სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11165

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
16 (თექსვმეტი) ლიხაურელი 23/10/1877 წელი აჭარის დაბრუნება, სოფ ლიხაური, ოზურგეთი 16 (თექსვმეტი) ლიხაურელი 23/10/1877 წელი აჭარის დაბრუნება, სოფ ლიხაური, ოზურგეთი
ბმულის კოპირება

სიახლეები

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

392       ბეჭდვა

16 (თექსვმეტი) ლიხაურელი 23/10/1877 წელი აჭარის დაბრუნება, სოფ ლიხაური, ოზურგეთი

მთავარი ფოტო რუსლან შოთს ძე ურუშაძე დაბადებულია 20 იანვარი 1951 წელს თბილისში, მამა დაიბადა ოზურგეთში, ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმის ხელმძღვანელი სოფელ ლიხაურში

შეტაკება მოხდა სოფელი ქაქუთი, ქობულეთი

1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს მთელს საქართველოში რუსის ჯარის დასახმარებლად დიდი მოძრაობა გაჩაღდა. ქართველმა ინტელეგენციამ ეს ომი თურქეთის მიერ მიტაცებული მიწა-წყლის შემოერთების საქმეს დაუკავშირა, რადგან იმედოვნებდა, რომ შედეგად მოჰყვებოდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გათავისუფლება და ამისთვის ფართო აგიტაცია-პროპაგანდა გააჩაღა. 1876 წელს ჩამოყალიბდა ოზურგეთის მაზრის მაცხოვრებლებისაგან შეკრებილი მოხალისეთა მილიცია. საინტერესოა, რომ გაწვევისთვის დანიშნულ ადგილას ნაცვლად ათასი კაცისა გამოცხადდა სამი ათასი მოხალისე. მოხალისეებად გამოცხადენ 13-14 წლის ბიჭებიც კი. ომის მონაწილე გენერალ-მაიორის, ქობულეთის რაზმის გურიის 1-ლი დრუჟინის პირველი მეთაურის   ივანე მაყაშვილის გადმოცემით, ახალგაზრდები ცრემმორეული ითხოვდნენ, რომ დაუყონებლივ ჩაერიცხათ ჯარში და ბრძოლის ველზე გაეგზავნათ. ისინი ყველა რაზმში ჩარიცხეს, რომელიც რეგულარული ჯარის მსგავსად, სახელმწიფო ხარჯზე იყვნენ გადაყვანილნი. ივანე მაყაშვილი წიგნში Историческая записка 1-й пешей гурийской дружины в войну 1877-78 гг.,(1913) წერდა: Генерал Денибеков… любовался представительностью и стройностью гурийцев. Вы  гурийцы молодцы, надеюсь, в случае  придется драться с турками покажете себя героями”. С такими молодцами смело можно идти в бой.


თუ რა თავგანწირვით იბრძოდნენ ისინი მტრის წინააღმდეგ, ამას გენერალი კოლუბიაკინი იტყობინებოდა: “ყველანი ხარკს უხდიან გურიის რაზმის დაუვიწყარ გმირობას, ლაშქრისა, რომელიც ამ დღეებში, როგორც ჩვენი მსუბუქი ქვეითი ნაწილი და ადგილმდებარეობასთან უფრო გაცნობილი, მუდამ წინ იყო და თავის მხრებზე გადაიტანა ომის მთელი სიმძიმე”.

ცნობილია 16 ლიხაურელი გლეხის გმირობა, რომლებიც ომის დაწყების პირველსავე დღეს მოხალისეებად ჩაირიცხნენ ჯარში და ხუთი თვის განმავლობაში მამაცურად იბრძოდნენ. ივანე მაყაშვილის წიგნში ვკითხულობთ:  Лехаурцы эти много способствовали успешному действию целой Гурийской дружины как самые боевые и воинственные, при том прекрасно знакомые с местностью.

ლიხაურელები გურიის დრუჟინის მთავარი მეგზურები იყვნენ. თურმე მათი ჩაცმულობა, ე.ი. ჩაქურა და აღჭურვილობა ხელს უწყობდა, რათა ყველაზე ძნელად გასავალ ადგილებში მათ ადვილად ემოძრავად და მტერს შეუმჩნევლად მიახლოვებოდნენ. ასევე, აღნიშნავდნენ, რომ ლიხაურელები, ისევე, როგორც სხვა გურულები, ჩუბინები იყვნენ, მიზანს არ აცილებდნენ და დიდი ზიანს აყენებდნენ მტრის ცოცხალ ძალას. 


1877 წლის 19 ოქტომბერს, საბრძოლო დავალების შესრულების დროს თექვსმეტივე ლიხაურელი გმირულად დაიღუპა. მაინტერესებდა, რა მდგომარეობაში დაიღუპნენ გურულები და ეს ამოვიკითხე ივანე მაყაშვილის წიგნში.

ერთ-ერთი ბრძოლის წინ, სანამ გურულების ასეული პოზიციებს დაიკავებდა, ლიხაურიდან გამოცხადდა 16 ლიხაურელი და ითხოვა რომ მზვერავებად წინ გაეშვათ. მათ დართეს ნება და ისინი დიდი სიხარულით გადავიდნენ მდინარე ჩოლოქის მეორე მხარეს. მას მიჰყვა გურულთა ასეული. ეს მანევრი შენიშენეს თურქებმა და ძალიან ფრთხილად, ჯარი, რომელიც ოთხჯერ მაინც აღემატებოდა ასეულს, დაიძრა მათ მხარეს. დრუჟინის მეთაურმა მაყაშვილმა გაიგო რა თურქების მანევრის შესახებ, სასწრაფოდ მოითხოვა პლასტუნების ასეულის უფროსისაგან, რათა დასახმარებლად გასულიყვნენ. მაგრამ მან უარი განუცხადა იმ მიზეზით, რომ ჯარისკაცები მშივრები  არიანო და როცა დავაპურებთ  მაშინ გავემგზავრებით ჩვენი მეზობლების, გურულების დასახმარებლადო.

ამასობაში ატყდა სროლა, ლიხაურელები კი გადაეყარნენ თურქთა ორასკაციან ჯარს და თექვსმეტივე ლიხაურელი ბრძოლაში დაიღუპა. თურქებმა მათ თავები და ხელები მოკვეთეს… მხოლოდ ამის შემდეგ გაემართა პლასტუნთა რაზმი დასახმარებლად, მაგრამ მოწინააღმდეგეს უკან დაეხია. მეორე დღეს პორუჩიკი ღლონტი რამდენიმე გურულთან ერთად გაემართა ბრძოლის ადგილას და იქ ნახა თავ და ხელმოკვეთილი გვამები. ღლონტი მაშინვე დაბრუნდა ქაქუთის პოსტზე, საიდანაც გაგზავნილ იქნა შეიარაღებული რაზმი გვამების წამოსაღებად, რომლებიც ლიხაურში აიტანეს და დიდი პატივით დაასაფლავეს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.10.2022
ბოლო რედაქტირება 24.10.2022
სულ რედაქტირებულია 1





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0