სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
6.8 ალექსანდრე III 1639 -1660 წწ.I იმერეთის მეფე

ალექსანდრე III (გ. 1660) — იმერეთის მეფე 1639-1660გიორგი III-ის უფროსი შვილი. ებრძოდა გაძლიერებულ ფეოდალურ ანარქიას. მხარს უჭერდა თავის სიმამრს თეიმურაზ I-ს (ცოლად ჰყავდა თეიმურაზის ქალიშვილი დარეჯანიზურაბ არაგვის ერისთავის ქვრივი) ირანის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. თეიმურაზის გავლენით ურთიერთობა დაამყარა მოსკოვის სახელმწიფოსთან და რამდენიმეჯერ (164916511656) გაგზავნა ელჩები. 1651წლის 9 ოქტომბერს ხელი მოაწერა მოსკოვის ხელმწიფის ერთგულების ფიცის წიგნს.

ალექსანდრე III ოცი წლის მანძილზე ებრძოდა ოდიშის მთავარ ლევან II დადიანს1657 წელს კი, როდესაც ლევან II გარდაიცვალა, გაილაშქრა ოდიშზე, გადააყენა ლიპარიტ დადიანი და მთავრად თავისი ერთგული კაცი ვამეყ III დადიანი დანიშნა (1658), გურიის მთავრადაც თავისი მომხრე დემეტრე სიმონის ძე დასვა. ამით ორივე სამთავრო დაიმორჩილა და შეძლო დროებით განემტკიცებინა იმერეთის საშინაო მდგომარეობა.

6.5 ლევანი 1583- 1590 წწ. იმერეთის მეფე

ლევანი (გ. 1590) — იმერეთის მეფე 1583-1590გიორგი II-ის ძე. მცირეწლოვან მეფეს ტახტს ეცილებოდა ბიძამისი კონსტანტინე ბატონიშვილი. ლევანი კონსტანტინეს წინააღმდეგ დაუკავშირდა ოდიშის მთავარს მამია IV დადიანს. ამ კავშირის განსამტკიცებლად მან ცოლად შეირთო მამიას და მარეხი. 1587 წელს ლევანმა დადიანის დახმარებით ზემო იმერეთში ილაშქრა, დაამარცხა კონსტანტინე და მას დაპყრობილი ტერიტორიები ჩამოართვა. ლევანი მალე მოურიგდა ბატონიშვილს და საუფლისწულო გამოუყო იმერეთში. შემდეგში ქართლის მეფე სიმონ I შეეცადა ესარგებლა დასავლეთ საქართველოში დაწყებული შინაომებით და დააპირა მისი შემოერთება ან იქ თავისი გავლენის განმტკიცება. სიმონს მხარს უჭერდნენ ზემო იმერეთის თავადებიც. სიმონმა 1588 წელს იმერეთში ილაშქრა. ლევანმა დახმარება სთხოვა დადიანსა და გურიელს, მაგრამ ისინი მეფეს არ მიეშველნენ. გოფანთოს ბრძოლაში ლევანი დამარცხდა და ლეჩხუმში გაიქცა. სიმონმა იმერეთი დაიპყრო და ქართლში დაბრუნდა, რადგან ქართლს ოსმალთაგან საფრთხე მოელოდა. შექმნილი ვითარებით ისარგებლა ლევანმა და იმერეთში თავისი ხელისუფლება აღადგინა. ამის შემდეგ მეფესა და მამია IV დადიანს შორის ურთიერთობა უფრო გამწვავდა. 1590 წელს ქუთაისში მომხდარ ბრძოლაში ლევანი ტყვედ ჩაუვარდა დადიანს, რომელმაც იგი შხეფის ციხეში გამოკეტა, სადაც მალე გარდაიცვალა.

6.4 გიორგი II 1565-1583 წწ იმერეთის მეფე

გიორგი II — იმერეთის მეფე 1565-1583ბაგრატ III-ის ძე. მეფობის პირველ წლებში, ოდიშისა და გურიის მთავართა გათიშვის მიზნით, გურიელს დაუმოყვრდა. ლევან I დადიანმა გიორგი II-ის ტახტიდან ჩამოგდება და მისი ბიძაშვილის ხოსრო ბატონიშვილის გამეფება განიზრახა. მეფის წინააღმდეგ დადიანს შეუკავშირდა ჭილაძეთა საგვარეულოს მეთაური ვარაზ ჭილაძეც1565 წელს იანეთთან მომხდარ ბრძოლაში გიორგი II-მ დაამარცხა დადიანი, მისი მომხრეები და საჯავახო დაიპყრო. მეფის გაძლიერების შიშმა დადიანი და გურიელი შეაკავშირა. მათ შეერთებული ძალით წაართვეს გიორგი II-ს საჯავახო და შუაზე გაიყვეს. ამ შინაფეოდალური ომის გარდა გიორგი II-ს ბრძოლა უხდებოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგაც. 1578 წელს მან ლიხის მთის სიმაგრეებთან დაამარცხა და უკუაგდო ლალა-ფაშას მიერ იმერეთის დასალაშქრად გამოგზავნილი რაზმი.

6.1 ბაგრატ II (1438-1478) 1463-1466 წწ. იმერეთის მეფე

იმერეთში ბაგრატ II (დ. დაახლოებით 1439 — გ. 1478) — იმერეთის მეფე 1463-1466, ქართლ-იმერეთის მეფე 1466-1478, ბაგრატიონთა იმერეთის შტოს წარმონადგენელი, ალექსანდრე I-ის ძმის გიორგის ძე. XV საუკუნისშუა წლებში იყო სამოქალაქოს ერისთავი. სამეფო ხელისუფლების მოწინააღმდეგე ყვარყვარე II ჯაყელთან კავშირის გამო საქართველოს მეფე გიორგი VIII-მ ბაგრატ VI-ს 1462 ქუთაისი ჩამოართვა. ბაგრატ VI აჯანყდა, 1463 ჩიხორის ბრძოლაში გიორგი VIII დაამარცხა და იმერეთის მეფედ ეკურთხა. 1465 გიორგი VIII ყვარყვარე II ჯაყელმა დაატყვევა; ბაგრატ VI-მ ამით ისარგებლა, ქართლში გადავიდა და 1466 თავი მეფედ გამოაცხადა. 1477 საქართველოში შემოჭრილმა ირანის ლაშქარმა უზუნ-ჰასანის მეთაურობით თბილისიგორი და ქართლის ვაკე დაიკავა. ბაგრატ VI უზუნ-ჰასანს დაუზავდა და ხარკი იკისრა, მაგრამ მალე, უზუნ-ჰასანის სიკვდილისთანავე (1478), მტერმა საქართველო მიატოვა. იმავე წელს ბაგრატ VI-ც გარდაიცვალა.