სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
თურქებთან ბრძოლის ისტორია 1065-1921წწ 56 ბრძოლა 5 მლნ. მეტი მსხვერპლი ავტ. თემო ბოკელავაძე თურქებთან ბრძოლის ისტორია 1065-1921წწ 56 ბრძოლა 5 მლნ. მეტი მსხვერპლი ავტ. თემო ბოკელავაძე
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

582       ბეჭდვა

თურქებთან ბრძოლის ისტორია 1065-1921წწ 56 ბრძოლა 5 მლნ. მეტი მსხვერპლი ავტ. თემო ბოკელავაძე

თემო ბოკელავაძე სტატიის ავტორი

შეგახსენებთ საქართველომ მეზობელთაგან ერთ ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო ოსმალეთის იმპერიასთან, ეს იყო როგორც გამუდმებული 900 წლოვანი ომები, სარწმუნეობრივი გენოციდი, ტერიტორიების ანექსია, ტყვეების ხარკად აღება, მონებით ვაჭრობა, სხვადასხვა ვარაუდებით მსხვერპლი 5 მილიონ ქართველს აჭარბებს. საქართველოში ოსმალეთის იმპერიის გავლენა დასრულდა 1877-78 წლის რუსეთ თურქეთის ომით. რომელიც 1800-იან წლებში დაიწყო. 

1. 1065 წელს თურქებმა პირველად ილაშქრეს საქართველოში, ააოხრეს თრიალეთი, სამცხე, შავშეთი, კლარჯეთი და ჯავახეთი. ალფ-არსლანმა აიღო ახალქალაქი და მოსახლეობა ამოწყვიტა.

2. 1068 წელს სელჩუკებმა კახეთ-ჰერეთი მოარბიეს.


3. 1079 წელს სელჩუკებმა კიდევ ერთხელ დალაშქრეს საქართველო.


4. 1080 წლიდან იწყება „დიდი თურქობა“. ველური, მომთბარე თურქები სასტიკად აოხრებენ შავშეთს, აჭარას, სამცხეს, ქართლს, არგვეთს, კლარჯეთს. წვავენ ქუთაისსა და არტანუჯს. შემოსევებმა მუდმივი ხასიათი მიიღო. თურქები ადრიან გაზაფხულზე მოდიოდნენ საქართველოში თავიანთი ჯოგით და დაზამთრებამდე აოხრებდნენ ქვეყანას. კლავდნენ, ძარცვავდნენ და ატყვევებდნენ ქართველებს. შემოსევების შედეგად განადგურდა სოფლის მეურნეობა, მოიშალა ეკონომიკა, მოსახლეობა მთებსა და გამოქვაბულებს აფარებს თავს. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ დამშეული მოსახლეობა ხშირად ფოთლებით იკვებებოდა.


5. 1104 - სელჩუკების შემოსევა საქართველოში. ერწუხის ბრძოლა.


6. 1110 - სელჩუკების შემოსევა და მათი დამარცხება დავით აღმაშენებლის მეირ თრიალეთთან.


7. 1115 – სელჩუკების შემოჭრა საქართველოში


8. 1118 თურქ-სელჩუკების შეჭრა ჯავახეთში, თუხარისის ერისთავის, ბეშქენ ჯაყელის მკვლელობა.


9. 1121 - მუსლიმთა კოალიცის შემოჭრა საქართველოში ილღაზის სარდლობით და მათი განადგურება დიდგორის ველზე.


10. 1123 - სულთან მაჰმუდ მუჰამედის შემოჭრა შირვანში და საქართველოსთვის ომის გამოცხადება.


11. 1123 - თურქების შეჭრა ანისში და ქართველების მიერ ანისის განთავისუფლება.


12. 1232 წელს რუმის თურქები შემოესივნენ საქართველოს, აიღეს 30 ციხე და ამოწყვიტეს მოსახლეობა.


13. 1367 - თურქებმა სამცხე დაარბიეს, გაძარცვეს და ტყვეები წაიყვანეს, შემდეგ კი დამარცხდნენ ბაგრატ მეხუთესთან ბრძოლაში.


14. 1373 - თურქების შეჭრა ჯავახეთში. ალასტანთან ბრძოლაში დაიღუპა ქსნის ერისთავი.


15. 1407 წელს თურქმანები საქართველოს შემოესივნენ. მათთან ბრძოლაში გმირულად დაეცა გიორგი VII, მეფე, რომელსაც ქედი ვერ მოახრევინა აზიის მბრძანებელმა, თემურ ლენგმა.


16. 1411 წელს თურქმანებთან ბრძოლაში დაიღუპა საქართველოს მეფე კონსტანტინე


17. 1473 - თურქმანების შემოსევა საქართველოში უზუნ-ჰასანის სარდლობით.


