სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
მართლმადიდებლური ტაძრები
გრემის კომპლექსი 1565 წელი სოფ. გრემი ყვარელი კახეთი გრემის კომპლექსი 1565 წელი სოფ. გრემი ყვარელი კახეთი
ბმულის კოპირება

მართლმადიდებლური ტაძრები

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

17       ბეჭდვა

გრემის კომპლექსი 1565 წელი სოფ. გრემი ყვარელი კახეთი

გრემის კომპლექსი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს.

გეგმით სწორკუთხა შენობა ნაშენია აგურით, აქა-იქ რიყის ქვაც გამოუყენებიათ. შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით აქვს. ინტერიერს საკურთხევლის კუთხეებსა და ორ სვეტზე დაყრდნობილი გუმბათი აგვირგვინებს. ფასადი დაყოფილია სამ-სამ თაღოვან მონაკვეთად. ასეთივე შეისრული თაღები ამშვენებს რვასარკმლიან გუმბათის ყელსაც. ინტერიერში დასავლეთ კედელზე მოთავსებულია ამშენებლის პორტრეტი ეკლესიის მაკეტით ხელში. ტაძრის სათოფურებიანი გალავანი ამავე დროს სიმაგრეც იყო. იგი ერეკლე II-ს შეუკეთებია. ტაძრის აგებამდე გორაკზე კოშკურა შენობა მდგარა, რომლის მესამე სართულზე შემდგომ სამრეკლო დაუშენებიათ.

ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა 1939-1949 (ხელმძღვანელი ა. მამულაშვილი) და 1963-1967 (ხელმძღვანელი პ. ზაქარაია). ქალაქს ეკავა დაახლოებით 50 ჰა. შედგებოდა 3 მთავარი ნაწილისაგან:


მთავარანგელოზთა კომპლექსი, რომელშიც შედიოდა მთავარანგელოზთა ეკლესია, 3-სართულიანი სასახლე, სამრეკლო და სამეურნეო ნაგებობანი (საწნახლიანი მარანი, ლითონის მცირე ზომის ნივთების დასამზადებელი ქურა). ქალაქის ამ ნაწილს შეეძლო დამოუკიდებლად ეცხოვრა. შემოზღუდული იყო კოშკებიანი გალავნით. ჰქონდა ქვით ნაგები საიდუმლო გასასვლელი მდინარე ინწობისაკენ.

სამეფო რეზიდენცია, რომელშიც განლაგებული იყო სამეფო სასახლეები, შადრევნიანი შენობა, რვაკუთხა კოშკი, აგურით ნაგები აბანო და სხვა.

სავაჭრო უბანი, რომლის ცენტრში მდებარეობდა გეგმით სწორკუთხა დახურული ბაზარი (ქულბაქები) და სასტუმრო (ქარვასლა).

სავაჭრო უბანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაზარი ოთხივე მხრიდან შემოფარგლული იყო ქვით ნაგები კამაროვანი დუქნების რიგით, შუაში მცირე ეზო ჰქონდა. ყოველი დუქანი (ფართობი დაახლოებით 10 მ²) შედგებოდა ერთი ოთახისა და ეზოსკენ გახსნილი აივნისაგან (ალბათ საქონლის გამოსაფენად). ზოგ დუქანს სარდაფიც ჰქონდა. ოთხივე რიგში 30 დუქანი აღმოჩნდა. დუქნები სხვადასხვა სამიანობისათვის იყო გამიზნული. ქულბაქებს აღმოსავლეთიდან ეკვროდა მოგრძო სწორკუთხა ფორმის (სიგრძე 80 მ) სასტუმრო, რომელშიც კორიდორის ორივე მხარეს განლაგებული იყო 16-16 პატარა სათავსი.

აბანო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამავე უბანში გაითხარა აბანო, რომელიც გრემში ჩამოსული უცხოელებისათვის ყოფილა განკუთვნილი. აბანოს მილებში შემორჩენილი დიდი რაოდენობის ნალექის მიხედვით სავარაუდოა, რომ აბანოს იყენებდნენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. გრემი წყლით მარაგდებოდა XVI საუკუნეში მდინარე ლოპოტიდან გამოყვანილი არხის საშუალებით. ნაქალაქარი დასერილია სასმელი წყლის კერამიკული მილების ქსელით. კომუნალური დანიშნულების წყალი პატარა არხებით შემოდიოდა, ხოლო დიდი არხით ქალაქის მიდამოები ირწყვებოდა. აბანო ორსართულიანია, ქვედა სართული განკუთვნილი იყო გათბობისათვის, ზედა კი საბანაოდ. ქალაქის დასავლეთ ნაწილში იყო გალავანშემორტყმული აგურის ეკლესია ე. წ. „თარსა გალავანი“ (აგებულია XVI საუკუნეში). გათხრებით მოპოვებულ მასალაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმპორტულ (სპარსული, ჩინური) კერამიკას.


