პეტრიაშვილი გიორგი გრიგოლის ძე 1868-1920წწ წინამძღვარი მღვდელი,.სოფელ ახმეტის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) 1904წ. ახმეტა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია
გვ 161
1868 წელს, თბილისში, დეკანოზის ოჯახში დაიბადა.
1887 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა 1890 წელს მესამე კურსიდან თავი გაანება სწავლას და საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის კანცელარიაში დაიწყო მუშაობა.
1893 წლის 16 აპრილიდან - 31 აგვისტომდე დროებით ასრულებდა „სტოლონაჩალნიკის” მოვალეობას.
1897 წლის 13 ივნისს გათავისუფლდა სამსახურისაგან და ამავე წლის 21 აგვისტოს თბილისის საგუბერნიო მმართველობის კანცელარიაში დაინიშნა.
1898 წლის 27 სექტემბერს „კოლეაპსკი სეკრეტარის”, ხოლო 1899 წლის 1 მარტს კი - „გუბერნსკი სეკრეტარის“ წოდება მიენიჭა.
1902 წლის 30 სექტემბერს თავი დაანება სამოქალაქო სამსახურს და ამავე წლის 20 ოქტომბერს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) დიაკვნად, ხოლო - 21 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და ახმეტის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
1907 წლის 30 მარტს ახმეტის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში განამწესეს.
1911 წლის 1 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1919 წლის ზაფხულში დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი გიორგი
1920 წლის 1 იანვარს გარდაიცვალა. დასაფლავებულია თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე. მისი უმცროსი ძმა იყო, აწ განსვენებული ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი).