ითანამშრომლა თეა სიხარულიძე გენოს ასული წარმომავლობით სოფელი ერკეთი ჩოხატაური
1918 წლის 11 აპრილს მაშინდელ ოზურგეთის მაზრაში, სოფელ ვაშნართან, ოსმალოებსა და ქართველებს შორის ურთიერთშეტაკების შედეგად დაღუპული 35 გმირის ისტორია, რომლის თანახმად, გურული მოხალისეების ასეულმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის შტაბიდან მიიღო ბრძანება, რომ ოსმალებისათვის შეეტიათ. მაზნიაშვილის შტაბს პოდპოლკოვნიკი კოსტილი ხელმძღვანელობდა. ამ ბრძოლაში მონაწილე 35 ადამიანი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯირიდან იყო.
გთავაზობთ იმ 35 ადამიანის სიას, რომლებმაც ასი წლის წინ სამშობლოს ერთიანობას შესწირეს თავი:
ივანე გუჯაბიძე,
მოსე გუჯაბიძე,
კასიანე გურგენაძე, პლატონ გურგენაძე,
სერგო გურგენაძე, კალისტრატე გურგენაძე,
ვასო გურგენაძე,
ბათლომე ილიას ძე ტიკარაძე,
ბათლომე ტიკარაძე,
მიხეილ კოსტავა,
გრიგოლ სარჯველაძე,
აკაკი გუჯაბიძე,
ლადიკო ტუღუში,
ფილიპე ტუღუში,
გიორგი გურგენაძე,
ვიქტორ ჩხარტიშვილი,
იგორ გურგენაძე,
თედორე ხომერიკი,
ლადიკო გურგენაძე,
პანტელეიმონ გუმბარიძე,
მიხაკო ფიროღლი,
ლევან მეფარიშვილი,
ლ. ტიკარაძე,
ასალო ტიკარაძე,
მოსე ტიკარაძე,
სოლომონ მშვიდობაძე,
სიმონ ტიკარაძე,
სიო ტიკარაძე,
ი.მ. ტიკარაძე,
ვასო გუჯაბიძე,
პილატე ტუღუში,
ნესტორ გურგენაძე,
ლადიკო გუმბარიძე.
მათ გვერდით იბრძოდნენ – ქვიანელი იური აროშიძე ,სუფსელი კალისტრატე ღლონტი,ჯაპანელი ტარასი ღლონტი .
ძმები გუჯაბიძეები პირდაპირ ქორწილიდან გაუშვია დედას ომში.
წადით იბრძოლეთ და იცოდეთ აუცილებლად გამარჯვებული და აუცილებლად ცოცხლები დამიბრუნდითო.
ივანე გუჯაბიძემ ძმა მოიკითხა ბრძოლის დროს და უთხრეს შენი ძმა მოსე გულში იყო დაჭრილი.
მარცხენა ხელი ჭრილობაზე ეფარა სისხლი დიოდა და მარჯვენათი ხმლით იბრძოდაო .
ძმა შებრუნდა ძმის მოსაძებნად ცოცხალი დედას ვერ ვეჩვენებიო და ორივე იქ დაეცა .
აი ამ ერთ უსახურ საფლაშია ჩვენი გმირები დაკრძალული.სადაც დაღუპულან იქვე დაუკრძალავთ, ოზურგეთში,სოფ :გურიანთაში.(ვაშნარში.)
აბ ბიჭების უმრავლესობა 17 წლამდე ასაკის იყო.
ეს არის გმირების ისტორია რომლებიც თურქებს შეაკვდნენ გურია აჭარის განთავისუფლებისთვის!!
წყარო:
მართლმადიდებული საქართველო
რეგიონალური კვირა
კოლხეთი - Kolkheti Region, Georgia