იბრაგიმ ასკაროგლი აბაზის-ძე
რიგითი, მეექსკავატორე. (06.01.1969-03.07.1988)
დაიბადა ქ.ქარელში. ეროვნრბით აზერბაიჯანელია.
სწავლობდა სპეციალიზირებულ პროფესიულ-ტექნიკურ სასავლებელ-№ 40-ში.
1987 წლის 17 ნოემბერს გაწვეულ იქნა ნამდვილ სავალდებულო სამხედრო სამსახურში ქარელის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ. ავღანეთში მსახურობდა 1988 წლის მაისიდან.
« 1988 წლის 3 ივლისს, მესანგრეთა ჯგუფის შემადგენლობაში მონაწილეობდა დანაღმული ველის მოწყობაში დასახლებულ პუნქტ ფაიზაბადის რაიონში.
საბრძოლო დავალებიდან მუდმივი დისლოკაციის პუნქტამდე დაბრუნებისას მესანგრეებმა აღმოაჩინეს მოწინააღმდეგე და შეებრძოლნენ მას. სასტიკი ბრძოლის დროს შეიქმნა ჯგუფის ალყაში მოქცევის საფრთხე. ავტომატის ცეცხლით ფარავდა თანამებრძოლეების უკან დახევას, რომლის დროსაც ასკაროგლი დაიღუპა.»
მამაცობისა და თავდადებისათვის დაჯილდოვდა «წითელი ვარსკვლავის» ორდენით (სიკვდ. შემდეგ).
დაკრძალულია ქ.ქარელში.
თარგმანი მამუკა გოგიტიძე დ.1963 წ. აკადემიკოსი, სამხედრო მკვლევარი, წარმ. სოფ. ჭოკნარი სამტრედია