18. 1477 წელს უზუნ ჰასანმა მეორედ მოაოხრა საქართველო და თბილისი უბრძოლველად აიღო.


19. 1479 -თურქმანების შემოსევა სამცხეში და მათი მარცხი


20. 1482 - თურქმანების მიერ ახალციხის აღება, სამცხისა და დმანისის დარბევა, აწყურის ციხის აღება.


21. 1487 - თურქმანების ლაშქრობა საქართველოში. ქვემო ქართლის დარბევა.


22. 1488- თურქმანები იღებენ თბილისს და მოსახლეობას სასტიკად უსწორდებიან.


23. 1489 წელს ქართველებმა უბრძოლველად დათმეს თბილისი. თურქმანებმა თბილისში გარნიზონი ჩააყენეს.


24. 1498-1500 - ოსმალების შემოსევები სამცხესა და ჭანეთში


25. 1510 წელს ოსმალები სულთნის მემკვიდრე სელიმ ფაშას მეთაურობით იმერეთის სამეფოს დაესხნენ თავს, დაარბიეს და გადაწვეს ქუთაისი.


26. 1513 წელს ქართლში თურქების ლაშქრობა


27. 1520 წელს ყიზილბაშებმა შაჰ ისმაილის სარდლობით თბილისი აიღეს და გადაწვეს, შემდეგ კი სამცხე მოარბიეს.


28. 1543 წელს ოსმალები 22 000-იანი ლაშქრით ტაოში შეიჭრნენ და ოლთისს ალყა შემოარტყეს. ბაგრატმა მორჩილიება გამოუცხადა თურქებს, შემდეგ წამოეწია უკან გაბრუნებულ თურქებს და სასტიკად დაამარცხა მათივე ზარბაზნებით.


29. 1545 წელს ოსმალებმა დიდძალი ჯარი გამოგზავნეს სამცხეში. გადამწყვეტ ბრძოლაში სოხოისტასთან ქართველები დამარცხდნენ. აქედან მოყოლებული სამცხე ოსმალებმა საბოლოოდ დაიპყრეს.


30. 1549-1451 წელს ოსმალებმა მესხეთი ააოხრეს, თორთუმის ციხე აიღეს, მესხების ნაწილი დახოცეს, ნაწილი კი დაატყვევეს და მონებად აქციეს. ამის შემდეგ ოსმალები გურიას შეესივნენ და ჭანეთი მოწყვიტეს გურიას. 1551 წელს ოსმალებმა არტაანია იღეს და დაასრულეს სამცხის დაპყრობა.


31. 1555 წელს ამასიის ზავით ოსმალეთმა და ირანმა საქართველო გაიყვეს. დასავლეთ საქართველო და სამცხის დასავლეთ ნაწილი ოსმალეთს შეხვდა, აღმოსავლეთ საქართველო და სამცხის აღმოსავლეთ ნაწილი კი ირანს. როცა სულეიმანი სტამბულს დაბრუნდა დედამ ჰკითხა: „მიხარია მშვიდობით რომ დაბრუნდი შვილო ჩემო, მაგრამ ქართველები ხომ არ დაგსხმიან თავს? – არა დედაჩემო, ნუ გეშინია, ვინაიდან მე აღვმართე უმაღლესი კედელი ოსმალეთსა და საქართველოს შორის“ – როგორ შეძელ შვილო კედლის აშენება ამოდენა მანძილზე? – შევსძელ დედაჩემო, შევსძელ. მე იგი ავაგე ქართველების ხორცით და სისხლით, ამიერიდან ვერასოდეს გადმოლახავენ ქართველები ოსმალეთის საზღვარს.“ – მიუგო სულეიმანმა (სანიკიძე., ლ., დედა ისტორია, 2005, გვ. 183)


32. 1578 წელს ჩილდირის ველზე ერთმანეთს ოსმალეთი და ირანი დაეტაკა. ირანის მხარეს “ირანელი მესხები“ იბრძოდნენ, „თურქთა მესხები“ კი არ ჩანდნენ. ბრძოლა თურქთა გამარჯვებით დასრულდა. მანუჩარ ჯაყელი გვიან გამოცხადდა ბრძოლის ველზე და დაგვიანებისთვის მოიბოდიშა. თურქთა სარდალმა ლალა ფაშამ ირანის მხარეზე მებრძოლი მესხები გამოიყვანა და მანუჩარის თვალწინ ყველანი კოცონზე დააწვევინა.


33. 1578 წელს თურქები გადამწვარ თბილისში შევიდნენ, შემდეგ კი მთელი აღმოსავლეთ საქართველო დაიპყრეს.


34. 1579 - სიმონ მეფის ბრძოლა ქართლის დასაბრუნებლად, ოსმალების გაყრა ქართლიდან.


