პეტრე ბაჩკალოვი პეტრეს-ძე
მაიორი, საზენიტო-საარტილერიო პოლკის შტაბის უფროსი (11.02.1950-08.06.1984).
დაიბადა ქ.გორში. საბჭოთა არმიაში მსახურობდა 1968 წლის 1 სექტემბრიდან. დაამთავრა პოლტავის უმაღლესი საზენიტო-სარაკეტო სამეთაურო სასწავლებელი და სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინაღო თავდაცვის სამხედრო აკადემია.
ავღანეთში მსახურობდა 1983 წლის სექტემბრიდან.
«არაერთხელ მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში.
1984 წლის 10 მაისს ოსტატურად მართავდა ცეცხლს. განადგურებულ იქნა 2 ნაღმსატყორცნი და 5 ტყვიამფრქვევი.»
გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობის შედეგად.
მამაცობისა და თავდადებისათვის დაჯილდოვდა «წითელი ვარსკვლავის» ორდენით (სიკვდ. შემდეგ).
დაკრძალულია ქ.პოლტავაში (უკრაინა).
თარგმანი მამუკა გოგიტიძე დ.1963 წ. აკადემიკოსი, სამხედრო მკვლევარი, წარმ. სოფ. ჭოკნარი სამტრედია