სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გუგუტიშვილი სევერიანი დეკანოზი

დაბ. 1870წ.

გუგუტიშვილი სევერიან დეკანოზი

გუგუტიშვილი სევერიან დეკანოზი, მთავარხუცესი III ოლქი - ნეკრესი, თელავის მაზრა 1899წ. სანებელი (ქარელი) ნიკოლოზის ეკლესია


109. სოფელ ურიათუბანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი სევერიან იოანეს ძე გუგუტიშვილი


1870 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა.

1885 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა.

1888 წელს მამის ავადმყოფობის გამო, სემინარია მიატოვა და სოფელში დაბრუნდა.

1890 წლის 31 მარტს თბილისის ნაძალადევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიასთან არსებული სამრევლოსაეკლსიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1892 წლის 22 ოქტომბერს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა და ამავე ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა.

1897 წლის 4 მაისს მოღვდლად დაასხეს ხელი და ქოლოთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1899 წლის 1 მარტს სანებლიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

1904 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.

1907 წელს ურიათუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს და ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაადგინეს.

1910 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

1916 წლის 20 მაისს კამილავკა უბოძეს.

1918 წლის აღდგომას დეკანოზის წოდება მიენიჭა, ხოლო ამავე წლის სექტემბრის თვეში თელავის მაზრის III ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

1924 წელს ხელისუფლების ზეწოლის შედეგად ანაფორა გაიხადა და ღვთისმსახურება შეწყვიტა.


გუგუტიშვილი - გვარის 3 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

გუგუტიშვილი ლავრენტი იოანეს ძე  მღვდელი
გუგუტიშვილი ლავრენტი იოანეს ძე - მღვდელი. დაბ. სოფ. აკურა თელავი. 1884-1972წწ. ბიოგრაფია სრულად ნახვა
გუგუტიშვილი კონსტანტინე - მედავითნე. სრულად ნახვა
გუგუტიშვილი სევერიანი - დეკანოზი. დაბ. 1870წ. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.