35. 1582 წელს ოსმალები ქართლში შემოიჭრნენ და გორის ციხე აიღეს, მაგრამ დამარცხდნენ სიმონ მეფესთან ბრძოალში. ჰადიმ ფაშამ მარცხი მანუჩარს გადააბრალა და გადაწყვიტა მისი მოკვლა. იგი კარავში მიიწვია მოსალაპარაკებლად და უიარაღო მანუჩარს 10 შეიარაღებული ოსმალო დაახვედრა. ერთ-ერთი ოსმალო მანუჩარს გადაუდგა იარაღით, მაგრამ მანუჩარმა თვალის დახამხამებაში გამოგლიჯა ხელიდან ხმალი და ისე უხეთქა, რომ თავი მუცლამდე გაუპო. ამის შემდეგ დანარჩენებს დაერია, თვით მეჰმედ ფაშას 5 ჭრილობა მიაყენა და ძვლივს გადაურჩა სიკვდილს. ამის შემდეგ სამცხეში სახალხო აჯანყება დაიწყო და განდევნეს ოსმალები სამცხის ციხეებიდან.


36. 1584 წელს ოსმალები ქართლში შეიჭრნენ, სიმონმა და მანუჩარმა ოსმალები სასტიკად დაამარცხეს.


37. 1585 წელს ოსმალები ისევ შემოიჭრნენ ქართლში, კვლავ დაიკავეს გორი, ლორე და მოაოხრეს ახლომდებარე სოფლები.


38. 1599 წელს ნახიდურთან ბრძოლაში ქართლის მეფე სიმონი ოსმალებმა ტყვედ ჩაიგდეს. მიუხედავად სიმონის შვილების მცდელობისა და უამრავი ფულის მიცემისა, მეფე ვერ დაიხსნენს. ოსმალებმა ფული ფულად მიითვალეს სიმონ მეფეს კი ტყვეობაში ამოხადეს სული.


39. 1609 წელს ოსმალები ქართლში შეიჭრნენ. გზაში მათ ადგილობრივი მღვდელი, თევდორე შეიპყრეს და უბრძანეს ცხირეთის ციხეში წაეყვანა ისინი, რათა ქართლის მეფე ტყვედ ჩაეგდოთ. სანაცვლოდ ოსმალები ოქორს სთავაზობდნენ მღვდელს, უარის თქმის შემთხვევაში კი სიკვდილით დასჯას შეპირდნენ. თევდორემ „მოსაფიქრებლად“ ცოტა დრო ითხოვა, მუხლებზე დაემხო და საქართველოს მომავალი შეავედრა ღმერთს, შემდეგ კი ოსმალთა სარდალს მიუბრუნდა და უთხრა – თანახმა ვარ, წაგიყვანთ მეფესთანო. თევდორემ ოსმალები სინამდვილეში სულ სხვა გზით წაიყვანა და დააშორა მეფის ბანაკს, რითაც ქართველებს დრო მიეცათ ლაშქრის შესაკრებად. როცა ეს ოსმალთა სარდალმა გაიგო, თევდორე სასტიკად აწამა და ბოლოს ხმლით აკუწა. ქართლში შემოჭრილი ოსმალები ქართველებმა გიორგი სააკაძის სარდლობით სასტიკად დაამარცხეს. მათი უმრავლესობა ამოწყვიტეს, ნაწილი კი ტყვედ წაასხეს.


40. 1634 – ოსმალთა დესანტის გადასხმა აფხაზეთში და აფხაზეთის მოოხრება.


41. 1703 წელს თურქებმა დასავლეთ საქართველო დაარბიეს.


42. 1723-1736 - თურქები შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ძალით იკავებენ, რითაც საქართელომ დაკარგა ზღვაზე გასასვლელი. ფოთში ფაშა დასვეს, დასავლეთ საქართველოს ციხეებში კი თურქული გარნიზონი ჩააყენეს.


43. 1723 -თურქების მიერ თბილისის უბრძოლველად დაკავება


44. 1733 წელს ოსმალებმა აზოვის სანაპიროების გამოხსნა გადაწყვიტეს და ამისთვის დასავლეთ საქართველოს მეფე მთავრები მოიწვიეს. დადიანმა უარი განაცხადა ლაშქრობაში მონაწილეობაზე, რის გამოც ოსმალებმა სამეგრელო სასტიკად მოაოხრეს.


45. 1737 - ახალციხის ფაშას მიერ სადამსჯელო ოპერაციის წამოწყება აჭარაში.

