მოხუცი და სიკვდილი. მხატვარი ლეონ ლერმიტი (1844-1925)
ერთ მოხუცს ზურგზე შეშა აეკიდა და სახლისაკენ მიჰქონდა. მძიმე ტვირთმა ძალა გამოაცალა და ძლივსღა მილასლასებდა. ბოლოს მოთმინება დაეკარგა, შეშა მიწაზე დაყარა და სიკვდილს მოუხმო. სიკვდილმა არ დააყოვნა და მოხუცს გამოეცხადა. – რისთვის მიხმობდი? – ჰკითხა მან, –მოხუცი გაფითრდა და ხმის კანკალით მიუგო: – მინდოდა დამხმარებოდი შეშის აკიდებაში, ახლა რომ მხრებიდან ჩამომცვივდაო. – სიკვდილმა თხოვნა აუსრულა. მოხუცი უკანმოუხედავად გარბოდა და სახლამდე ისე მივიდა, რომ დაღლა არ უგრძვნია.