სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გარსიაშვილი ლავრენტი ნიკოლოზის ძე მღვდელი



1944წ. ღვთივგანისვენა მღვდელი ჭერემის (გურჯაანი) ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია

გარსიაშვილი ლავრენტი ნიკოლოზის ძე, გარდაიცვალა 1944 წელს, წანამძღვარი მღვდელი, სოფელ ჭერემის ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა)

 სოფელ ჭერემის ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ლავრენტი ნიკოლოზის ძე გარსიაშვილი.

XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ნახიჭევანის წმინდა ვლადიმერის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1892 წლის თებერვალში ავადმყოფობის გამო გადადგა შტატიდან.

1894 წელს დიაკვნად აკურთხეს.

1895 წლის დეკემბერში ვეჯინის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1900 წლის 1 თებერვალს თბილისის ავლაბრის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს.

1902 წლის 20 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ჭერემის ყოვლადწმინდა

გვ231

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

1926 წელს ჩატარებულ ბოდბის ეპარქიის აღწერილობაში კვლავ იხსენიება ამ ეკლესიის წინამძღვრად. მიუხედავად დევნისა და შევიწროებისა ანაფორა არ გაუხდია და ღვთისმსახურება არ შეუწყვეტია. მღვდელი ლავრენტი 1944 წელს გარდაიცვალა.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.