მთავარანგელოზთა კომპლექსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუშია გრემის მთავარანგელოზი, რომელიც დღევანდელ სოფელ გრემის სამხრეთით, თელავიდან ყვარლისკენ მიმავალი სამანქანო გზის 27-ე კილომეტრზე მდებარეობს.

იგი გრემის ხანმოკლე, მაგრამ მძლავრი განვითარების პერიოდში (XV-XVII სს.) არის შექმნილი. ამ დროს გრემი კახეთის მეფეთა საჯდომია და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, კეთილმოწყობილი და ხალხმრავალი ქალაქი. მისი მნიშვნელობა, როგორც მხარის პოლიტიკური ცენტრისა, დაეცა XVII საუკუნეში, მას შემდეგ რაც შაჰ-აბასის 1614-1616 წწ. შემოსევებში დანგრეული და განადგურებული ქალაქიდან კახეთის მეფეთა რეზიდენცია კვლავ თელავს დაუბრუნდა. შემთხვევით გადარჩენილი მთავარანგელოზი ქალაქის აყვავების ძეგლია და ამავე დროს ქართული გვიან-ფეოდალური პერიოდის ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ნიმუშსაც წარმოადგენს.

XV საუკუნის შუახანებში, ქალაქ გრემის დაარსებისას, სასახლისათვის და საერთოდ ციტადელისათვის, მდინარე ინწობაზე ჩამომავალი ქედის შემაღლებული ბოლო შეურჩევიათ. ამ ადგილს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ იგი ბატონობდა ქალაქზე და ამავე დროს ქალაქის განუყოფელი ნაწილი იყო. ფეოდალურ ქალაქს ასეთი განლაგება ხელს აძლევდა და შეიძლება ითქვას, მისი კლასიკური სახეც შეიქმნა. მდინარე ინწობას გასწვრივ, აღმოსავლეთით და დასავლეთით, განლაგებულია ქალაქის კვარტლები. ქალაქს სამხრეთით მდინარე ამიჯნება, ჩრდილოეთით კი - მთები.

ისტორიულ წყაროებში ვახუშტი ბაგრატიონს კარგი ცნობა აქვს გრემზე. იგი წერს:

ვიკიციტატა„საბუი-გრემის... წყალზედ არს გრემი, რომელი ქმნეს ქალაქად ქრისტესა ჩუივ და განდგომილებისა კახთ მეპატრონეთა და მყოფობდნენ მუნ. აწცა არს შენობა და ეკლესია შეუმუსრავი. ოდეს მოაოხრა შააბაზ, მიერით არს დაბა და არღარა ქალაქი. აქა არს ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი, მთავარანგელოზთა და არს ე მეფე ლევან დაფლული მას შინა.“

რუსი ელჩები, რომლებიც კახეთის მეფეებს დიპლომატიური მისიით არაერთხელ სწვევიან, თავის ჩანაწერებში ხშირად ახსენებენ მთავარანგელოზის ეკლესიას და მათ ცნობებს, როგორც პირველ წყაროებს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერის მიხედვით, ელჩები მოსულან გრემს 1637 წელს და გაჩერებულან მთავარანგელოზთა მონასტერში, რომელიც ციხეში იდგა. მეორე ცნობის მიხედვით, მთავარანგელოზთა მონასტერი ლევან მეფეს აუშენებია და უბრძანებია მისი იქ დაკრძალვა. ეს ცნობა სარწმუნოა. 1589-1590 წწ. რუსების ელჩობის ჩანაწერებიდან ეს კარგად დგინდება და ვგებულობთ ეკლესიის აგების ზუსტ თარიღსაც „ათანასე არქიმანდრიტმა თქვა, ოცდახუთი წელია რაც ტაძარი ააგესო“. აღნიშნულ ცნობაზე დაყრდნობით გ. ჩუბინიშვილმა მთავარანგელოზთა ეკლესიის აგების თარიღად 1565 წ. მიიჩნია.

