სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11769

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ცხადაძე რევაზ არქიტექტორი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ცხადაძე რევაზ არქიტექტორი

გარდ. 2007 წელს

2004წ. არქიტექტორი ანტონ მარტყოფელის (თბილისი, საბურთალო) სახელობის ეკლესია

2007 წელს გარდაიცვალა საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის თანამშრომელი, არქიტექტორრესტავრატორი რევაზ ცხადაძე.

ხუროთმოძღვრების ცენტრის თანამშრომლები სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს: მეუღლეს – ნინოს, მამას – გიორგის, შვილებს – მარიამსა და გიორგის.

რევაზ ცხადაძე წლების მანძილზე მუშაობდა ქართული ეკლესია-მონასტრების აღდგენაზე. საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრში მუშაობის პერიოდში მას არაერთი ეკლესიის აღდგენაზე უმუშავია. მათ შორის აღსანიშნავია: ატენის წმ. ბარბარეს ეკლესია (2003), ჭელიშის მონასტრის წმ. ამბროსი ხელაიას ეკლესია

(2003, მეორე ტოლას წმ. გიორგის ეკლესია (2004) ღვარდიას მაცხოვრის ეკლესია (2004) ულუმბოს წმ. გიორგის ეკლესია (2006), კავთისხევის კატაულას ეკლესია (2006), ,,მწვანე მონასტრის“ წმ. გიორგის ეკლესია (2007), გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესია (2007) და სხვა. მის მიერ არაერთი ეკლესიაა დაპროექტებული. 

სწორედ რევაზ ცხადაძის პროექტით აშენდა თბილისის წმ. ანტონ მარტყოფელის სახელობის ტაძარი იპოდრომთან.

რევაზ ცხადაძის ბოლო პროექტები საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრის სამეცნიერო საბჭოზე ამა წლის 19 სექტემბერს დამტკიცდა.

ამ პროექტების საფუძველზე უნდაგანხორციელდეს ანაგას ფერისცვალებისა (ბოდბის ეპარქია) და შილდის ტურისციხის (ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია) ეკლესიების რვაბილიტაცია. ზოგი რამ კი დაუმთავრებელი დარჩა...

რევავაზ ცხადაძე დაუღალავად შრომობდა და პირველსავე დაძახებაზე მიდიოდა ძველი სალოცავების სანახავად, რათა მათი აღდგენისთვის ხელი შეეწყო.

დეკანოზ ანტონ ბეჟანიშვილთან ერთად ტაძრის მშენებლობის პერიოდში 2003 წლის ფოტო

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.