2014წ. მდგომარეობით მღვდელმონაზონი უბისი (ხარაგაული) წმ. გიორგის ეკლესია
2022წ. ღვთივგანისვენა მღვდელმონაზონი მცხეთა-თბილისის ეპარქია
ბუაჩიძე მათე მღვდელმონაზონი, ნაფეტვრების (მცხეთა) წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის მონასტრის წინამძღვარი გარდ. 2022წ. დაკრძ. იქვე
2022 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, ნაფეტვრების წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის მონასტრის წინამძღვარი,
მღვდელ-მონაზონი მათე (ბუაჩიძე).
მამა მათე ერთგულად ემსახურებოდა დედაეკლესიას, წლების განმავლობაში იგი მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში, უბისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში მსახურობდა.
მღვდელ-მონაზონ მათეს დაკრძალავენ 2022 წლის 17 თებერვალს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე ნაფეტვრების წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის მონასტრის ეზოში.