Всего визиторов : 5921754241
Опубликованных статей : 9044

Главная

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი
ნინო დუმბაძე 1919-1983წწ ოლიმპიური პრიზიორი მძლეოსნობა დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი ნინო დუმბაძე 1919-1983წწ ოლიმპიური პრიზიორი მძლეოსნობა დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი ნინო დუმბაძე 1919-1983წწ ოლიმპიური პრიზიორი მძლეოსნობა დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი ნინო დუმბაძე 1919-1983წწ ოლიმპიური პრიზიორი მძლეოსნობა დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი

1919-1983 წწ. გარდ. 64 წლის

მაქს.წარმატება 33 წლის

გვარი დუმბაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

116       ბეჭდვა

ნინო დუმბაძე 1919-1983წწ ოლიმპიური პრიზიორი მძლეოსნობა დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
10
3
3

23.05.1919, ოდესა - 14.04.1983, თბილისი. 1952 ჰელსინკი, ფინეთი - ბრინჯაო


მძლეოსნობა, ბადროს ტყორცნა. XV ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1952, ჰელსინკი), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1946, 50), სსრკ რვაგზის ჩემპიონი (1939, 43, 44, 46-50), ოთხგზის მეორე (1951, 52, 54, 55) და მესამე პრიზიორი (1953), მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ჩემპიონი (1949). მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი (1948 - 53,25 მ; 1951 - 53,37 მ; 1952 - 57,04 მ). მისი პირადი საუკეთესო შედეგი - 57,04 მ - 1960 წლამდე მსოფლიოს რეკორდი იყო (1939, 44 და 46 წლებში ოთხჯერ აჩვენა მსოფლიოს რეკორდზე უკეთესი შედეგი. იმ წლებში სსრკ მძლეოსნობის ფედერაცია არ იყო საერთაშორისო ფედერაციის წევრი და ამის გამო ეს შედეგები ოფიციალურ რეკორდთა სიაში არ შეუტანიათ). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ბრინჯაოს პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.


მძლეოსნობა (ბადროს ტყორცნა)

ტიტულები:

ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი: 1952 (ჰელსინკი; 46.29მ)

ევროპის ჩემპიონი: 1946 (ოსლო, ნორვეგია; 44.52მ), 1950 (ბრიუსელი, ბელგია; 48.03მ)

სსრკ ჩემპიონი: 1939 (46.83მ), 1943 (48.77მ), 1944 (49.88) 1946 (46.63მ), 1947 (44.48მ), 1948 (50.19მ), 1949 (52.27მ), 1950 (51.02მ)

სსრკ ვიცე-ჩემპიონი: 1952 (51.36მ), 1954 (48.19მ), 1955 (53.52მ)

სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1951 (44.82მ), 1953 (46.70მ)

მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი: 1949 (51.24მ)

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1943

სხვა ჯილდოები:

ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენი - 1999 (გარდაცვალების შემდეგ)

*-1939 (49.11მ - მოსკოვი და 49.54მ - თბილისი), 1944 (49.88მ - მოსკოვი) და 1946 (50.50მ - სარპსბორგი, ნორვეგია) წლებში 4-ჯერ არჩვენა მსოფლიო რეკორდზე უკეთესი შედეგი. მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია მხოლოდ იმიტომ არ აღიარებს ნინო დუმბაძის მიღწევებს, რომ იმ წლებში საბჭოთა კავშირის მძლეოსნობის ფედერაცია მისი წევრი არ იყო.

*-1939 წელს გახდა პირველი საბჭოთა ქალი, რომელმაც ოლიმპიურ სახეობაში მსოფლიო რეკორდზე უკეთესი შედეგი აჩვენა. საუკეთესო მიღწევა - 48.31მ - ჟიზელ მაუერმაიერს ეკუთვნოდა, ნინო დუმბაძემ კი ერთ-ერთ ცდაზე 49.11 მეტრით დააფიქსირა

*-1946 წლის 29 აგვისტოს, ნორვეგიის ქალაქ სარპსბორგში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბადრო 50 მეტრზე შორს - 50.50 მეტრზე და გახდა პირველი ქალი, რომელმაც ეს მოახერხა. მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ნინო დუმბაძის რეკორდი ზემოხსენებული მიზეზით არ აღიარა, თუმცა ოფიციალურად ადასტურებს, რომ პირველი ქალი, ვინც 50 მეტრს გადასცდა, სწორედ დუმბაძეა.

*-1948 წელს საკავშირო ჩემპიონატი მოსკოვში 50.19 მეტრით მოიგო. იმ წელს გამართულ ლონდონის ოლიმპიადაზე ამავე დისციპლინაში ფრანგმა მძლეოსანმა მიშლენ ოსტერმაიერმა 41.92 მეტრით მოიგო ოქროს მედალი. საბჭოთა კავშირი ოლიმპიურ თამაშებზე პირველად 1952 წელს გამოჩნდა.

*-3-ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი: 1948 (53.25მ), 1951 (53.37მ), 1952 (57.04მ)

*-მისი პირადი საუკეთესო შედეგი - 57.04მ - 1960 წლამდე მსოფლიო რეკორდი იყო. ეს შედეგი მან 1952 წლის 18 ოქტომბერს თბილისში დააფიქსირა.

*-13 სეზონის განმავლობაში მისი შედეგები საუკეთესო იყო მსოფლიოში: 1937, 1939, 1943-1952 და 1954 წლებში.

*-დაჯილდოებულია საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ბრინჯაოს პრიზით (გარდაცვალების შემდეგ).

პირველი ადგილი()

მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1950, კიევი, უკრაინა

პირველი ადგილი()

მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1949, მოსკოვი, რუსეთი

პირველი ადგილი()

მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1948, ხარკოვი, უკრაინა

პირველი ადგილი()

მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1947, ხარკოვი, უკრაინა

პირველი ადგილი()

მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1946, დნეპრი, უკრაინა

პირველი ადგილი()

მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1944, მოსკოვი, რუსეთი

პირველი ადგილი()

მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1943, ნიჟნი ნოვგოროდი, რუსეთი

პირველი ადგილი()

მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1939, ხარკოვი, უკრაინა

პირველი ადგილი()

მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1950, ბრიუსელი, ბელგია

პირველი ადგილი()

მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1946, ოსლო, ნორვეგია

მესამე ადგილი()

ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები 1952, ჰელსინკი, ფინეთი


ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 01.01.2021


რედაქტირება ფოტო დავით ფეიქრიშვილი 24.01.2022