2011წ. მდგომარეობით დეკანოზი ქუთაისი მთავარანგელოზთა (მწვანეყვავილის) ეკლესია
2011წ. დეკანოზი ივერიის (ნახალოვკა, თბილისი) ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი
2014წ. მდგომარეობით დეკანოზი მცხეთა-თბილისის ეპარქია
2025წ. მდგომარეობით დეკანოზი ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქია
თვალიაშვილი არსენ დეკანოზი ა.შ.შ. წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამრევლო (კალიფორნიის შტატი)ფილადელფიის წმ. გიორგის სახელობის ქართული სამრევლოს მოძღვარი: დეკანოზი არსენ თვალიაშვილი. 2025წ
ფოტო მოგვაწოდა მღვდელმა ფოლადიშვილი დავით ტარიელის ძემ
საპატრიარქოს უწყებანი N11 17-23მარტი 2011წ გვ.5
დაჯილდოება
13 მარტს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება. დეკანოზის წოდებით:
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მლვდელმსახური, მღვდელი თეოდოსი სარდანაძე; ბანოჯას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი დიმიტრი ყიფიანი; ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (სულხან-საბას ქუჩა), მღვდელი გიორგი კეშელავა; ზარათის წმინდა გიორგისა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიების წინამძღვარი, მღვდელი იოანე მიხელიძე; ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (ვაჟა-ფშაველას ქუჩა, გოჭოურა), მღვდელი იოსებ კოხრეიძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი პეტრე გაბუნია; ქუთაის-გაენათის ეპარქიის მლვდელმსახური, მღვდელი პანტელეიმონ ხუბულავა; ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი არსენ თვალიაშვილი.
საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12ოქტომბერი 2011წ გვ.14
დაჯილდოვდა
27 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გამშვენებული ჯვრებით დააჯილდოვა ნაძალადევის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესის მღვდელმსახურნი: დეკანოზი ფარნაოზ კობიაშვილი, დეკანოზი ზაზა კირვალიძე და დეკანოზი არსენ თვალიაშვილი.