სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გულაშვილი გიორგი მღვდელი

1870-1939წწ

გულაშვილი გიორგი მღვდელი

გულაშვილი გიორგი 1870-1939წწ. წინამძღვარი მღვდელი, სოფელ კარდენახის ფერისცვალების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) 1897წ. ახმეტა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია


65. სოფელ კარდენახის ფერისცვალების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი გიორგი გულაშვილი


1870 წლის 13 იანვარს დაიბადა.

1885-1890 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, საიდანაც V კურსიდან თელავის სასულიერო სასწავლებელში ეკონომოსად დაინიშნა. 1892 წელს დიაკვნად აკურთხეს.

1893 წლის 23 იანვარს ბახტრიონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. ამავე წლის 5 დეკემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ბახტრიონის სამრევლოს წინამძღვრად დაადგინეს.

1894-98 წლებში თიანეთის მაზრაში არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლებში თელავის სასულიერო სასწავლებლიდან დეპუტატად მიავლინეს.

1899 წლის 21 იანვარს მელაანის ყოვლადნმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1903 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.

1904 წლის 31 აგვისტოს კარდენახის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1909 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

1911-17 წლებში იყო სიღნაღის მაზრის II ოლქის სამთავარხუცესოს საბჭოს წევრი.

1916 წლის 23 დეკემბერს კამილავკა უბოძეს, ხოლო 1918 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

1919 წლის 28 თებერვალს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე) დეკანოზის წოდება მიანიჭა.

1925 წელს კომუნისტების მიერ დანგრეული და გაპარტახებული კარდენახის ფერისცვალების სახელობის ეკლესია აღადგინა და ამავე წლის 23 ივლისს განახლებული ტაძარი ბოდბელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი) ხელახლა აკურთხა.

1926 წელს ბოდბის ეპარქიის II ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში კვლავ მსახურობს. მისი შემდგომი ბედი უცნობია. დეკანოზი გიორგი 1939 წლის 29 დეკემბერს ქ. თბილისში, რკინიგზის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გულაშვილი - გვარის 10 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

გულაშვილი იაკობი - მედავითნე. სრულად ნახვა
გულაშვილი ნიკოლოზი - მედავითნე. სრულად ნახვა
გულაშვილი გიორგი - მღვდელი. სრულად ნახვა
გულაშვილი აბრამი - მედავითნე. სრულად ნახვა
გულაშვილი ონოფრე - მღვდელი. სრულად ნახვა
გულაშვილი თადეოზი - მღვდელი. სრულად ნახვა
გულაშვილი ნიკოლოზი - მღვდელი. სრულად ნახვა
გულაშვილი გიორგი - მღვდელი. 1870-1939წწ სრულად ნახვა
გულაშვილი ავთანდილი - მღვდელი. 2003 წლის 19 ოქტომბერს დიკვნად კურთხევა. 2005 წლის 17 აპრილს მღვდლად კურთხევა. სრულად ნახვა
გულაშვილი კონსტანტინე   მღვდელი
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.