სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10700

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ალბერტ შინოვი 1976-1993წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. გალი ცხოვრ. ჩოხატაური ალბერტ შინოვი 1976-1993წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. გალი ცხოვრ. ჩოხატაური

1976-1993 წწ. გარდ. 17 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი შინოვი სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

44       ბეჭდვა

ალბერტ შინოვი 1976-1993წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. გალი ცხოვრ. ჩოხატაური

ალბერტ შინოვი ვიაჩესლავის ძე, დაიბადა გალის რაიონში 1976 წელს. ცნობილია, რომ ოჯახთან ერთად, გურიაში, აფხაზეთიდან გადმოვიდა საცხოვრებლად.



18 წლის იყო, როდესაც აფხაზეთის ომში წავიდა. მსახურობდა ქუთაისის 21-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეორე ბატალიონში. დაიღუპა სოხუმში, 1993 წლის 25 სექტემბერს. ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ალბერტ შინოვს არ ჰყავს ცოცხალი ოჯახის წევრები, რაც ართულებს მისი ნეშტის ამოცნობის პროცესს.  



ზურაბ პრელმანი- ალბერტ შინოვის თანამებრძოლი:  " ალბერტ შინოვის ოჯახი, როგორც მისგან ვიცოდი, აფხაზეთიდან, კონკრეტულად გალიდან გადმოსულა გურიაში საცხოვრებლად.  სამი დედმამიშვილი ყოფილან, მაგრამ შემდეგ, მამას, ორი წაუყვანია და ალბერტი დედასთან ერთად ცხოვრობდა ჩოხატაურში. წარმოშობით რუსი იყო, მაგრამ საქართველოს მოქალაქე გახლდათ და საქართველოსთვის უძგერდა გული. კომისარიატს, 18 წლის ბიჭები არ მიჰყავდა მაშინ ჯარში, ის მოხალისედ, თავისი სურვილით წავიდა, ალბათ  ჯარში და ჩვენთან აღმოჩნდა ქუთაისში, 21-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეორე ბატალიონში. ძალიან გულიანი, მამაცი, ერთგული და პატიოსანი ბიჭი იყო. მეგობრის გამო დაუფიქრებლად გაწირავდა თავს. პატარა იყო, მაგრამ, ვაჟკაცურად იბრძოდა გამოცდილი მებრძოლების გვერდით.  მისი ნათლია ვიყავი,  სოხუმში მოვნათლეთ. მეუფე კალისტრატე გვახლდა,  გვითხრა, ომში მოუნათლავი ადამიანის წასვლა არ შეიძლებაო და მოვნათლეთ...


22 სექტემბერს, თვითმფრინავით სოხუმში გაფრენა მოგვიხდა. დაახლოებით 7 საათი გვალოდინეს_ სოხუმი უარზე იყო ჩვენ მიღებაზე. რადგან ქალაქი ინტენსიურად იბომბებოდა. თვითმფრინავის დაჯდომა უდიდეს რისკებთან იყო დაკავშირებული, თუმცა, ბოლოს მაინც ჩავფრინდით. ზუსტად იმ დღეს დაეშვა ჩვენი ბორტი ბაბუშერას აეროპორტში, როცა თბილისიდან ჩაფრენილი თვითმფრინავი, რუსული საზენიტო ჭურვების შედეგად შუაზე გაიპო და ცეცხლი ეკიდა.

რომ ჩავფრინდით, პოზიციებზე გაგვანაწილეს, ჩვენ ახალ რაიონში, მოგვიწია გასვლა. იქ დაიღუპა ალბერტი, ორმხრივი შეტაკების დროს, მუხრან  თუთისანთან ერთად. იმ მომენტში მათი ცხედრების გამოყვანა ვერ მოხერხდა, რადგან მეც დავიჭერი.  შემდეგ კი, სოხუმი დაეცა და აფხაზეთი დროებით დავკარგეთ... 

უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ალბერტი. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ არავინ ცოცხალი ნათესავი არ ჰყავს, ვისგანაც შეიძლება წითელმა ჯვარმა დნმ-ის ნიმუში აიღოს. დედა გარდაცვლილი ჰყავს. მამის და დედმამიშვილების შესახებ არავინ არაფერი  იცის. მე მგონია, რომ ალბერტ შინოვის ნეშტი გადმოსვენებულია და ის ამოუცნობ ნეშტებს შორის არის, რადგან დნმ-ის ნიმუში, შესადარებლად, არ არსებობს. თუთისანის ნეშტი გადმოსვენებულია და ამოცნობილი. შეუძლებელია, მასთან ერთად არ ყოფილიყო შინოვი, რადგან ერთად დაიღუპნენ. ყველა გადმოასვენეს და იდენტიფიცირებულია, ვინც იმ ტერიტორიაზე დაიღუპა.

მას, აქ არ ყავს ჭირისუფალი, დამტირებელი, თუმცა, მისი ჭირისუფალი ხომ მთელი საქართველოა, რომელსაც დაუფიქრებლად შესწირა თავისი სიცოცხლე 18 წლის ბიჭმა... 

...ჩვენ, მის თანამებრძოლებს,  ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, როგორმე მოახერხოს წითელმა ჯვარმა ნეშტის იდენტიფიცირება, რომ უკანასკნელი პატივი მივაგოთ მის ხსოვნას და ძმათა სასაფლაოზე დავასაფლავოთ. ეს მამაცი ბიჭი იმსახურებს, უკანასკნელი პატივის მიგებას..."

აფხაზეთში დაღუპული ჩოხატაურელი მებრძოლების (მამუკა კალანდაძე, გია სიხარულიძე, ზაზა ცინცაძე, ლექსო ბერაძე, გურამ უჯმაჯურიძე, გელა ბელაუსოვი, გოჩა უნგიაძე, ალბერტ შინოვი, ნუგზარ კიკვაძე, გოჩა ონიანი, გია ტრაპაიძე, ზურაბ კიკვაძე)


მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.11.2022
ბოლო რედაქტირება 02.12.2022
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.06.2023
სულ რედაქტირებულია 2



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0