რუსი ელჩების ცნობები, განსაკუთრებით ტაძრის აღმშენებლად ლევან მეფის გამოცხადების თაობაზე, დასტურდება ტაძრის დასავლეთის კედლის სამხრეთის მკლავის არეში, ლეონ მეფის, ხელში ეკლესიის მოდელით ფრესკული გამოსახულებით. ფრესკას ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერაც ამკობს:

ვიკიციტატა„მეფე ლეონ აღმშენებელი.“

აქვეა მეფის სამარხიც.

მთავარანგელოზთა კომპლექსის სიძველეზე საუბრისას, არ შეიძლება მატიანე ქართლისა ერთ ადგილს ავუაროთ გვერდი, რომელზედაც თავის დროზე ყურადღება გაამახვილა ივ. ჯავახიშვილმა და შემდეგ გრემთან დაკავშირებით გ. ჩუბინიშვილმა.

წყაროში ვკითხულობთ:

ვიკიციტატა„გაილაშქრა, აფხაზთა მეფემან კახეთს, შეება და შეუხდა მთასა ზედა მიქელ გაბრიელთასა და წყობასა შინა შეიპყრნა: სტეფანოზ მარჯანის ძე, პანკისისა ერისთავი; და ვაჩე, ძე გურგენ ბერისა, ხორნაბუჯის ერისთავი; და ჯედი, დისწული გოდერძისა, შტორის ერისთავი და მაჭელისა. გარდადგა თიანეთს და დაწუა დარბაზი ბოდოჯისა, სახლი სახელოვანი, დიდისა კვირიკე მეფისა აგებული.“

ივ. ჯავახიშვილი მიქელ-გაბრიელის მთას კახეთში ვარაუდობდა, კონკრეტულად კი ის ადგილი, სადაც XI საუკუნის პირველ ნახევარში, აფხაზთა მეფის მიერ კახეთის დაპყრობის ერთ-ერთი ეპიზოდი გათამაშდა, არ აქვს აღნიშნული. გ.ჩუბინაშვილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მატიანეს ცნობა შეიძლება გრემის მთავარანგელოზს გულისხმობს, რაც ავტორს აფიქრებინებს ჯერ კიდევ XI ს. აქ მიქელისა და გაბრიელის სახელობის ეკლესიის არსებობას.

მთავარანგელოზთა ანსამბლი კომპლექსური ძეგლია, სადაც მცირე ტერიტორიაზე ქალაქის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ადმინისტრაციული, რელიგიური, სამეურნეო და თავდაცვითი ნაგებობებია წარმოდგენილი, ისე რომ ძეგლის განხილვა შეიძლება როგორც ქალაქის პოლიტიკურ-რელიგიური ცენტრისა, საწარმოო და სამეურნეო ადგილისა და ასევე თავდაცვითი მნიშვნელობის მქონე ობიექტისა.

გეგმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის გეგმა კვადრატს მიახლოებულია. მისი შიდა განლაგება საერთო თვალსაზრისით ტიპურია ცენტრალურ-გუმბათოვან ძეგლისათვის., მაგრამ განსაკუთრებულია თავისი შემართული პროპორციებით, შიგნით შესული დაძაბულობას გრძნობს. ყველა ხაზი ზევით გარბის და ამ ტენდენციას აძლიერებს სიგანესთან შედარებით შესამჩნევი სიმაღლე. ტაძარი ნაგებია ე.წ. ქართული კვადრატული აგურით, კირის ხსნარზე, გამოყენებულია რიყის ქვებიც. ეკლესიას შესასვლელი აქვს ჩრდ. სამხრ და დასავლეთის კედლებში. გუმბათი დაყრდნობილია საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის ორ პილონზე. საკურთხევლის აღმოსავლეთ ნაწილის ცენტრალური ადგილი უკავია, რომლის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნო აქვს მოწყობილი, რომლებიც თითო კარით უკავშირდებიან ტაძრის ცენტრალურ ნაწილს. ეკლესია კრამიტითაა დახურული. გათხრებით აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი მოჭიქული კრამიტების მიხედვით არ არის გამორიცხული, რომ თავის დროზე ეკლესია მოჭიქული კრამიტით ყოფილიყო დაფარული. ასევე გამოყენებული იქნებოდა მოჭიქული შორენკეცებიც.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.11.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0