ეს არის ახალციხის მუზეუმში დაცული ხელნაწერი თუ როგორ ექცეოდნენ თურქები ქართველებს სამცხესა და აჭარაში, არც ისე შორს მე-18 საუკუნეში -" რომელ ხორციელ ენას შეუძლია წარმოთქვას, იმდროინდელ მამა-დედათა დასჯა-ტანჯვანი.ვის ცოცხალს ტყავს აძრობდნენ, ვის პალოზე გაკრულს ბაწრებით გულს უღებდნენ, ვის ნაკუწ-ნაკუწ სჭრიდნენ ხმლითა და ვის ხანჯლით გულ მუცელს უპობდნენ, ვის შამფურზე გაცმულს ცოცხლებრივ ცეცხლზე სწვავდნენ, ვის შიშველს გახურებულ საჯდომზედ აგებდნენ..

რკინის საწვავით ხვრეტდნენ, ვის ადუღებულ წყალში ხარშავდნენ, ვის გამდნარ ტყვიას ასხმდნენ პირში, ვის ანთებულ კირში აგდებდნენ"


46. 1757 წელს ხრესილის ბრძოლაში იმერეთის მეფემ სოლომონმა სასტიკად დაამარცხა იმერეთში შემოჭრილი თურქები.


47. 1758 წელს თურქებმა ორი ლაშქრობა მოაწყვეს იმერეთის დასასჯელად, მაგრამ სოლომონმა ისევ შეძლო მათი მოგერიება.


48. 1760 წელს ახალციხის ფაშამ სოლომონს ტყვეთა სყიდვის აღდგენა თხოვა, მაგრამ უარი მიიღო. სულთანმა იმერეთზე გალაშქრება ბრძანა. იამვე წელს იმერეთის ჯარებმა სასატიკად დაამარცხეხს იმერეთში შემოჭრილ თურქთა 20 000-იანი ლაშქარი.


49. 1763 წელს იმერეთმა თურქთა 13 000-იანი ჯარი მოიგერია, რომელსაც სათავეში ერზრუმის ფაშა ედგა.


50. 1763 წელს მეორე ლაშქრობა მოაქწყვეს თურქებმა იმერეთში, მაგრამ ამჯერადაც დამარცხდნენ.


51. 1764-1766 წლებში თურქებმა კიდევ რამდენიმე ლაშქრობა წამოიწყეს იმერეთის სამეფოს წინააღმდეგ, მედგარი წიონააღმდეგონის მიუხედავად ბოლოს ქუთაისსაც მიაღწიეს. სოლომონი იძულებული გახდა ქუთაისს გაცლოდა და უკან დაეხია. იმერეთში ახალციხის ფაშამ 4000-იანი გარნიზოი ჩააყენა. სოლომონი მარცხს არ შეგუებია, ლეკების დამხმარე ჯარი გამოიყვანა და თავისი პოზიცია აღადგინა.


52. 1783 - მუსლიმთა კოლიციური ლაშქრობა ქართლ-კახეთზე, ახალციხის ფაშას მეთაურობით.


53. 1853 წელს ოსმალთა 60 000-იანი ლაშქარი დასავლეთ საქართველოში შეიჭრა, გურიის საზღვარზე მათ ქართულ საგუშაგოზე მიიტანეს იერიში. საგუშაგოს რუს-ქართველთა რაზმები იცავდა. მათ ბოლომდე იბრძოლეს და გმირულად შეაკვდნენ მტერს.


54. 1855 წელს ოსმალებმა დიდი დესანტი გადმოსხეს აფხაზეთში, იქედან კი სამეგრელოს შეესივნენ.


55. 1917 წელს რუსეთში რევოლუცია მოხდა და კავკასიის ფრონტი დაიშალა. ამით ისარგებლეს თურქებმა და საზღვარი გადმოლახეს. ახლადჩამოყალიბებულმა ქართულ-სომხურმა გვარდიებმა ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა. თურქებმა მოახდინეს ბათუმის, ყარსის ოლქების,ოზურგეთის მაზრისა და ახალციხის მაზრის ოკუპაცია.


56. 1921 წელს თურქეთი ომის გამოუცხადებლად დაესხა თავს საქართველოს და მაოხდინა ტაო-კლარჯეთის ანექსირება. აქედან ისინი აჭარაში შეიჭრნენ, მაგრამ დამარცხდნენ გენერალ მაზნიაშვილთან ბრძოლაში და უკან დაიხიეს.


ყველაზე დიდი და აუნაზღაურებელი ზარალი, რაც თურქეთმა მოგვაყენა, ეს არის მოსახლეობის უმოწყალოდ ხოცვა. ცნობილია, რომ მე-12 საუკუნეში, თამარის მეფობის დროს ქართველების რაოდენობა 8 მილიონი იყო. გამუდმებული ომიანობის, ტყვეთა სყიდვის, თარეშის და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის გამო მე-18 საუკუნეში ქართველები გადაშენების პირას იყვნენ მისულები. მე-12 საუკუნიდან 6 საუკუნის გასვლის შემდეგ ქართველების რაოდენობა 20-ჯერ შემცირდა და 400 000-მდე დაეცა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.08.2022
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0