
თვალიაშვილი ილია მღვდელმონაზონი 2024წ.

ჩემი ურთიერთობა სამთავროს მონასტერთან ბავშვობიდან დაიწყო. მორწმუნე ბებია მყავდა. სრულად იცავდა ძველ ქრისტიანულ ტრადიციებს და წესებს.
ყოველ შაბათს და კვირას წირვა–ლოცვას ესწრებოდა სამთავროში. ბებიას მოვყავდი სამთავროს მონასტერში. მეც განსაკუთრებული მოწიწება, რიდი და სიყვარული გამიჩნდა სამთავროს მიმართ. ღვთის განგებით და წმიდა ნინოს ლოცვით ჩემი სულიერი ცხოვრება და მოღვაწეობა სამთავროში დაიწყო.
აქ, 2016 წლის 23 ნოემბერს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, არქიმანდრიტმა ლაზარემ (გაგნიძე) ბერად აღმკვეცა, ხოლო 2018 წელს, დიდ მარხვაში, ლაზარეს შაბათს, წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) ხელი დამასხა მღვდელმონოზვნად.
სამთავროს მონასტერში დღემდე შემონახულია ძველი ტრადიციები და მონოზვნური ცხოვრების წეს-განგება, რომელიც საუკუნეების წინ დაარსდა. შემონახულია ძველი მონოზვნური სული, სული მოღვაწეობის, ლოცვის, მარხვის, მორჩილების, შრომის, მოყვასის სიყვარულის და თანადგომის.
მართალია, მსოფლიოში მიდის გლობალზაციის დიდი პროცესი მაგრამ, ეს არ ეხება ქრისტეს ეკლესიას. ის უცვლელია თავისი ტრადიციებით და იმ წესებით რომელიც მოციქულების მიერ დააფუძნა მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს არ აცდენია ამ ჭეშმარიტების გზას. უფლისადმი ასეთმა ერთგულებამ და სიყვარულმა მოიყვანა ჩვენი ქვეყანა დღემდე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოება, ის ძველი ქრისტიანული სული, ღვთისმსახურების წესები, ლოცვითი კანონები და მოყვასის სიყვარული. უნდა ვიყოთ ჭეშმარიტი ქრისტიანები.
ამისათვის კი აუცილებელია აღვასრულოთ პირველი და უმთვარესი მცნება: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაი. ხოლო მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თzსი“ (მარკ. 12, 30-31).