.


სამეგრელოში ყოფნის დროს ნინომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართ დაინტერესება გამოიჩინა. მან 41 ქალი შეარჩია, რომლებიც ექთნები უნდა გამხდარიყვნენ, მათთვის საგანმანათლებლო პროგრამა შეიმუშავა და სასწავლო კურსს ორგანიზება გაუკეთა. ამ მიმართულებით მისი დაუღალავი ძალისხმევა დიდად გასცდა წმინდა საგანმანათლებლო და საორგანიზაციო ფარგლებს და ისეთი დეტალებიც კი მოიცვა, როგორიცაა ექთნებისათვის თეთრი ხალათების შეკერვა და მათს თავსაბურავზე წითელი ჯვრების ამოქარგვა.



და ეკატერინე ჭავჭავაძე 1816-82წწ სამეგრელოს დედოფალი წარმ. სოფ. წინანდალი თელავი

აგრეთვე დიდია ნინოს წვლილი ალექსანდრე გრობოედოვის ნაწარმოებების გამოქვეყნებაში, რაც რუსეთის ლიტერატურული მემკვიდრეობის უძვირფასეს შენაძენს წარმოადგენს. მისი ძალისხმევა არა მხოლოდ ქმრის ხსოვნის ერთგულებით იყო ნაკარნახევი, არამედ ლიტერატურის სიყვარულითა და ღრმა რწმენით, რომ გრიბოედოვის ნაწარმოებები ნამდვილად იმსახურებდნენ ყურადღებას.


მრავალი მისი თანამედროვის ნაწერებიდან აშკარად ჩანს, რომ ნინო დიდი პატივითა და სიყვარულით იყო გარემოცული. სიტყვები, როგორიცაა"სრულყოფილი," "ანგელოზისებრი" და "კეთილი" ხშირად გვხვდება მის ეპითეტებად, ხოლო ერთ-ერთ მოგონებაში მას მოიხსენიებენ, როგორც "მფარველ ანგელოზს, რომელსაც ყველა პატივს სცემს, დაწყებული ვიცე-გუბერნატორიდან რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული."  დავით ერისთავი, ქართველი დიდგვაროვანი, ამ აზრს ეთანხმება და შენიშნავს, რომ "სხვადასხვა კლასის წარმომადგენლები, განსხვავებული აზროვნებისა და იდეების მქონე ადამიანები ერთხმად აღიარებდნენ, რომ ნინო ჭავჭავაძე იდეალური ქალი გახლდათ." ხოლო რუსი ადმირალი სინიავინი მარტივად ამბობს, რომ "მას ვერავინ ვერ შეედრებოდა ".


1857 წელს ნინო ჭავჭავაძე თბილისში მალარიით გარდაიცვალა. მისი სურვილის თანახმად, ნინო მთაწმინდაზე, მეუღლის გვერდით დაკრძალეს. მის საფლავზე ხშირად მიაქვთ ყვავილები, რაც იმის დამადასტურებელია, რომ ქართველებს მისი სიყვარული და პატივისცემა დღესაც არ განელებიათ.


შემდეგი >

ბიბლიოგრაფიული წყაროები:


ბალახაშვილი, იაკობ. გრიბოედოვი და ნინო ჭავჭავაძე. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1966.

მეუნარგია, იონა. დები ჭავჭავაძეები. ურნ.: ამარტა 7, თბილისი, 2002.

ნაცარაშვილი, ოთარ. კახეთის გამოჩენილი ადამიანები. თბილისი: მერანი, 2001.

ჩიქოვანი, იური. თავადი ჭავჭავაძეები. თბილისი: არტანუჯი, 2002.

Дюмин, С. В. и Чиковани, Ю. К., ред. Дворянские роды Российской Империи. т.6. Москва: Ликоминвест. 1998.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.09.2021
ბოლო რედაქტირება 03.10.2021
სულ რედაქტირებულია 2





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0